x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მიჯნური მთვარე.
imageimage




ნაღველნარევი ღიმილი ჰფენდა მის სპეტაკ სახეს,

მას არასოდეს ჰყვარებია გრძნობის გამხელა,


ორომტრიალი ტრიალებდა პატარა გულში

და ერქვა მთვარე იმ პატარას, მას მეტსახელად.

იგი მთვრალია, სიყვარულის შარბათით მთვრალი

და დაბარბაცებს მარტოდმარტო ეულად ღამე,

უცებ წააწყდა ერთი ხის ქვეშ ლამაზ ქმნილებას,

მისი ბაგე გაბანგულა, არ უთქვამს რამე.

მარგალიტივით მანათობელი ქალი დგას ხის ქვეშ,

მარტო არ არის, მას თან ახლავს თვისი რჩეული,

და ბერხეწ მუხას შეაფარეს მათ იქვე თავი,

ორნი არიან, მხოლოდ მთვარე იყო ეული.

და სილამაზემ დააბნია მთვარე ძლიერი,

გულშიც რაღაცამ შეუტოკა მას უცაბედად,

იგრძნო მიჯნური რომ შეიქმნა იმ ქალის მიერ,

მაგრამ შიშობდა არ რგებოდა იგი მას ბედად.

ეჭვიანობაც კი დაიწყო მან იმ ყმაწვილზე

და უცაბედად ის გულცივი მათ შორის ჩადგა,

მიზნად ესახა მოშორება თვისი მეტოქის,

მის გულს საშიში და ბოროტი ფიქრები ადგას.

გათენებისას უბნელდება გულის ნაწილი,

ვეღარა ტკბება სიყვარულით და სილამაზით,

და იწყევლება მეტოქეზე დაუფიქრებლად,

ყოველ ღამე კი აღივსება ძლიერ სიბრაზით.

ასე გრძელდება რამდენიმე თვე, დრო იწელება,

ვნებით აევსო მოთმინების ფიალა მთვარეს,

ის გაბოროტდა და ბუნების ძალით დაწყევლა,

განუდევნია ვაჟის სული მას იმ ბნელ ღამეს.

გახარებული იცქირება მთვარე ზეციდან

და იგი შეძრა იმ ღამიდან ქალის კივილმა,

მარგალიტივით აღარ ენთო, ქალი გაცივდა,

დაისადგურა მის ცივ სულში ბევრმა ტკივილმა.

იმ ღამის შემდეგ შავი ემოსა მთვარის მიჯნურსა,

თავისუფალი დაბარბაცებს ის ყოველ ღამე,

ვერ მიმხვდარიყო რატომ დარჩა ამ ქვეყნად მარტო,

ზეცას აღაპყრო თვალები და შენიშნა მთვარე.

მთვარემ თვალებში ვერ შეხედა, სინდისი ქენჯნის,

და მთვარის შუქზე აპრიალდა ქალის ცრემლები,

ზიზღით შეხედა ქალმა მთვარეს და ბრალი დასდო,

წაიბუტბუტა:- წყეულიმც იყავ, რისთვის მევლები.

ქალმა იმ ღამეს შეიძულა წყეული მთვარე,

რა დაავიწყებს, კვლავაც ახსოვს მიჯნური თვისი,

დარჩა ის მარტო, მაგრამ არასდროს იქნება მთვარის,

დანაშაულად ჩაეთვალა მითვისება მას გრძნობა სხვისი.

და მარტო დარჩა ამ ქვეყანაზე ეული ქალი,

რატომღაც მთვარემ უსამართლოდ დაადგა თვალი,

ერთმანეთისთვის არ შეუქმნია ისინი ბედსა,

ქალი დაეძებს თავის მიჯნურს, იმ ერთადერთსა.



12.01.2005.

8
30
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
30
  
2014, 31 იანვარი, 15:26
დიდი მადლობა.
2014, 31 იანვარი, 15:02
კარგია.გისურვებ წარმატებას.
2013, 13 ოქტომბერი, 21:50
არ ვფიქრობთ, ველოდებით :))
2013, 13 ოქტომბერი, 21:46
მაგაზე არც იფიქროთ. :)))
2013, 13 ოქტომბერი, 21:41
წაგახალისე, შენსას ველოდებით ;)
2013, 13 ოქტომბერი, 21:37
ყოჩაღ
2013, 13 ოქტომბერი, 19:03
კი. :*:*
2013, 13 ოქტომბერი, 19:03
შენია?ყოჩაღ შენ რა
0 1 8