x
image
მანჩო 777
ახალი ტრენდი ჩინელი ბლოგერისაგან - მანათობელი მინი-ქვედაკაბა და შპიონის სანდლები
იაპონელი დიზაინერის კიაიკუ ამანოს მიერ ამ ბოლო ხანებში შექმნილმა მანათობელმა მინი-ქვედაკაბამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა იაპონელ და ჩინელ გოგონებში.


image


გამოჩნდნენ ენთუზიასტები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ამ მოდური ტრენდის შესაძენად სულაც არაა აუცილებელი დიდი ფულის დახარჯვა, სავსებით შესაძლებელია საკუთარი ხელით მისი შექმნა, მთავარია ცოტაოდენი ნიჭი, მონდომება და მოხერხება. ჩინელმა ბლოგერმა ნიკით SexyCyborg თავის გვერდზე არამარტო მისი შრომის საბოლოო შედეგი უჩვენა, არამედ მთელი ფოტორეპორტაჟი გამოაქვეყნა, თუ როგორ შექმნა თავის ხელით მანათობელი ქვედაკაბა.


image
ბლოგერის სიტყვებით, ყველაზე დიდი პრობლემა კაბაზე მუშაობის დროს შუქდიოდების ლენტის საკონტროლო პანელის გაკეთებამ შეუქმნა, რადგან გოგონამ მოინდომა ეს პანელი კაბის სათავეზე დაემაგრებინა. შესაკრავის გაკეთება მას 3D პრინტერზე მოუწია. ...



image

მან დაინტერესებულ გოგონებს მისცა რჩევა აგრეთვე იმის შესახებ, რომ ეყიდათ სპეციალური LED - ლენტა წყლისაგან და სითბოს გამოყოფისაგან დასაცავად, რომ შემთხვევით არ დაიწვან სხეული მანათობელი მინი-ქვედაკაბის ტარების დროს.


image


რაც შეეხება კაბის სიგრძეს, ეს აბსოლუტურად მხოლოდ და მხოლოს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. ჩინელი ხელმარჯვე მოდნიცის სიტყვებით, მის მიერ შექმნილი კაბის სიგრძე სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ მამაკაცებს მის დანახვაზე კისრები მოღრეცოდათ.


image


მანათობელი მინი-ქვედაბოლოს შექმნის შემდეგ SexyCyborg-მა კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა მოდის მოყვარულებს: მან გადაწყვიტა თავისი გარდერობის განახლება და ამჯერად კიდევ ერთი საოცრება-შპიონის სანდლები წარუდგინა ინტერნეტ-მომხმარებლებს.


image
3D- პრინტერის დახმარებით მან შექმნა გასაოცარი სანდლები ტანკეტკა ძირზე. ქუსლში გოგონამ მოათავსა მთელი "არსენალი" : უსადენო გადამცემი მასში ჩამონტაჟებული მინი-აკუმულატორით, USB-მეხსიერების ბარათი, Ethernet -ის სტანდარტული კაბელი და სხვა მინი-გაჯეტები.


imageimage
სხვა მოწყობილობებთან ერთად, შესაძლებელია შპიონური გაჯეტის გამოყენება, რომელსაც აქვს ქსელური ტრაფიკების მითვისების უნარი.

ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი "შიგთავსი" მოთავსებულია ფეხსაცმლის ქუსლის მოძრავ ელემენტში, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სანდლების გაუხდელად იქნას ისინი გამოყენებული.


imageimage
" მე ვიპყრობ მსხვერპლის ყურადღბას ჩემი სექსუალური სხეულის ზედა ნაწილით და ის არაფრად აგდებს საფრთხეს, რომელიც ჩემს ფეხებში იმალება", - ღიმილით ამბობს SexyCyborg.


image

0
417
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0