x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ტორტი ,,სპარტაკი"
ტორტი “სპარტაკი"


ინგრედიენტები:


მასალა ცომისთვის:

კვერცხი - 1 ცალი
შაქარი - 150 გრ.


თაფლი - 3 ს. კ.

კარაქი - 50 გრ.

რძე - 2 ს. კ.
სოდა - 1 ჩ. კ..
კაკაო - 2 ს. კ
ფქვილი - 400 გრ.


მასალა კრემისთვის:


რძე - 500 მლ.
კვერცხი გული - 3 ცალი
ფქვილი - 4 ს. კ.
სახამებელი - 1 ს. კ. (თავმოდგმული)
ვანილიანი შაქარი - 1 შეკვრა
შაქარი - 150 გრ.
კარაქი - 150 გრ.


შოკოლადის მინანქარი - თქვენი გემოვნებით



მომზადება:


1. პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ კრემი: ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი > დაუმატეთ: ფქვილი, სახამებელი და ვანილიანი შაქარი > კარგად ათქვიფეთ და შეათქვიფეთ 1 ჭიქა რძე > დაუმატეთ დარჩენილი რძეც და დადგით ცეცხლზე > ხარშეთ გასქელებამდე, თან სულ ურიეთ.

მოხარშვის შემდეგ, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე გასაგრილებლათ.

2. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, შეათქვიფეთ თაფლი, კარაქი, რძე და სოდა > დადგით წყლის ორთქლის აბაზანაზე, ფერი რომ შეეცვლება და ბუშტები გაუჩნდება, დრო იქიდან აითვალეთ და 10-15 წუთი ხარშეთ, თან სულ ურიეთ.

3. თასს რომ გადმოდგავთ, დაუმატეთ კაკაო და ფქვილი.

თავიდან ცომი ძალიან რბილი იქნება, მაგრამ როდესაც გაცივდება (20-30 წთ.-ს შემდეგ) - გამაგრდება.

4. გაყავით ცომი 5 ნაწილად > გააბრტყელეთ ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე > გამოაცხეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

5. მოხარშული კრემი რომ გაცივდება, ათქვიფეთ კარაქი და ნელ-ნელა (თითო ს. კ.) შეათქვიფეთ მოხარშული კრემი.

6. ააწყეთ ტორტი: კრემი წაუსვით ყველა ფენას, ზედა ფენის გარდა > ზემოდან გადაასხით შოკოლადის მინანქარი.

7. გააჩერეთ 1-2 სთ. ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ 10-12 სთ. შედგით მაცივარში.

1
1162
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1162
  
2015, 17 ოქტომბერი, 18:45
მმ მნიამ მინდა
0 1 1