x
image
ციცი
Mediator image
ანა მარგველაშვილი მეუღლესთან გაშორების შესახებ ჭორმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა.

image

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.

ანა ცოტა ხნის წინ გათხოვდა, მისი მეუღლე მომღერალ თიელის ძმა, მუსიკოსი და დიჯეი გიგი ჩიჩუაა.

მათი სასიყვარულო რომანი მეგობრების საერთო წრეში გაცნობით დაიწყო.

ანა მარგველაშვილი იმის გამო, რომ პრეზიდენტის ქალიშვილია, არ იზღუდავს თავს და ჩვეულებრივი ქართველი ახალგაზრდების მსგავსად ერთობა. მისი საქციელი ხშირად ხდება ინტერნეტ სივრცეში განხილვის საგანი.


ხშირად ვრცელდება სხვადასხვა ჭორები ანა მარგველაშვილის შესახებ. ახლაც, ერთ-ერთმა ინტერნეტ პორტალმა გავრცელა ეგრეთ წოდებული "ექსკლუზივი"-ჭორი იმის შესახებ, რომ ანა და მისი მეუღლე დაშორდნენ და ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ თურმე პრეზიდენტის ქალიშვილს ყვარებია ღამის კლუბები და დალევა, რასაც მისი მეუღლე ვერ ეგუება.

ამ ჭორმა ანა მარგველაშვილი ხუმრობის ხასიათზე დააყენა და სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დაპოსტა:

"მართლაც ექსკლუზივია, ძალიან ვწუხვარ...ეს ასეა ნამდვილად..."

imageამ ხუმრობაში მისი მეგობრებიც ჩაერთნენ:

"ლოთობ, მერე მიდიხარ სახლში და ცემ ხო გიგის?"

" ექსკლუზივია თუ ჟურნალისტის წარმოსახვა? მე პირადად არ მჯერა, ვიცი რომ მშვენიერი წყვილი ხართ..."


ნინი გოგიჩაიშვილი-"რომ ვერ ეგუები? ატარე ხოლმე რა..."

ანა-"ვერ ვატარებ, დრო არ მრჩება, სასმელი მიყვარს..."

ნინი-"არადა ბიჭის ოცნებაა, კლუბი უყვარს და ერთხელ შეეგუე და წაიყვანე რა..."


კითხვაზე-"ანუ ტყულილია ანა ხომ??? ეს ინფორმაცია???"

ანამ უპასუხა, რომ ტყუილია:

imageასე, რომ პრეზიდენტის ქალიშვილი არ დაშორებია მეუღლეს და არც აპირებს!

ბედნიერება ვუსურვოთ მათ!imageimageimage

0
310
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0