x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Aerosmith-მა დონალდ ტრამპს აუკრძალა გამოიყენოს მათი სიმღერა საარჩევნო კამპანიის დროს
imageჯგუფ Aerosmith -ის ადვოკატებმა უკვე მეორე წერილი გააგზავნეს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის შტაბ-ბინაში.


როკ-ჯგუფი Aerosmith -ი კატეგორიულად წინააღმდეგია გამოიყენოს მათი სიმღერა წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი იყენებს.ჯგუფის სოლისტის, სტივენ ტეილორის ადვოკატებმა უკვე მეორე წერილი გააგზავნეს პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში და დაბეჯითებით მოითხოვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ გამოიყენოს კომპოზიცია "Dream on" და სხვა ჯგუფის ნებისმიერი სიმღერა, რადგან შესაძლოა ამომრჩევლებში შექმნას იმის ილუზია, რომ თითქოს ჯგუფი მხარს უჭერს ტრამპის კანდიდატურას, იუწყება The Associated Press-ი.


ადვოკატი დინა პოლტი აცხადებს, რომ წერილი არა გახლავთ "პოლიტიკური" და არც "პირადულს შეიცავს ტრამპის კანდიდატურის მიმართ", საკითხი ეხება საავტორო უფლებების დარღვევას.


ტრამპის საარჩევნო შტაბს ჯერჯერობით რეაგირება არ მოუხდენია და მეორე წერილიც უპასუხოდ დატოვა.



შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ცნობილია, როგორც უძრავი ქონების მაგნატი, იგი შესულია მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანთა სიაში, მისი ქონება 4 მილიარდ დოლარზე მეტია.



0
80
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0