ფეხბურთი ფეხბურთელები რომელთა სიცოცხლეც მოედანზე დასრულდა... 2013, 19 აპრილი, 15:26 2001 წელი 28 აგვისტო, მოსკოვის ცსკ ფეხბურთელი სერგეი პერხუნი მეტოქესტან შეჯახების შემდეგ ტვინის შერყევით გარდაიცავალა. 2004 წელი 25 იანვარი, მიკლოშ ფეხერი. ბენფიკა პორტუგალიის სუპერლიგის 19 ტურში "ვიტორიას" ეთამაშებოდა, 59 წუთზე მოედანზე ჟოაო პერეირას ნაცვლად გამოდს ფეხბურთელი 29 ნომრით, ბოლო 30 წუთი ფეხერმა მოასწრო რამდენიმე მომენტის შექმნა მოედანზე და ბოლო 90 წუთზე საგოლე პასიც მიითვალა, მომდევნო წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო მან მსაჯს გაუღიმა და მოედანზე დაეცა... ის 24 წლის იყო... ბენფიკამ სამუდამოდ გააუქმა 29 ნომერი. 2007 წელი 25 აგვისტო, ანტონიო პუერტა სევილია. ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, ხეტაფესთან მატჩის დროს ანტონიო პუერტა ცუდად გახდა, მან შეძლო მოედნის დატოვება თუმცა გასახდელში გულის შეტევა განმეორდა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და 28 აგვისტოს გარდაიცვალა. ორი თვის შემდეგ მისმა მეგობარმა გოგონამ იმშობიარა და ანტონიოს ბიჭი აიტორ პუერტა დაიბადა. მას კლუბისგან 16 ნომერი გადაეცა, თუ ის ფეხბურთელი არ გახდება ეს ციფრი სევილიაში გაუქმდება, ასევე მას გადასცეს სტადიონზე შესასვლელი აბონიმენტი ცხოვრების ბოლომდე. ანტონიო პუერტას გარდაცვალება, რამოსის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტია, რამოსი თავის ტიტულებეს, სწორედ მის მეგობარს უძღვნის. 2012 წელი 14 აპრილი პიერმარიო მოროზინი 25 წლის იტალიელი ნახევარმცველი. იტალიის სერია ბ 35 ტურში პირველი ტაიმის 31 ტურზე მოროზინმა გონება დაკარგა, ის მოედანზე დაეცა და წამოდგომა ვერ მოახერხა. სანამ გონებას დაკარგავდა ის სამჯერ ცდილობდა წამოდგომას. მას შემდეგ რაც მოროზინო მინდორზე დაეცა მსაჯს თამაშის შეჩერებას სთხოვდნენ თუმცა მან ეს არ გააკეთა. საბოლოოდ თამაში შეწყდა. მოროზინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, გზაში ის გონზე მოვიდა თუმცა კვლავ დაკარგა გონება და სასწრაფო დახმარების მანქანაში დაასრულა სიცოცხლე... თუმცა პესკარის ექიმი ამტკიცებს რომ მოროზინი სტადიოზე გარდაიცვალა. მოროზინთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია 2012 წლის 17 აპრილს "ლივორნოს" სტადიონზე გაიმართა. 2000 წელი: ხოსინ გასემი "კაბილიე" კატალინ ხალდანი ბუხარესტის დინამო, გარდაიცვალა ინსულტით. 2002 წელი: მიხალის მიხაელი "ონსილიკოსი" 2003 წელი: მარკ ვივიენ ფოე კამერუნი 2004 წელი: ანდრეი პავიცკი კიევის "არსენალი" 2010 წელი: დიეგო კანტერო 2011 წელი 13 ნოემბერი ბობსამ ელეჯიკო ბელგიის :"მერკსემის" 30 წლის ფეხბურთელი, მეორე ტაიმში გულის შეტევით გარდაიცვალა. პ.ს. ეს სრული ჩამონათვალი არ არის. სამწუხაროდ ხშირია შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელი სიცოცხლეს მოედანზე ასრულებს.... 102 1-ს მოსწონს
|