x
image
სოფი სოფია
გრემ ჰანტერის წიგნიდან: როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი მსოფლიოში "რამ შექმნა მესი" ნაწილი მეორე
მინდორზე ვარჯიშისას მწვრთნელები ხედავდნენ თუ ვისთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ მთელი კვირეები განხილვაზე დავკარგეთ, რადგან ზოგიერთ მწვრთნელს მიაჩნდა, რომ ის მეტისმეტად პატარა იყო, ზოგს კი, მართალია მოსწონდა, მაგრამ ვერავინ იღებდა გადაწყვეტილებას. მერე კი კარლეს რეშაკს დავურეკე, რომელთანაც წლების მანძილზე ვმეგობრობდი და ამ დროს "ბარსას" პრეზიდენტის, ჟუან გასპარტის საფეხბურთო მრჩეველი იყო. ჩარლიმ ამხანაგური მატჩის მოწყობა ითავა".

ეს თამაში "მინი-ესტადის" ღია მოედანზე მოეწყო, რომელსაც საკმაოდ უხეში ხელოვნური საფარი აქვს, ხოლო მესი, თუმცა ფიზიკურად მისი ასაკისთვისაც კი ნაკლებგანვითარებული იყო, მასზე უფროს ბიწებს ეტამაშებოდა და- გაიბრწყინა. ეს მხოლოდ ბრმა ადამიანს შეიძლებოდა გამოჰპარვოდა.

"ჩარლიმ უმალ დაინახა ის, რის აღნიშვნასაც ზოგი უფრთხოდა, - აბობს მინგელა.- მაგრამ მოვლენები ისე ნელა ვითარდებოდა, რომ ლეოს მამა იმედგაცრუებას ვერ ფარავდა. ჩვენ "პომპეის" საჩოგბურთო კლუბში შევიკრიბეთ, რომლის პრეზიდენტიც გახლდით. შეშაკის მჯეროდა, მაგრამ მესის ოჯახს, რომელსაც ბარსელონაში უკვე მთელი თვე გაეტარებინა, მიაჩნდა, რომ საქმეს კარგი პირი არ უჩანდა.

ამიტომაც, ჩარლიმ უეცრად ხელსახოცი აიღო, მაგიდაზე დააფინა და დაწერა: " 2000 წლის 14 დეკემბერს, ბ-ნი მინგელას, ჰორაციო გაჯიოლის (როგორც მესის იჯახის წარმომადგენლის) თანდასწრებით მემ ს/კ "ბარსელონის" ტექნიკური მდივანი კარლეს რეშაკი, ჩემი თანამდებობრივი უფლებამოსილდებიდან გამომდინარე, თუმცა ზოგი მეწინააღმდეგება, ვკისრულობ ვალდებულებას, დავდო შეთანხმება ფეხბურთელ ლიონელ მესისთან მანამდე, ვიდრე ყველა გაინაწილებს იმ ფინანსურ პასუხიმგებლობას, რომელზეც ვთანხმდებით".


და მაინც, დრო უმოწყალოდ მირბოდა. ხორხე ძალზე შეწუხებული იყო გაურკვევლობით.

რამდენიმე თვით ადრე ის ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა "რივერ პლეიტთან" მოლაპარაკებისას, ახლა კი სხვა კონტინენტზე ოჯახისგან მოწყვეტილს, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ "ბარსა" საკუთარ თავსაც და მესის ოჯახსაც ასულელებდა.

უცნაური "ხელსახოცის კონტრაქტის" მართებულობის განსამტკიცებლად, მამა-შვილი მეს "ბარსაში" მიიწვიეს და ხორხეს შესთავაზეს კონკრეტული თანხა (42.000 ევრომდე წლიურად), რომელსაც კლუბის ახალგაზრდულ სისტემასა და სასკაუტო გეგმაში მისი შვილის ჩარიცხვისთვის გადაუხდიდნენ. ამგვარად, ლეოს კარიერა "კამპ ნოუზე" დაიწყო; ან - თითქმის დაიწყო.

image

მესისთან ჩემი პირველი ინტერვიუს დროს 2006 წლის თებერვალში, მისგან შევიტყვე, თუ რაოდენ ძნელი იყო მისთვის როსერიოსთან განშორება, თუმცა "ბარსელონას" ჭაბუკთა გუნდის სრულუფლებიანი მოთამაშე გახდა.


"დღემდე მახსოვს, როგორ მოვდიოდი ჩემი უბნიდან და როგორ გამოვიდა ყველა ჩემთან გამოსამშვიდობებლად, - მიყვებოდა იგი. - ჩემი დედ-მამა, ორივე ძმა და და ჩემთან ერთად, ტაქსით აეროპორტში წამოსასვლელად მოემზადნენ. თითოეულ მათგანს თვალები აცრემლებული ჰქონდა. ყველა მეუბნებოდა, რომ "ბარსელონა" მომივლიდა მეც და ჩემს ოჯახსაც, მაგრამ მე მაინც ეჭვი მღრღნიდა, რომ ეს ტყუილი აღმოჩენილიყო. ამიტომ, როცა უკვე "კამ ნოუზე" ვიმყოფებოდით და ამ ყველაფრისგან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ მოვექეცით, ერთმანეთს ვჩქმეტდით, რომ მოხდარის რეალობა გვერწმუნა". ახალგაზრდული (და არა პროფესიონალური) კონტრაქტის გაფორმება, ბოლოს და ბოლოს 2001 წლის მარტში მოხდა, მანამდე კი საქმეში ამ ამბის კიდევ ერთი პერსონაჟი - "ბარსას" იმდროინდელი გენერალური დირექტორი ხუან ლაკუევა ჩაერთო, რომელსაც ბიუროკრატიული დაბრკოლებების მოტმენა მოჰბეზრდა და საკუთარი ჯიბიდან მესის მკურნალობის ხარჯების დაფარვა იკისრა.

ამ ღირსშესანიშნავ ამბავს ის პირველად, ჩემი წიგნისთვის მომიყვა - მესის ცხოვრების ამ საკვანძო მომენტიდან 11 წლის შემდეგ.

"გენერალური დირექტორი ვიყავი და "ბარსაში" ჭაბუკთა ფეხბურთს ვხემძღვანელობდი. ვიცოდი, რომ მირებული გვყავდა ფეხბურთელი, ვინმე ლეო მესი, რომელსაც ცდიდნენ. მინგელამ მითხრა: "დადგება დღე, როცა ამ ბიჭს პირველ გუნდში ვიხილავთ. ძალიან მომწონს, მაგრამ ჩვენ უნდა გავერკვეთ თუ რითია მამამისი შეწუხებული და რა უშლის ხელს მოვლენების უფრო სწრაფად განვითარებას. მინდა ამ ყველაფერში კარგად გავერკვეთ".

საფეხბურთო ბაზის ხელმძღვანელობასტან მივედი და მათ ვუთხარი" " აქ ერთი ბიჭი გვყავს, რომელსაც ვაკვირდებით დ ამინდა, მის შესახებ ყველაფერი ვიცოდე, რატა გადავწყვიტო, როგორ უნდა ვიმოქმედოთ".

რაც უფრო მეტს ვესაუბრებოდი მწვრთნელებს, რომლებიც ჩართული იყვნენ სავარჯიშო პროცესში, მით უფრო ხშირად მესმოდა დაუჯერებელი შეფასებები. ამიტომ დავიჟინე, რომ ამ ბიჭთან კონტრაქტი უნდა გაგვეფორმებინა.

სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, მამამისის დაჟინებული მოთხოვნით ტექნიკურ დირექტორ კარლეს რეშაკთან შეხვედრა დაინიშნა. ისინი საჩოგბურთო კლუბში შეხვდნენ, შეთანხმდნენ და იმ ყბადაღებულ ხელსაოცზე შედგენილ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ამ დოკუმენტს ძალა არ ჰქონდა, ამიტომ მესის მამა იმ დღეს ჩემთან შესახვედრად მოვიდა. სწორედ მე მქონდა საკონტრაქტო პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება.

მე არ შემეძლო დაუყონებლივ შემედგინა ოფიციალური დოკუმენტი, რადგან მას ჯერ ხელმძღვანელობა უნდა დათანხმებოდა, ამიტომ ხელსახოცზე დაწერილი შეთანხმების ასლი კლუბის ოფიციალურ ბლანკზე გადავიტანე და ხელმოწერით დავადასტურე. ამის შემდეგ ის კლუბის ხელმძღვანელობას გავუგზავნე, სადაც მას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ზოგი მხარს უჭერდა, ზოგი კი ფიქრობდა, რომ 13 წლის ასაკისთვის ბიჭი მეტისმეტად პატარა იყო და უფრო დარბაზის, მინი ან სულაც სამაგიდო ფეხბურთს შეეფერებოდა.

ვიცოდი, რომ მესის დაწყებული ჰქონდა ჰორმონული მკურნალობა არგენტინაში, ამიტომ "ბარსელონას" საექიმო ჯგუფის წარმომადგენელ ხოსეპ ბორელს ვაცნობე, თუ რა ესაჭიროებოდა. მან მიტხრა, რომ რაც უფრო ადრე შევუდგებოდით საქმეს. მით უკეთესი იქნებოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ვინმეს საჭირო ტანხა უნდა გაეღო და თუ სწორდ მახსოვს, ინექციების პირველი კურსისთვის 152.000 პესეტა გადავიხადე. თუმცა ეს მხოლოდ საკუთარი გულის კარნახით როდი გავაკეთე, რადგან მესი ჯერ კიდევ არ იყო "ბარსას" მოტამაშე, მის სამკურნალოდ ფულს კლუბის ფონდიდან ვერ გამოვყოფდით, მაგრამ შემდგონ, როცა ის უკვე ჩვენთან ჩაირიცხა, ეხ ხარჯი ამინაზღაურეს".

რეშაკისა და ლაკუევას მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა საბოლოოდ დაარწმუნა ხორხე მესი იმაში, რომ "ბარსელონა" მისი შვილისთვის ზედგამოჭრილი იყო, თუმცა "კამპ ნოუს" ხელმძღვანელობაში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც არ დამცხრალიყო, ხოლო მადრიდიდან მისკენ ხარბი მზერა იყო მოპყრობილი.

ლაკუევა, ისევე როგორც მინგელა რეშაკი და კიდევ თითო-ოროლა მატი აზრის გამზიარებელი იმ ადამიანტა რიგს მიეკუთვნებიან, რომლებსაც შეუზლიტ ისხდნენ "კამპ ნოუს" სპეციალურ ლოჟაში, ან შინ სავარზელში და უდიდესი კმაყოფილებით უცქირონ იმას, თუ როგორ ქმნის ფეხბურთის ისტორიას ლიონელ მესი, რომლის მირებაში წინააღმდეგობების მიუხედავად და საკუთარი გონიერების და გაბედულების წყალობიტ მატაც შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი.

ლეო საოცარი საფეხბურთო ტალანტთ გამოირჩევა, მაგრამ ლა-მაზიაში გატარებულმა დრომ ის დიდებულ გუნდურ მოტამაშედ ცამოაყალიბა, მახსოვს, ყოველი სამი თუ ოთხი მატჩის შემდეგ, მომდევნო სავარჯიშო კატეგორიაში გადაჰყავდათ. ის გადმოვიდა გუნდიდან, სადაც ბურთს ხუთჯერ ექვსჯერ და შვიდჯერ ეხებოდა, ასევე ხშირად იყენებდა დრიბლინგს, ხოლო აქ ასწავლეს, თუ როგორ უნდა ითამაშო გუნდურად და ერთი-ორი შეხებით. მსოფლიო ამის შედეგს ინიესტასა თუ სესკთან მისი ურთიერთქმედების დროს ადევნებს თვალყურს.

ასე და ამგვარად, იმ უგერგილობის მიუხედავად, რომელიც ჩვეული იყო ჟუან გასპარტის ხანაში, "ბარსამ" როგორღაც თავს აჯობა და მიიღო ბიჭი, რომელმაც საბოლოოდ მას მილიონები, ჯილდოთა მთელი წყება მოუტანა, თავად კი მის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფი სოფია
სოფი სოფია
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0