სხვა ყველაზე ეროტიული რეკლამა, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია +16 2015, 10 ოქტომბერი, 18:18 ყოველ ჩემს სტატიას, რომელიც "რეკლამას" შეეხება, ვიწყებ შემდეგის ახსნით, რომ სიტყვა "რეკლამა" ლათინური ენიდან იქნა აღებული საყოველთაო ხმარებაში, ხოლო თუ პირდაპირ გადავთარგმნით აღმოჩნდება, რომ "ყვირილს" ნიშნავს, აქედან კი ადვილი მისახვედრია კონკრეტულად თუ რას გამოხატავს ეს სიტყვა. მაშასადამე ყველა პროდუქციას, ინვენტარს, აქსესუარს, ტექნიკას, ავეჯს თუ სხვათას, ჩამოთვლას რომ აღარ მოვყვე, მარკეტინგი ყოველთვის მოუძებნის ხოლმე თავისებურ ხრიკებს, რათა უფრო მეტი რეალიზაცია მოახდინოს მათი, ჩვენ კი მომხმარებლებს თვალის სიხარბით გვიზიდავენ. კონკრეტულად კი, რეკლამა კომერციის მამოძრავებელი ძალაა. უწინ თუ "რეკლამა"-თა დეფიციტი იყო, დღეს ისინი მრავალფეროვანია, ბევრი მათგანი ჩვენს აღტაცებას ნამდვილად იწვევს. სარეკლამო აგენტები და დიზაინერები რეკლამის დახვეწის საკითში გულმოდგინედ არიან ჩართულნი და ამ მხრივ თავიანთ გონებრივ შესაძლებლობებსა თუ ფანტაზიებს მაქსიმალურად ავლენენ. ნებისმიერ თანამედროვე ადამიანს კი ესმის, რომ კონკრეტული პროდუქტის არჩევანის წინაშე დაყენება ხარისხიანი რეკლამის გარეშე წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს მსოფლიოს ბრენდებთან, ვინაიდან მათგან უფრო მეტ კრეატივს ველით. სწორედ ამიტომ დამკვეთები ცდილობენ შექმნან "კიდევ ერთი" შედევრი, რათა გაპიარებული პროდუქციით მიიპყრონ მომხმარებელის- "ჩვენი" ყურადღება. ერთ-ერთმა ამერიკულმა, ტანსაცმელების მწარმოებელმა ფირმამ American Apparel-მ, რომელიც პირველად დაახლოებით ათი წლის წინ გაიხსნა, გამოაცხადა საჯაროდ გაკოტრების შესახებ. American Apparel-ი ყოველთვის იყო გამორჩეული პროვოკაციული რეკლამებით, რის გამოც ხდებოდა კრიტიკის ეპიცენტრი, ხშირად აკრძალული საგანი და სექსიზმში ბრალდებული. ყველაფრის მიუხედავად კი მაინც ყავს მომხმარებელი და ის სეზონის ახალი კოლექციითა და ყველაზე პიკანტური რეკლამებით კვლავაც აქტიურობს. გთავაზობთ ტანსაცმელების მწარმოებელი ფირმის American Apparel-ის მორიგ, ეროტიულ რეკლამებს, სადაც მთავარი ხაზი ტანისამოსია, ხოლო მონაწილეობენ მოდელები და პორნო ვარსკვლავები.
95 18-ს მოსწონს |
მაგარი გოგო ხარ ♥