x
image
Guns N Roses
ახალგაზრდების მიერ სიკვდილამდე რამოდენიმე წამით ადრე გადაღებული ვიდეო

image

მშობლები დათანხმდნენ ვიდეოს გამოქვეყნებას, რომელიც მათმა შვილებმა ავარიამდე წამებით ადრე გადაიღეს..

ავარიას, რომელსაც ემსხვერპლა ორი ახალგაზრდა, კაილ კეიფორდი ( 20 წლის ) და მაიკლ ოუენი ( 21 წლის ), ასახულია მათთავე გადაღებულ ვიდეოზე. ორი ახალგაზრდის ოჯახმა ნებართვა მისცა სამართალდამცველებს, გამოექვეყნებინათ ვიდეო. ვიდეო ბიჭებმა მობილური ტელეფონით თავად გადაიღეს. ორივე ახალგაზრდა ადგილზევე დაიღუპა.მშობლებმა ვიდეოს გამოქვეყნების უფლება სამართალდამცველებს იმ მიზეზით მისცეს, რომ სხვა ახალგაზრდები გააფრთხილონ, რა ფატალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს მსგავს გართობებს.



ორი ახალგაზრდის ოჯახმა ნებართვა მისცა სამართალდამცველებს, გამოექვეყნებინათ ვიდეო, სადაც ასახულია ორი ახალგაზრდის დაღუპვის კადრები, რომლებიც მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდნენ. 20 წლის კაილ კეირფორდი და 21 წლის მაიკლ ოუენი კროუბოროუში წელს, აპრილის თვეში დაიღუპნენ. ორივე მათგანი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ვიდეო ბიჭებმა მობილური ტელეფონით თავად გადაიღეს, სასიკვდილო შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე. 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი სედანი ეკლესიის ღობეს შეასკდა და ორივე მგზავრი ადგილზევე დაიღუპა.


"ახლაგზარდებს უნდა ახსოვრეთ, რომ ყოვლისშემძლენი არ არიან. მათ უფრო
მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ საკუთარ სიცოცხლეს. რადგანაც ისინი, მხოლოდ საკუთარ თავებს არ ეკუთვნიან, არამედ ისინი თავის ახლობლებს და საყვარელ ადამიანებსაც ჭირდებიან. ახლა მე შვილის გარეშე დავრჩი, მაიკლის ცოლი ქმრის, ხოლო მათი 4 წლის გოგონა - მამის გარეშე", - წერს მაიკლის დედა.


ვიდეოს ლინკი:

code:
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shemthkhveva/64299-mshoblebi-dathankhmdnen-videos-gamoqveynebas-romelic-mathma-shvilebma-avariamde-tsamebith-adre-gadaighes.html





0
567
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0