"ლივერპულში" ჩემს წარდგინებაზე არავინ მოსულა. კლუბს უბრალოდ 22.8 მილიონ სტერლინგად შევუერთდი. გარიგება შედგა და მეც იმაზე დავიწყე ოცნება, თავი როგორ გამომეჩია. წარმოვიდგინე "ენფილდზე" შეკრებილი უამრავი ადამიანი, მე კი, წითელ ფორმაში გამოწყობილი, მოედნის შუაგულში ვარ.
იმედი მაქვს, თავს არ ვისულელებ", ვუთხარი სოფის.
სანერვიულო არაფერი მქონდა. ათასობით გულშემატკივრისა და კამერების წინაშე ბურთით ჟონგლიორობას გადავურჩი.
"მომდევნო კვირას მოდი", მითხრეს. "ენდი კეროლთან ერთად პრესკონფერენცია გექნება, რამდენიმე შეკითხვა, რამდენიმე ფოტო და სულ ეს არის".
კარგი იქნებოდა სრულყოფილად რომ შემძლებოდა თავის გამოჩენა,
მაგრამ ინგლისში ასე არ ხდება. სანამ რაიმე ღირებულს არ გააკეთებ, სავსე სტადიონზე ტაშს არავინ დაგიკრავს. „ლივერპულში“ ასეთი წესია. თავიდანვე ყველაზე მეტად „ენფილდის“ მცირე ზომამ და ტრადიციულობამ გამაოცა. როგორც კი გასახდელში მოხვდები, ამას მაშინვე შეამჩნევ. საქმე ის კი არ არის, რომ რთული
კონსტრუქციის ინდივიდუალური კარადები არ იყო, არა. აქ, უბრალოდ, საერთოდ არ იყო კარადები.
ყველაფერი ნორმალურია, მაგრამ ძალიან უბრალო. ფუფუნებას ვერსად ნახავ: დაბალი ჭერი, თეთრი კედლები, წითლად შეღებილი გრძელი ხის სკამი, კარზე პრემიერლიგის გაფრთხილება, რომ მოედანზე გასვლამდე უნდა მოვიხსნათ სამკაულები. ფიზიოსკამი გასახდელის ზუსტად შუაშია განთავსებული. კედელზე პატარა ტელევიზორი და კაუჭია პერანგის ჩამოსაკიდებლად. სულ ეს არის.
ჩემს სანახავად ხალხი მოდიოდა და ყველა გაოცებული იყო. თანაგუნდელები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, მაგრამ ეს დიკომფირტს არ ქმნის. მომწონდა და მოტივაციასაც კი მმატებდა. ხალხმა შეიძება იფიქროს, რომ უფრო დიდი გასახდელის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ერთ მოთამაშესაც კი ვერ მოძებნი, რომელიც იმავეს გაიმეორებს, რაიმეს თუ შეცვლი, ეს უკვე „ენფილდი“ აღარ იქნება.
ზოგიერთ სტადიონს გიგანტური გასახდელი აქვს, გვერდით მჯდომი თანაგუნდელისგან ათი მეტრი ხარ დაშორებული, ფიზიოსკამი კი სულ სხვა სივრცეშია განლაგებული. „ენფილდზე“ ყველაფერი ერთად არის. შეგიძლია თანაგუნდელებს ესაუბრო. ვფიქრობ,
ესეც იმის ნაწილია, რაც კლუბს განსაკუთრებულობას ანიჭებს. როგორც კი ლივერპულში ჩავედი, მაშინვე ყველაფერს შევეჩვიე. ზუსტად ეს მჭირდებოდა.
მოედნამდე გრძელი გზა არ გაქვს გასავლელი. გასახდელიდან გამოხვალ თუ არა, მარჯვნივ გვირაბი იწყება. სტუმრების გასახდელი ოთახი კიდევ უფრო პატარაა.
სანამ კიბეზე დაეშვები, თავშეყრისთვის დიდი სივრცე არ გაქვს. კიბე ისეთი ვიწროა, რომ ორი გუნდი გვერდიგვერდ ძლივს ახერხებს ჩასვლას. ზოგჯერ ერთმანეთს გზასაც უთმობენ. ბოლოს კარია, ჩვეულებრივი წითელი კარი პატარა სარკმლით,
არაფრით გამორჩეული, იმის გარდა, რომ მის მიღმა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მოედანია.
გასახდელში გულშემატკივრის ხმა არ გესმის, რადგან, როგორც წესი, მუსიკაა ჩართული. გასახდელის დიჯეი მუდმივად იცვლება. თავიდან პეპე რეინა იყო,
შემდეგ - დირკ კიოიტი. მოგვიანებით გაჩნდა იდეა, რომ თითოეულ მოთამაშეს ორ-ორი სიმღერა შეერჩია და ეს ყველაფერი ერთ აიპოდზე განთავსებულიყო. სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები ერთად არჩევდნენ მელოდიებს. მე ბევრი ურუგვაული სიმღერის შეთავაზებას არ ვაპირებდი, რადგან, ვფიქრობდი, რომ გასახდელიდან გამაძევებდნენ. შემდეგ კლუბმა ახალი მასაჟისტი, პედრო ფილიპო, აიყვანა, მას უყვარს მუსიკა და შერჩევაში ისიც მონაწილეობდა.
ზოგჯერ ვბრაზდებოდი, მუსიკა ასე ხმამაღლა რომ იყო ჩართული. როცა მატჩის წინ მობილიზებას ვცდილობდი., საკუთარი ფიქრები აღარ მესმოდა. თუ წავაგებდით, მოედნიდან დაბრუნებულებს სულ სხვა მუსიკალური აკომპანიმენტი გვხვდებოდა.
მატჩის წინ ერთადერთი ხმა, რომლის მოსმენაც მსიამოვნებდა, ხალხის ხმაური იყო. მოედნისკენ მიემართებოდი და ყოველ მომდევნო ნაბიჯზე ძლიერდებოდა.
„ლივერპულის“ მაისურით „ენფილდის“ სავსე სტადიონზე გამოსვლა ძალიან ამაღელვებელი იყო. სიმართლე გითხრათ, ვეჭვობ, რომ ეს მოწინააღმდეგესაც აძლევდა
სტიმულს, მაგრამ „ლივერპულისთვის“ მაინც სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა.
ძალიან პოპულალურია წარწერა „ეს ენფილდია“. მოედანზე გასვლის წინ ხან ვეხებოდი ნიშანს და ხანაც არა. გუნდში რომ გადავედი, შევნიშნე, რამდენი ფეხბურთელი ეხებოდა მას. ჩემი ცრურწმენებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით ვმოქმედებდი, როგორი თამაში მელოდა წინ.
ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, რომელიც „ლივერპულში“ იწყებს თამაშს, მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რა გავლენა მოახდინა ჰილსბოროს ტრაგედიამ კლუბზე, გულშემატკივარსა და მთლიანად ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამის შესახებ მაშინვე შევიტყვე, თუმცა სრულად დროთა განმავლობაში აღვიქვი. ჩემი მოსვლიდან რამდენიმე თვეში ამ მოვლენის წლისთავი ახლოვდებოდა. ეს ამბავიც მიამბეს, ვიდეოკადრებიც მაჩვენეს. „ენფილდთან“ და ლივერპულთან აპრილის თვეს ძალიან ძლიერი ემოციები აკავშირებს. რაც მეტს ვიგებდი ტრაგედიის შესახებ,
მით უკეთ მესმოდა დაზარალებული ოჯახების ტრაგედია და მათი ბრძოლის სურვილი სიმართლის დასამტკიცებლად.
“მევლუდის” სავარჯიშო მოედანი „ენფილდის“ მსგავსია. უფრო თანამედროვეა, ფეხბურთელებს ყველაფერი აქვთ რაც სჭირდებათ, არაფერია
გაკეთებული ყურადღების მისაპყრობად. გულწრფელად შემიზლია ვთქვა, რომ ყველა გაგებით მოკრძალებული გასახდელია. არ არ შევხვედრივარ მოტამაშეებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ვინმეზე უკეთესები იყვნენ. ამას მათი საუბრის მანერაში, ჩაცმის სტილსა და ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაშიც დაინახავდ. ნაწილობრივ ეს მომდინარეობს ისეთი ადამიანებისგან, როგორებიც არიან სტივენ ჯერარდი და ჯეიმი კარაგერი: ადამიანები, რომელთაც მთელი ცხოვრება „ლივერპულში“ გაატარეს, სკაუზერები, ვინც ყველაფერი იცის გუნდის შესახებ. ნებისმიერ კლუბს სჭირდება მათნაირი ადამიანები. გარდა ამისა პერსონალი, რომელიც წლებია კლუბისთვის მუსაობს.
ერთიანობის ეს განცდა გულშემატკივარსაც გადაეცემა. ზოგჯერ მაშინებდა კიდეც ის ფაქტი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო კლუბი ადამიანების ცხოვრებაში. ეს გამოიხატება მათ აქტიურობაში, ძალისხმევაში, რომ გუნდის ტამაშს დაესწრონ, განსაკუთრებულ
ატმოსფეროში, რომელსაც ქმნიან. „ენფილდმა“ გადამწყვეტი როლი შეასრულა „ლივერპულის“ წარმატებულ კლუბად ფორმირებაში, კოლექტიური იდენტობა კი ამ ყველაფრის საფუძველია.
შუშის კარიდან „მელვუდის“ ვესტიბიულში რომ გადიხარ, პირველი, რასაც ხედავ, ევროპის თასია. მეორე მხარეს ბილ შენკლის ბიუსტია მისივე ციტატით:
„ყველაფრის მიუხედავად, მინდა დამიმახსოვრონ თავდადებულ ადამიანად, რომელიც ისე იბრძოდა, რომ სხვების დიდება გაეზიარებინა, რომელმაც ოჯახ ისეთი ადამიანებისგან შექმნა, თავს მაღლა რომ ასწევდნენ და იტყოდნენ: „ჩვენ „ლივერპული“ ვართ“.
კედლებზე სხვა მოთამაშეებისა და მწვრთნელების ფოტოები და ციტატებიც არის გამოკრული. ბევრი მათგანი მოწინააღმდეგე გუნდიდანაა, რომლებიც „ენფილდზე“
არსებულ ატმოსფეროზე, განსაკუთრებულ გულშემატკივრობაზე საუბრობენ. კედლებზე სტივენ ჯერარდისა და ჯონ ტერის, ტიერი ანრის ციტატებს შეხვდებით. მაგალითად იოჰან კრუიფს ეკუთვნის“
„ევროპაში არ არსებობს კლუბი, რომელსაც ისეთი ჰიმნი ჰქონდეს, როგორიცაა „მარტო არასდროს იქნები“. მსოფლოში არ არის კლუბი, რომელსაც ასეთი ერთიანი გულშემატკივარი ჰყავდეს. ვიჯექი და ვაკვირდებოდი „ლივერპულის“ გუშემატკივარს და მაჟრჟოლებდა. 40 000 ადამიანი გუნდის ზურგში ერთ მთლიანობად გაერთიანებულიყო. ეს არის რაღაც, რაც ბევრ გუნდს არ გააჩნია. ამიტომაც ვარ აღტაცებული „ლივერპულით“.
„აიაქსში“ იყო ხალხი, რომელიც ამტკიცებდა, რომ იმ პერიოდში „ლივერპულში“ თამაში ჩემთვის ნამდვილად არ იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი.ისინი არ მონაწილეობდნენ ჩემპიონთა ლიგაში და არც პრემიერლიგაში ჰქონდათ კარგი პოზიციები. იცოდნენ ჩემი ამბიციის შესახებ, რომ წარმატებული ფეხბურთელი ვყოფილიყავი დიდ კლუბში და მაფრთხილებდნენ, რომ მიუხედავად უკეთესი ფინანსური მდგომარეობისა საჩემო კლუბი არ იყო.
ვიცოდი, რომ „ლივერპულს“ დიდი ხანია ლიგა მოგებული არ ჰქონდა. გასულ სეზონზე კლუბი როი ჰოჯსონის ხელმძღვანელობით იბრძოდა, და მაშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვდნენ. პირველი შეხვედრების დოს დიდებულ წარსულზე ჩემთან არავის უსაუბრია. ნაცვლად ამისა მომავალი დამისახეს. ეჭვიც არ დამრჩა რომ კლუბი კონკურენციას გაუწევდა დანარჩენებს საუკეთესო ფეხბურთელების შესაძენად და გულშემატკივართა უზარმაზარი არმია ყოველთვის მზად იყო მხარდასაჭერად. ვიცოდი რას ნიშნავდა „ლივერპული“ და უკვე მსურდა, რომ მათი წევრი გავმხდარიყავი.
შინ ვიყავი როცა პერემ დამირეკა და მითხრა, რომ ყველაფერი მზად იყო. მხოლოდ რამდენიმე დეტალი დარჩენილიყო შესათანხმებელი. როგორც ჩანდა, ყველაფერი რიგზე იყო „ლივერპულის“ მოთამაშე ვხდებოდი.
პირველი, რაც გავიფიქრე, სტივენ ჯერარდთან და ფერნანდო ტორესთან ერთად თამაშის პერსპექტივა იყო. „ფლეისთეიშენზე“ :ლივერპულის“ სახელით რომ ვთამაშობდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ ფეხბურთელების გვერდით ოდესმე რეალურად მომიწევდა თამაში.
როდესაც ახალ კლუბთან ერთად პირველად ვარჯიშობ, ბუნებრივია, რომ თანაგუნდელებს აკვირდები. გინდა გაიგო, როგორი დონეა გუნდში. ისიც გაცნობიერებული გაქვს, რომ ყველა შენ გიყურებს. დასაწყისში დალგლისმა წარმადგინა: „გუნდში ახალი წევრი გვყავს. გაიცანით ეს ლუისია“.
ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფეხბურთელები მომიახლოვდნენ და გამეცნენ. ვფიქრობ, რომ უდიდეს ფეხბურთელებსაც
კი შეიპყრობთ ასეთი შიში პირველ დღეებში. ყველამ არაჩეულებრივად მიმიღო. პირველი ვარჯიშის შემდეგ, მათთან ერთად მეტი დრო ვერ გავატარე. იმავე დღეს დუბლინში უნდა გავმგზავრებულიყავი, მუშაობის ნებართვის მისაღებად.
მეორედ გუნდის წევრები მაშინ ვნახე, „ენფილდის“ გასახდელში რომ ისხდნენ. ველოდებოდი გვირაბში გასვლას და „ეს არის ენფილდის“ პირველად დანახვას.