პოეზია მომავალ წელს ღრუბლებში ვიფრენ... (6 ნაწილი) 2015, 14 ოქტომბერი, 12:45 უკუნეთ სიბნელეს მხოლოდ ლამპიონები ანათებდა და ღამის მწერების ჭრიჭინი აყრუებდა არემარეს, ბურუსი იყო ირგვლივ. ნელა და უხმაუროდ ატარებდა დანიელი პიკაპს. სრული სიჩუმე ჩამოწვა და ამჟამად უკვე მე დავარღვიე. -- სულელო, სად მივდივართ? * * უბრალოდ წარმოიდგინე, გავა წლები, შენ გათოხვდები, გეყოლება ოჯახი და შვილებს სხვადასხვა ისტორიებს მოუყვები და ერთ-ერთი მათგანი ეს იქნება, თუ როგორ დატოვე ბოულინგის ბურთი შენი ქიმიის მასწავლებლის სახლის წინ. გაშტერებული ვუსმენდი და უკმაყოფილომ წამოვიყვირე, რომ არ მინდათქო, თუმცა რატომაც არ მინდოდა, ჭინკები ათამაშდნენ ჩემს გონებაშიც და მომინდა გართობა, ცელქობის დრო ხომ არასოდეს მქონია, ამიტომ დავავლე ლურჯ ბურთს ხელი, ფეხაკრეფით მივედი ბატონი ალექსანდრეს სახლის კართან, დავდე ბურთი და ნელი ნაბიჯებით გამოვიქეცი. მომდევნო ბურთი სხვა ლექტორისა და ჩვენი სასწავლებლის სტუდენტების სახლის კართან, თან ამას მორიგეობით ვაკეთებდით. გადავრჩით, რადგან კინაღამ საპატრულოს თანამშრომლებმა გამოგვიჭირეს, რომლებიც ქალაქის ქუჩებში მორიგეობდნენ. ამასობაში კი დაგვათენდა. ვიგრძენით როგორ მოგვშივდა ამ სირბილში და ჩვენი ქალაქის ცენტრში სადღეღამისო კვების ობიექტს მივადექით, სადაც ძალიან ბევრი ვიხალისეთ და მომსახურე პერსონალი გადავრიეთ. რა თქმა უნდა წავიხემსედ კიდეც და დანაყრებული მივხვდი როგორ დავღლილვარ, ძილი მომეძალა, დანიელის პიკაპში გადავწექი სკამზე და ცოტა თვალს მოვუხუჭე. მომიყვანა დანიელმა სახლამდე და წავიდა. ფეხაკრეფით შევედი სახლში, მივაშურე ჩემს ოთახს და კმაყოფილებას ვაფრქვევდი. სულ სხვანაირია სამყარო მისი თვალით, არ ადარდებს ვინ რას იტყვის მასზე, რა ეცმევა, რა ნიშნებს მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერია. ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ სულელი სულაც არ არის, უბრალოდ განსხვავებულია. კარგად გამოვიძინე და მერე ავდექი. ისე ღრმად მეძინა, მშობლები როგორ მოვიდნენ კორპურაციულიდან, ვერც გავიგე. დილის აბაზანის შემდეგ ჩავიცვი, თმა დავივარცხნე და მისაღებ ოთახში გავედი, სადაც მამა იჯდა ლეპტოპთან და ყავას სვამდა. * * დილა მშვიდობის ნატალი. შედეგები ნახე? -- დილამშვიდობის მამა, არა, კარგ ხასიათზე ჩანხარ და რაო აბა? (გავიღიმე) * * ოცეულში ხარ საყვარელო, მეთოთხმეტე ადგილზე ხარ, ნახევარფინალამდე სულ ცოტა დროა. -- მიხარია. (ვთქვი და ინტერესით მივაშტერდი მამას, დანიელის სიტყვები გამახსენდა ფარმაკო ქიმიის შენობაში, როდესაც წაიკითხა ჩემი აზრები) * * რა ხდება ნაატ. -- მამა, ახალგაზრდობაში შენც ძალიან გინდოდა ჩოგბურთის თამაში? * * კი, მაგრამ ვერ მოვხვდი, ძალიან დიდი კონკურსი იყო. (მითხრა დანანებით) დღეს მშობლებთან ერთად დავგეგმე, რომ თომა სახლში უნდა დამეპატიჟა მათ გასაცნობად, ამიტომ ჩოგბურთის შემდეგ ეგრევე სახლში მივედი, რათა დედას სუფრის სამზადისში მივხმარებოდი, თუმცა საჭირო არ იყო, ჩემს ყოჩაღ და ენერგიულ დედიკოს, ყველა ვახშამი დესერტებთან ერთად უკვე მზად ჰქონდა. დადგა საღამო, თომა ცოტას განიცდიდა, მაგრამ მე ხომ კარგი მშობლები მყავს, მათ განმუხტეს ყველაფერი, არაფერი პირადული არ კითხეს და თემა მხოლოდ სპორტით წაიყვანეს, თომა ხომ ფეხბურთის გუნდშია და... ყველაფერი გემრიელი იყო, დედა შეუდარებელი დიასახლისია, როგორ მომწონს მისი ყველა კერძი. დესერტი უკვე ჩემს ოთახში წავიღე და მშობლების ნებართვით თომასთან განვმარტოვდი. ლეპტოპს მიუჯდა თომა და მითხრა სასიამოვნო სიურპრიზი მაქვსო, უკნიდან კისერზე შემოვეხვიე და ინტერესით მივაშტერდი მონიტორს. * * ბიძაჩემმა მითხრა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩამოხვიდეთო, ბახმაროში სასტუმრო აქვს და დაისვენეთო. (თან სურათებს მათვალიერებინებდა სასტუმროსა და მიმდებარე ბუნებისას) -- რა თვალწარმტაცია ყველაფერი თომა. როგორც კი სწავლა დამთავრდება მერე დავგეგმოთ. * * ხო ნატალი. მშობლები ხომ არ იქნებიან წინააღმდეგები? -- არ ვიცი, წინასწარ მოველაპარაკები. * * წარმოიდგინე, მარტო მე, შენ და ბუხარი. -- მაგაზე მეც გამუდმებით ვფიქრობ თომა. კალთაში მოვემწყვდიე და მოფერებაში ავყევი. აღარ გადავდებდი მასთან მოსიყვარულებას კიდევ სხვა დროისთვის, 22 წლის ვარ და ვაცნობიერებ იმას, რასაც ვაკეთებ, რაც მნიშვნელოვანია კი მიყვარს ის. ჩემმა სითამამემ დააბნია თომა და ისიც გათამამდა. მოწყურებულივით დავეწაფეთ ერთმანეთს... თუმცა ყველაფერი კარზე ხმამაღალმა ბრახუნმა შეგვაწყვეტინა. უმალ წამოვხტი, თმა და მაისური შევისწორე, გავაღე და ვაჩე იდგა დაკრეჭილი რაღაც ყუთით ხელში. * * ვიღაც პიკაპიან ტიპმა მოგიტანა. გადმომცა გზავნილი და გავიდა. გავოგნდი, გამწარებულმა მკაცრად გამოვართვი და კარი მივუხურე. გავხსენი უმალ და რაღაც უცნაური მეტალი ამოვიღე. -- ეს რა უბედურებაა?! (გაკვირვებულმა წარმოვთქვი) * * ავტომობილის "კარბურატორის" შესაკეთებელი ინსტრუმენტები. სანამ მე ამ მეტალს ვათვალიერებდი, თომამ ყუთიდან წერილი ამოიღო და კითხვა ხმამაღლა დაიწყო. * * მინიშნებას ვერ გაგიადვილებს, თუმცა ვიცი ასეთი რაღაცეები გიზიდავს. საღამოს 9 საათზე გელოდები. გამწარებულმა გამოვგლიჯე წერილი ხელიდან და ავნერვიულდი. * * ნატალი მაგ ტიპს რა უნდა? -- სულ ასე მიშლის ნერვებს * * იქნებ მოსწონხარ?! დაველაპარაკები. -- არა რას ამბობ, მას მხოლოდ თავისი პიკაპი მოწონს. * * პაემანს გინიშნავს და მხოლოდ თავისი პიკაპი მოწონს? ხო რა ვიცი, ფრთხილად იყავი მასთან, შენ კი გენდობი, მაგრამ... -- კარგი რა თომა, გითხარი დანიელი ცოტა ვერაა და სულ ეს არის, წარმოსახვითი სამყარო აქვს, სხვანაირი და თან ჩაციკლულია ავტომობილებზე, სულ ესაა. * * კარგი, კარგი, დამშვიდდი, ნუ ღელავ, მჯერა შენი. წამოდი ჰაერზე გავიდეთ, განვიმუხტოთ, ამ ღამეს კი ისევ ტბაზე იკრიბებიან და წავიდეთ. -- არა, ჯერ წყალი მინდა გადავივლო, წამიხდა ხასიათი, მოგვიანებით გამოვალ, ეხლა მინდა შხაპი მივიღო, სხვა არაფერი. * * გარეთ დაგელოდები. -- არა, არ გინდა. წადი და მე მოგვიანებით გამოვალ. * * კარგი, საღამომდე ნატალი. ტბაზე შევხვდებით. ვაკოცე ტუჩებში და ღიმილით მივაცილე გასასვლელ კარამდე. ცეცხლებს ვყრიდი, ეს უკვე მეტისმეტია, ამომიყვანა ამ მართლა შეშლილმა ყელში თავისი უაზრობებით. სულში მიძვრება რასაც ქვია და ცდილობს თავდაყირა დააყენოს ჩემი პირადი, ვერ მივართმევ, 9 საათზე მიუვარდები და ნახავს რა დღეს დავაყრი. დათქმულ დროს ჩვენს საიდუმლო ჩიხთან იყო, აკვალანგის სათვალე ეკეთა და მუსიკებს უსმენდა თავის პიკაპში. -- რაღაც ჯართის გამოგზავნა არ იყო საჭირო, იცოდი თომა მყავდა და ეს განგებ გააკეთე ვიცი! * * თუ გინდა დაგელაპარაკო, ჩაჯექი მანქანაში. დავემორჩილე და თან საუბარი განაგრძო. * * არ თქვა ეხლა არ მომეწონაო. -- მისმინე, მე შენ მომწონხარ, მომწონხარ, როგორც მეგობარი, მაგრამ ასე ვერ გავაგრძელებთ ურთიერთობას, რადგან თავს ისე ვგრძნობ, როგორც შენი გეგმის ნაწილი. * * მე არანაირი გეგმა არ მაქვს. -- როგორ არა, მთელი სტრატეგია გაქვს შემუშავებული, მაგრამ იცოდე, რომ შენს გამო ნუ გეგონება ყველაფერი მივატოვო. * * არაფერიც არ მგონია და არ ველოდები, ნებისმიერ დროს შეგიძლია წახვიდე, როცა გინდა. აი, მოვაბრუნე მანქანა და ესეც შენი გზაჯვარედინი, ჩადი. -- სულელი ხარ. * * მაგას მე მეუბნები ჩოგბურთის დედოფალო სიმპატიური შეყვარებულით? მიდი, გადადი მანქანიდან. ცრემლი მომადგა თვალებში, ბოღმის ბურთი ყელში გამეჩხირა და მინდოდა მაღალ ხმაზე მეყვირა. გადავედი, კარი მაგრად მივაჯახუნე, ძალა მოვიკრიბე და საუბარი დავასრულე: -- იცი რაა?! მე მეგონა შენ განსაკუთრებული იყავი, მაგრამ არა, ისეთი ხარ, როგორიც ყველა. პატარა, გამოუცდელი ბიჭუნა, შენზე დროს ტყუილად ვკარგავ. ბატონო ეგოცენტრიკო, რაღაც უაზრო საჩუქრებს რომ მიგზავნი, აჯობებს შენს თავში გაერკვიო რა გინდა და მომავალზე იფიქრო. მივაძახე და ის იყო გზა უნდა გადამეკვეთა, რომ ამ დროს ჩემს გვერდით ავტომობილი გაჩერდა და ასე შვიდი წლის პატარა ბიჭი ყიჟინით გადმოვიდა. * * დანიელ, დანიელ, მთელი დღე სად იყავი? იცი მე ჯეტია3 მიყიდეს, რა მაგარია, ყველა ერთმანეთს ეჩხუბება, მალიო და ლუიჯიც არიან, მერე განახებ. დანიელმა პიკაპიდან ხელი გადაყო და მის წინ მდგარ, ემოციებით სავსე ბიჭუნას ხელი მოხვია მხარზე და ნაძალადევად გაუღიმა. კაციც მოგვიახლოვდა, რომელიც იმ მანქანის საჭეს მართავდა. პატარა ბიჭი კი განაგრძობდა ემოციურად საუბარს იმ რაღაც თამაშის შესახებ. სიტყვა დანიელმა შეაწყვეტინა. * * კარგია, კარგი მეგობარო. გაიცანი ეს სოფოა და თითი გამოიშვირა ჩემსკენ. -- რა სოფო, ნატალი ვარ. (მივუგე უხეშად) გამარჯობათ. (კაცს მივესალმე) ----გაგიმარჯოთ მისს, ნოდარი და ხელი გამომიწოდა. პატარა კი განაგრძობდა და განაგრძობდა, რომ სულ აფეთქებები ხდებოდა. * * მაგარია, მოვალ და ყველა ხელს მოგიგებ. (უთხრა დანიელმა) ------ არაფერიც, მე თვითონ მოგიგებ. ახლავე წამოდი და ვითამაშოთ. (არ ეშვებოდა დანიელს) * * დღეს მისიას ვასრულებ ლუკა, ხვალ შემოგივლი, კარგი? ------ არა დანიელ, ეხლა მინდა, ხვალ სკოლაში მივდივარ. ბოლოს ნოდარიმ დააშოშმინა პატარა ლუკა, დაგვემშვიდობენ და გზა განაგრძეს. სიჩუმე ჩამოწვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ უხერხულად ვიგრძენი თავი. დანიელს თავი ჩაეღუნა და აწყლიანებული ჰქონდა ლამაზი მწვანე თვალები. ისევ მე გადავდგი პირველი ნაბიჯი და დავარღვიე სიჩუმე. -- ამათ საიდან იცნობ? * * ჩემი მეზობლები არიან. -- ლუკას რა ჭირს, ჰიპერაქტიურია და შენ მისი აღმზრდელი ხარ? თუმცა დანიელი ჩუმად იყო იმავე მდგომარეობაში და მხოლოდ მისმენდა, ისევ მე განვაგრძე. -- უყურე შენ, თურმე არცისეთი ცუდი არ ყოფილხარ. ბავშვები ხომ არასოდეს ცდებიან. ჩავჯექი ისევ მის პიკაპში და აღარ გავჩუმდი. -- მომიყევი რა ხდება? რაიმე საეკლესიო პროგრამაა? მოხალისე ხარ? ის მაინც სდუმდა, ასეთი მოწყენილი და დათრგუნული არასოდეს მინახავს, თითქოს ტირილი უნდოდა. -- წავიდეთ, დაძარი მანქანა, აქედან წავიდეთ. (კვლავ ვაგრძელებ საუბარს) სწრაფად, ჩვენ ყვითელი პიკაპი გვაქვს, წინ უსასრულო გზა და მშვენიერი შესაძლებლობები თუ როგორ არის რომ იძახი ხოლმე??! (გავუღიმე) შემომხედა, ნაძალადევად ოდნავ გაიღიმა და დაძრა ავტომობილი. საკმაოდ დიდი გზა ისე გავიარეთ, ხმა არ ამოუღია. მერე უცებ მარჯვნივ გადასახვევში მომინდა რომ შეგვეხვია და ვიყვირე. -- აქ გადაუხვიე, დანიელ არ გაცდე, აქ შევიდეთ. მძღოლი დამემორჩილა, თუმცა გადაუხვია თუ არა ავტომობილი გააჩერა. * * რატომ მაინცდამაინც აქ? -- არ ვიცი, უცებ მომინდა. გაზს მოუმატა, მთელი სიჩქარით მიაქროლებდა და სახეზე უკვე ნამდვილი ღიმილი ეფინა. * * სასაცილოა, ძალიან სასაცილოა. -- რა არის სასაცილო? * * მაინცდამაინც ეს გზა რომ ამოირჩიე. აი, თურმე რატომ მითხრა ასე, ეს ჩვენი ტბის მარცხენა სანაპირო იყო. დავჯექით ნაპირზე და ვხედავდი აქედან ჩემი სამეგობრო წრე როგორ მოჩანდა ბუზების ზომაზე, ტან კოცონი გიზგიზებდა და ყრუდ ისმოდა ყიჟინის და მუსიკების ხმები. -- აქეთ არასოდეს ვყოფილვარ დანიელ. * * მე კიდევ იქით. -- დიდი არაფერი დაგიკარგავს. * * მართლა? მე კი მეგონა მაგ წვეულების დედოფალიც იყავი. -- უკვე აღარ. მარტო იმას განიხლავენ ვის რა აცვია, როგორი შეყვარებული ყავს, ვინ ვისთან დადის. * * ძალიან საჭირო ინფორმაციაა. -- აბა რაა. შენ კი ზიხარ აქ და სულაც არაფერზე არ ფიქრობ, უბრალოდ ხარ ის, რაც ხარ. * * შეიძლება. -- ხშირად მოდიხარ აქ? * * კი, საკმაოდ ხშირად. -- ე.ი გამოდის შენი საიდუმლო ადგილი ვიპოვე. * * ახლაც ვერ ვხვდები როგორ, 100-დან 1% გქონდა შანსი. ღიმილით შევცქეროდით ერთმანეთს და უცებ დაიხარა ჩემსკენ და მაკოცა. თვალები დავხუჭე, ვიგრძენი როგორ ატეხა გულმა ბაგაბუგი და ლამის ყელიდან ამომიხტა, სასიამოვნო ჟრუანტელმა კი მთელს სხეულში დამირბინა. ასეთი რამ თომას კოცნის დროს არასოდეს მიგრძვნია. თითქოს გამოვეთიშე გარე სამყაროს. უცებ შემეშვა დანიელი, წამოდგა და წასვლის დროაო თქვა. * * ჩვენ უბრალოდ ლაბორატორიის პარტნიორები ვართ, ეს არ უნდა მექნა, მაპატიე ნატალი. -- რა თქმა უნდა. მივუგე დაბნეულმა და ჩავჯექი ავტომობილში. სახლში მისული რაღაც სხვანაირად ვგრძნობდი თავს, მუცელში პეპლები დაფრინავდნენ, ირგვლივ რა მოხდებოდა კი უკვე აღარ მაღელვებდა. დავწვდი გზავნილ მუყაოს ყუთს და დანიელის საჩუქრის, კარბურატორის ნაწილების აწყობას შევუდექი, ასეთ რაღაცეებზე ყოველთვის ვოცნებობდი. ამ დროს თომამ დამირეკა მობილურზე. * * რას შვრები ლამაზო, მე ტბაზე ვარ უკვე, სად ხარ? -- ამ წამს გამოვედი სააბაზანოდან და არ მინდა გავცივდე, სხვა დროს გნახავ, არ მოიწყინო. * * კარგი რა ნატალი, რა გჭირს? -- არაფერი არ მჭირს, უბრალოდ ექვსი კვირაა ზედიზედ მაგ ტბაზე დავდივარ და მომბეზრდა. კარგი, წავედი თომა, თმა უნდა გავიშრო. დროებით. * * კარგი ძვირფასო, თავს მიხედე. ვეცადე დამეძინა, მაგრამ არ გამომდიოდა, მაღვიძარას დავასწარი და დილის 5 საათზე გავემართე ჩოგბურთის სათამაშოდ, ვერ ვივარჯიშე, თავში სრული ქაოსი მქონდა, დანიელზე ვფიქრობდი, თუმცა მისი სიტყვებიც გამახსენდა როგორ მომიბოდიშა და შემახსენა, რომ ქიმიის პარტნიორები ვიყავით მხოლოდ. არ მინდოდა ამ ფიქრებს გაეფუჭებინა ჩემი პირადი ურთიერთობა თომასთან და საფინალო ტურში მოუმზადებლობის გარეშე ვერ მესახელებინა მამა. თავს ვარწმუნებდი, რომ ყველაფერი ისე გამეგრძელებინა, თითქოს გუშინ საღამოს არაფერი მომხდარა და ამიტომ საღამოს ჩემი მეგობრების წვეულებაზე მივდივარ. ვეცადე მოვრგებოდი იქაურ გარემოს, თუმცა უკვე მაღიზიანებდა მოზასავე წყვილები და მაღალი მუსიკა. ფიქრები კი ისევ აირია თავში. არა, თავს უნდა მოვერიო, რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს. ამიტომ მივედი ალკოჰოლების განყოფილებასთან, ორმაგი ტეკილა ერთი ამოსუნთქვით გამოვცალე, ხველება გადავიტანე, ზეთისხილი მივაყოლე და ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ დატრიალდა ყველაფერი. უცებ დაიარა სასმელმა სისხლძარღვები, ბუმბულივით ავმჩატდი, წამომაცხელა, გავიხადე მაისური და ბრეტელებიანი მაიკის ამარა ხტუნვით შევვარდი მოცეკვავეების წრეში. როკერივით ვარხევდი ამ თავს და გაწეწილ თმას აქეთ-იქით ვიქნევდი, დავხტოდი, მუსიკის ხმებს ჩემს ხმას და ყვირილს ვაყოლებდი, ერთი სიტყვით ვეცადე ცეცხლი დამენთო. გარშემო ყველა გაშტერებული მიყურებდა, მსგავსი ნატალი ჯერ არ ენახათ, რაც შეეხება თომას კი, ვგრძნობდი როგორ სცხვენოდა ჩემი საქციელის. რატომ? განა არ შეიძლებოდა ცხოვრებაში ერთხელ მეც "დამეკიდა" ყველა და ყველაფერი?! მეორე დილას ისე მტკიოდა თავი, ძლივს ავწიე ბალიშიდან და გავექანე სასწავლებლისკენ, პრაქტიკული მქონდა. ცდები ისე ჩავატარეთ, ფაქტობრივად მე არაფერი გამიკეთებია, ყველაფერს დანიელი ასრულებდა. საღამოს გადავწყვიტეთ ისევ წავსულიყავით მის საიდუმლო ადგილას, ტბის მარცხენა სანაპიროზე, ამიტომ თომა დავაიგნორე, ვუთხარი, რომ წუხანდელი დღის გამო ძალიან მტკიოდა თავი და დასვენება მჭირდებოდა, ტელეფონი გავთიშე და დაბინდებულზე დანიელმა გამომიარა. პიკაპის საბარგულზე თავ-ფეხდით წამოვწექით, შევყურებდით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და თან სიცივემ ამიტანა, მომახურა თავისი პიჯაკი და ძველ პოზიციებს დავუბრუნდით. ახალი თემა მე წამოვიწყე. -- მოდი, ახლა მე დავდგამ სცენას. * * მიდი. -- ამ სცენაში შენ სიმართლეს მიყვები. * * აღსარების ღამე?!! (და გაიღიმა) -- აჰაა. სასწავლებელს რომ დაამთავრებ, მერე რა უნდა აკეთო? ოღონდ სიმართლე მითხარი. * * ივლისის ბოლოს საზღვარგარეთ მივდივარ. -- მართლა? და სად? საზღვარგარეთ მეცმინდა წასვლა, იქნებ ერთი და იგივე ადგილას მივდივართ? * * ლონდონში "ავტო შოუს" აწყობენ და მონაწილეობის მიღება მინდა. -- ე.ი. მართლა ავტომობილებზე ხარ ჩაციკლული?! ჟეშტის ქუცუნა? * * მე შენ გული გადაგიშალე და შენ კი დამცინი. -- არა, არ დაგცინი, რატომღაც მგონია, რომ " ავტო შოუს" გარდა უფრო კარგი ოცნებებიც გაქვს. * * ღრუბლებში ფრენას გულისხმობ ხო?? სწორად მგონია? -- მე მგონია, რომ საკუთარ თავს სათანადოდ არ აფასებ. წამიერი სიჩუმე ჩამოწვა და უცებ მომეჩვენა მეგონა, თუმცა ვიგრძენი როგორ დაიძრა ტბისკენ პიკაპი, რომლის საბარგულშიც მე და დანიელი ვიწექით. ის არც განძრეულა, ელოდა როდის გადავცვივდებოდით ტბაში. ყვირილით წამოვხტი, ვეცადე გამეჩერებინა მანქანა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. -- დანიელ, შენ რა გააფრინე? ადექი! სასწრაფოდ ადექი! * * მივდივარ კოსმოსში მისიის შესასრულებლად. ამბობდა აუღელვებლად და თან ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მე ვაწყდებოდი პიკაპს, ხან ფეხის დადება ვცადე, ხან ხელით დაჭერა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ვყვიროდი განწირული ხმით. -- დანიელ, შენ რა გააფრინე? მართლა გააფრინე? თავის მოკვლა გინდა?! ადექი! დაამუხრუჭე! როგორც იქნა, წამოხტა და მილიმეტრებში დაამუხრუჭა ტბის კლდის ძირას. -- ამიხსენი ეს რა იყო!!! ხომ შეიძლებოდა მომკვდარიყავი? * * არა, ჩემს პიკაპს ვერ გავიმეტებდი. -- ხო, აბა რა, რა თქმა უნდა. აღარ მინდოდა იქ გაჩერება, ისე გადამიცივდა გული, ჩავჯექი და სახლისკენ წამოვედით, თან მთელი გზა ენა მქონდა ჩავარდნილი, სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ამასობაში მოვედით ჩემს სახლთან და მანქანა გააჩერა. -- დანიელ, შენ რა მართლა აპირებდი თავის მოკვლას? * * კარგი რაა, სიკვდილამდე ბევრი მიკლია. -- სულაც არ გეკლდა. * * შენ არ იცი სიკდვილთან ახლოს ყოფნა რაცაა. -- სისულელეებს ნუ ბოდავ. ძალიან კარგად ვიცი სიკვდილთან ახლოს ყოფნა რას ნიშნავს, გამომიცდია. * * ძილინებისა პარტნიორო. -- ფრთხილად იყავი, კარგი? მზრუნველი ტონით ვუთხარი და გადავედი მანქანიდან. გაოგნებული მივედი სახლის კართან და შემდეგ თვალი გავაყოლე დანიელს, სანამ თვალთახედვის არეალს არ მიეფარა. გავეშურე ჩემი ოთახისკენ, აბაზანის კარი შევაღე, ცივი წყალი შევისხი სახეზე და სარკეშიღა შევამჩნიე, რომ მისი პიჯაკი მეცვა. შევიმშრალე პირი-სახე, ჯიბეებში ჩავყავი ხელი და წამლის "ფლაკონი" აღმოვაჩინე. ტრიპტოპაქსი, ასე ეწერა, მაშინვე ლეპტოპი ჩავრთე და დავგუგლე, ერთი სული მქონდა გამეგო რას მალავს დანიელი. აი განმარტებაც- ტრიპტოპაქსი, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. ადგილზე გავშრი, ასეთი მხიარული და სიცოცხლით სავსე ადამიანი როგორ შეიძლება იყოს დეპრესიაში? გამიხარდა, რომ ცუდი რაფერი იყო, ამიტომ დავწექი დასაძინებლად, რათა ხვალ პრაქტიკულები გვაქვს და მომეცემოდა საშუალება დილიდანვე მენახა და მეთხოვა გული გადაეშალა ჩემთვის. 129 9-ს მოსწონს
|