x
image
მანჩო 777
"ასეთ ამბებს არ პატიობენ, ასჯერ და დამარცვლით!" - თინა ხიდაშელი წამების ამაზრზენი კადრების გავრცელების შესახებ

უკრაინულ ვებ-გვერდზე გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც სამეგრელოში, დაბმულ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის გაუპატიურება და წამებაა ასახული აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი Facebook-ით ეხმაურება.

ხიდაშელი წერს: "რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო, ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს".


გთავაზობთ ხიდაშელის სტატუსს უცვლელი სახით:


image

"კადრები არ მინახავს. რუსთავი 2-ის ჟურნალისტისგან გავიგე ეს ამბავი.
ასეთ დროს მედიასთან დამალვა არ მჩვევია. სამი სამხედრო ორკესტრის კონცერტზე მომადგა და გინდა თუ არა კომენტარი გააკეთეო.
არასოდეს, არასოდეს ასეთ დროს თავი არ შემიკავებია. არც ეხლა ვაპირებ. დავბრუნდი სამინისტროში და გავიგე, რომ რომელიღაც მედია - პორტალმა სავარაუდოდ ის კადრები გაავრცელა, რაც ოდესღაც სამეგრელოში იპოვეს.

1. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო, ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს;

2. ეხლა არ გვითხრათ, შეთქმულებაა და ხომ დაგვპირდა ხელისუფლება გაანადგურებდა და რატომ გამოჩნდა- საუბარი არ მიიღება. ზუსტად ისე, როგორც რომელიმე სხვა ვერსია აპრიორი აკვიატებული. დამბრალებელი და თითის გამშვერი ისეთივე ნაძირალაა ამ შემთხვევაში, როგორც თავად გამავრცელებელი.

3. როდესაც აპრიორი ვერსია გაქვს, მიკროფონით დარბიხარ და კითხვას სწორედ ერთი ვერსიის გაასამყარებლად სვამ (ხომ დაპირდა მედიას მაშინ შსს მინისტრი ღარიბაშვილი, რომ გაანადგურებდნენ და რატომ არ გაანადგურესო?), ვინმემ გითხრას ყველაფერი წინასწარ დადგმულიაო, არ უნდა გაგიკვირდეს;

4. აბა გამოდით და სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ ყველა, ვისაც მართლა გჯერათ რომ ეს ფაილები, ან ათასი სხვა კიდევ, რომელიც სავარაუდოდ არსებობს მხოლოდ იმ, ან ჯერ არაღმოჩენილ კასრებში იყო ჩაკეტილი და სხვა დუბლიკატები არ არსებობდა.

5. ხო და კიდევ, უმთავრესი ამ მომენტისთვის, თუ იმ კადრებში ვინმე ისეთი ჩანს, ვინც აწამებს და ვისთანაც დღეს საპროცესოა გაფორმებული ან გარეთ არის -- ამ საპროცესოს გამფორმებელი ზუსტად ისეთივე დამნაშავეა.

არ ფორმდება საპროცესოები მწამებლებთან, არა!!!! აბსოლუტურად აკრძალულია და არ ექვემდებარება შებრალება / დანდობას.
საერთაშორისო სამართლის დანაშაულია დიდი ხანია, ანა - ბანაა ადამიანის უფლებების სამართლის.

მაშინაც ვთქვი, როდესაც ბედუკაძეს რაღაც გაუგებარი გარიგება დაუდო კბილაშვილმა, არავის და არაფერს მოვრიდებივარ (ალბათ არსებობს ჟიჟილაშვილის ეთერი არქივში) და ეხლაც იგივეს გავიმეორებ.

ასეთ ამბებს არ პატიობენ, ასჯერ და დამარცვლით!" - წერს თინათინ ხიდაშელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

0
173
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0