პოეზია მომავალ წელს ღრუბლებში ვიფრენ... (5 ნაწილი) 2015, 11 ოქტომბერი, 21:12 დადგა საღამო, ვჩქარობდი ყველაფერს, რომ მოწესრიგება მომესწრო, გრილი შხაპი მივიღე გამოსახფიზლებლად, ჩავიცვი გამოსასვლელი ფორმა და ჩუგბურთის წინა საფინალო ტურში მეტოქესთან შესარკინებლად, უკვე მშობლებთან ერთად გავემართე. რატომღაც არ ვნერვიულობდი, არ ვიცი რატომ... თითქოს გული კარგს მიგრძნობდა, წინათგრძნობა კი არასოდეს მღალატობდა. მრავალთვიანი ვარჯიშის შემდეგ მარცხნიდან დარტყმა ისე "დავამუღამე", ჩოგანს თითქმის სულ მარცხნიდან ვურტყამდი. მამა თინეიჯერივით იჯდა მაყურებლის წინა რიგში და ამაყად მიღებდა ფოტოებს, თან შეძახილებით მამხნევებდა " მიდი ნატალი, მიდი"... უფრო გავთამამდი, სახეზე ღიმილი არ მომიშორებია და არის, ასრულდა... ეს პარტიაც ჩემია. ვხედავდი როგორ წამოხტა ყველა ფეხზე და ყიჟინით, სტვენითა და ტაშისკვრით სიხარულს გამოხატავდნენ ჩემი გამარჯვების აღსანიშნავად. თომაც აქ იყო და მამხნევებდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ძალიან. ჩემთვის ყველა ძვირფასი ადამიანი ირგვლივ მყავდა ვაჩეს გარდა, მას ხომ კაცი ვერასოდეს ვერ იპოვის. ბედნიერი დღის გენიალურად დასრულება გადაწყვიტა მამამ და ჩემთვის საღამო მოაწყო. ვიქირავეთ აუზი, რომლის ეზოშიც არაჩვეულებრივი, რომანტიული გარემო იყო, შეზლონგები, გადმოსახტომი ბილიკი, კოცონი, კოქტეილი, მუსიკა და ეს ყველაფერი ღია ცის ქვეშ. ყველა ჩემი ახლო მეგობარი დავპატიჟე. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, უზომოდ. ზედა ბილიკიდან აუზში ხტებოდნენ, ცეკვავდნენ, კოცონთან შრებოდნენ, სვამდნენ სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელებს და თან გამუდმებით მილოცავდნენ ამ პატარა წარმატებას მომავალი, დიდი წარმატების წინ, რამოდენიმე თვეში ფინალია და საუკეთესო ოცეულში უნდა მოვხვდე აუცილებლად, შედეგებს კი რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ. განვმარტოვდი, შეზლონგზე ჩამოვჯექი და ვათვალიერებდი ყველას, თან ვფიქრობდი რატომ ვიყავი ასე ბედნიერი? საუკეთესო მშობლები მყავდა, რომლებიც უზრუნველმყოფდნენ ყველანაირად ფინანსურად. სასწავლებელსა და სპორტში ერთ-ერთი პირველი და წარმატებული ვიყავი, თომა ხომ ბედის საჩუქარია, მაღალი, შავგვრემანი, დიდრონი თაფლისფერი თვალებით, სასწავლებელსა და ფეხბურთშიც წარმატებული, უამრავი გოგოს სამიზნე და მან კი მაინცდამაინც მე რომ ამომირჩია. ვფიქრობდი ამ ყველაფერზე თვალდახუჭული და მადლობას ვწირავდი უფალს ამ ყოველივესთვის. დაბარებულივით მომიახლოვდა თომა, მიხვდა საღამოა და შემცივდებოდა, პლედი მომახურა, ჩამეხუტა და გადავეშვით კოცნის მორევში. ჩვენი ერთად ყოფნის საიდუმლოს კი ამ საღამოს ყველასთვის ფარდა აეხადა და ჩვენც განვუცხადეთ საზოგადოებას, რომ ერთად ვიყავით. ორმაგი სიხარულის დღე მქონდა, დაღლილს და ემოციებისგან დაცლილს სახლში მისული დავწექი თუ არა, მაშინვე ჩამეძინა. დილით 10-ზე სასწავლებელში წავედი, ლაბორატორიული გვქონდა. ბატონი ალექსანდრე მიზიდულობის კანონზე გვესაუბრებოდა, რომ მიზიდულობის ძალას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მოლეკულარული მიზიდულობა ძალიან დიდ ძალას იწვევს და რომ მიზიდულობის ძალა რამოდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ამის მეტი აღარაფერი გამიგია, მაგიდაზე ჩამოვდე ხელი, მასზე დავაყრდნე სახე და გავფრინდი ფიქრებში. თომა, სხვა საფიქრალი ამ წუთას მე არ მქონდა, მის თბილ ჩახუტებაზე და კოცნაზე ვფიქრობდი და ამ დროს მომზადებული სუსპენზია ჩემს თვალწინ დაეღვარა დანიელს. -- ფრთხილად იყავი. * * თორემ რას იზამ, დამსჯი ამის გამო? -- არ არის ცუდი იდეა. * * ხომ იცი, მიყვარს უხეშად რომ მექცევი. -- პარტნიორო, ნუ გავიწყდება ჩვენი წესები. * * გამახსენდა, მაგრამ მეტკინა ფეხი და იქნებ აიღო ეგ შენი ქუსლიანი ფეხსაცმელი?!! ზარიც დაირეკა, ჩავაწყვე ჩემი ნივთები და გამოვედი დერეფანში. დანიელი ამედევნა და ისევ დაარღვია სიჩუმე. * * მაშ დღეს 5 საათზე ვხვდებით? -- რაა?! * * ბოულინგზე მივდივართ. -- ხუმრობ? * * არა, მართლა. -- სხვა დროს იყოს დანიელ, დღეს სხვა გეგმები მაქვს. * * კარგი, იყოს ხვალ. -- დანიელ, მოდი არ გინდა რაა... * * რა იყო ნატალი, პაემანზე კი არ გეპატიჟები. -- კარგად იყავი დანიელ. მივაძახე და გამოვიქეცი სახლში, რადგან ცოტახანში თომასთან მქონდა პაემანი. დათქმულ დროს გამომიარა სახლში თავისი კაბრიოლეტით. რამოდენიმე საათის მანძილზე ვაქროლეთ, ხელები მქონდა აღმართული ზევით და ქალაქის ყველაზე ბუნებრივად ლამაზი ადგილები ასე შემოვიარეთ, თან სიო სუფთა ჰაერთან ერთად მელამუნებოდა სახეზე. ბოლოს კაფეში შევიარეთ და საღამოს სახლში დამაბრუნა. დღემ რაღა თქმა უნდა თავისი კოცნებითა და ჩახუტებებით ჩაიარა. დაღამდა, ჩემს ოთახში ვიყავი, მივუჯექი ლეპტოპს და დიდი ხნის გაუხსნელ მეილებს ვამოწმებდი. არასოდეს მიყვარდა სოციალური ქსელები და ბუნებრივია აქტიური მომხმარებელი არც ვყოფილვარ, ალბათ იმიტომ, რომ ამის დრო თითქმის არ მქონდა, თუმცა რომც მქონოდა, მაინც არ მიმიზიდავდა ეს ვირტუალური რაღაცები, უპირატესობებს ცოცხალ და ჯანსაღ ურთიერთობებს ვანიჭებ. მეილების შემოწმებით ვიყავი დაკავებული ჯერ ისევ მობილურზე ბაბიმ რომ დამირეკა და დაწვრილებით გამომკითხა ჩემს პირველ პაემანზე თომასთან ერთად. მეც დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი, არც არასდროს მომბეზრდება თომაზე ლაპარაკი, ასე მგონია. მამამ გამომძახა სახლის ტელეფონზე გეძახიანო. -- ბაბი, წავედი, სახლის ტელ-ზე მეძახიან. * * ნატალი, თომა იქნება ალბათ, იმდენხანს დავაკავე შენი მობილი, ალბათ აქ გირეკავდა. -- შესაძლოა ბაბი, კარგი, კარგი წავედი, ხვალ ვიჭორაოთ დანარჩენი. სიხარულით მივირბინე სახლის ტელეფონთან იმ იმედით, რომ თომა იქნებოდა. -- გისმენთ?! * * ეს პაემანი არ იქნება. -- რომელი ხართ? * * უბრალოდ ბოულინგია, კარგი რაა, რისი გეშინია? -- დანიელ?! (გაოცებულმა ვიკითხე, ყველას ველოდი და მას ნამდვილად არა) * * მისმინე ნატალი, ხვალ 5 საათზე გამოგივლი. -- შენ რა საერთოდ არ მეცადიენობ? * * ვმეცადინეობ? რისთვის? -- ლაბორატორიულის ანალიზი შენ უნდა დაწერო, ხომ არ დაგავიწყდა? * * თემას რატომ ცვლი? -- იმიტომ, რომ შენ მე ნიშანს მიფუჭებ. * * გპირდები 9 საათზე სახლში დაგაბრუბენ და შენს პაემანზე არ დაგაგვიანდება თომასთან. -- სკოლაში გნახავ ლაბორატორიულის ანალიზის კონპექტით ხელში. მივაძახე, მაგრამ უკვე გათიშვის ხმა ისმოდა ტელეფონში. მხრები ავიჩეჩე და ყურმილით ხელში ვიჯექი დივანზე გაურკვევლად. დედამ დაარღვია ეს გარემოება. ვინ იყო? იკითხა პენუარის ამარამ და თან ღამის კრემს ისვამდა ხელებზე. -- ჩემი პარტნიორია ქიმიაში. * * კარგი დრო გაატარე? პაემანზე იყავი როგორც მახსოვს. რა ჰქვიაო რა მითხარი? -- დანიელი. * * დანიელი? მე რაღაც სხვა მახსოვდა. -- არა დედა დანიელი პარტნიორია ქიმიაში, თომა კი ჩემი... * * არ გინდა ვახშამზე დაპატიჟო? სიამოვნებით გავიცნობ მაგ შენს თომას. -- რატომაც არა. გავედი ჩემს ოთახში, მოვემზადე და დავწექი დასაძინებლად. მეორე დღეს თეორიულებს შორის ფანჯარა გვქონდა, მე და ბაბი ეზოში ერთად ვიჯექით და წერილს ვაკითხებდი, რომელიც ჩემი სასწავლებლის კარადაში დილას ვიპოვე. * * A. ეს პაემანი არ არის. B. ჩვენ პარტნიორები ვართ. G. უბრალოდ... D. თითქმის ყველა თამაშობს ბოულინგს და ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ. E. ეს პაემანი არ რის და არც არასდროს იქნება. ნატალი, მგონი ამ შეშლილს შეუყვარდი. -- ბაბი, რა გავაკეთო? * * აი ეს. მითხრა, დაკუჭა წერილი და გადააგდო. ლექციების ბოლოს მე, თომა, ბაბი და ჯონი ერთად ვისხედით სასწავლებლის გაზონზე და სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობდით. თან თომას გულზე მედო თავი და ის კი თმებზე მეფერებოდა თითებით. მზერა უცებ გზისკენ მივაბყრე და დავინახე როგორ იჯდა ჩვენს მოპირდაპირედ თავის პიკაპში დანიელი, უზარმაზარ ფურცელზე დაეწერა დიდი ასოებით 5 საათზე და მანახებდა. გამეღიმა. ეს ისაა საღამოს პაემანს გეგმავდა თომა, მაგრამ ვუთხარი მოდი 9-სთვის შევხვდეთ, მეგობარს დავპირდი ინგლისურში მეცადინეობასთქო. * * ნატალი ფილმზე მინდოდა დამეპატიჟე და 8 საათზე იწყება. დანანებით დავპრანჭე სახე. * * კარგი, კარგი, რამე სხვას მოვიფიქრებ. მითხრა და შუბლზე მაკოცა ნაზად. საღამოს 5 საათიც მოახლოვდა. ჩემი უბნის ცოტა მოშორებით შევხვდი დანიელს და მისი პიკაპით წავედით ბოულინგის სათამაშოდ. ავტომობილში ჩამოწოლილი სიჩუმე კი კვლავ მან დაარღვია. * * შენი არ მესმის, როგორ შეგიძლია თომასნაირი მოწესრიგებული და ერთგული ადამიანი მოატყუო ნატალი და მასთან ურთიერთობები ტყუილსა და თვალთმაქცობაზე ააწყო? სიმართლეს რატომ არ ეუბნები? რატომ არ ეტყვი, რომ პაემანზე უარი შენი ქიმიის პარტნიორთან შეხვედრის გამო უთხარი? -- თომას რას ვეტყვი და რას არა, ეს შენი საქმე არაა. * * ეგეც მართალია. თქვა და სავაჭრო ქსელთან დაამუხრუჭა. -- მეგონა ბოულინგის სათამაშოდ მივდიოდით. * * ჯერ არა. თქვა და მაღაზიაში წინ გამიძღვა. მიადგა ბოულინგის სექციას, 7 ბურთი იყიდა და დიდ შავ ჩანთაში ჩააწყო. გარეთ გამოტანაში მოვეხმარე და პიკაპის საბარგულზე ავდეთ. -- დანიელ, ბოულინგის სათამაშოდ სულ ორი ბურთია საჭირო, ამდენი რად გინდა? * * ჩვეულებრივი ბოულინგის სათამაშოდ კი, მაგრამ... იქიდან კი სახელოსნოში წამიყვანა და რაღაც დაშლილი ავტომობილის დადუღება და შეკეთებაში მიმაღებინა მონაწილეობა. -- ამ ნაგვისგან ავტომობილი უნდა ააწყო? * * ნაგავი სულაც არ არის, ჩვენს ხელში ახალი სიცოცხლე იბადება. -- ჩვენს ხელში? * * ჩემი და მამაჩემის. -- მამასთან კარგი ურთიერთობა გაქვს ე.ი. * * მამაჩემი მანამდე გაჩნდა, სანამ ელექტრო ჩამრთველს გამოიგონებდნენ. -- ე.ი. ეს პიკაპი შენი "ფიშკაა"? * * შენ ისეთი ნიჭიერი ხარ დანიელ, დიდი პოტენციალი გაქვს და მიკვირს ამ უაზრო პიკაპში ამდენ დროს რატომ ხარჯავ? შეეცადა სიცილით ეთქვა ჩემი სათქმელი. -- მე მსგავსი არაფერი მითქვამს, თუმცა იდეაში მართალი ხარ. (მივუგე) * * ამას არ მოუსმინო ძვირფასო, უბრალოდ ეჭვიანობს. (თქვა და სიყვარულით გადაუსვა ხელი პიკაპს დანიელმა) -- შენი შეყვარებული ეს არის? (წამსკდა სიცილი)კარგი, წავედით, წასასვლელი ვარ, ჩვენი დრო ამოიწურა, ბოულინგის თამაშს კი ვეღარ მოვასწრებთ. უხმოდ ჩავსხედით და ჩემი სახლისკენ გამოვემართედ. აი, მოვედით კიდეც და უცებ შევნიშნე, როგორ გაჩერდა ჩემი სახლის გასწვრივ თომა თავისი ავტომობილით, თავი დავხარე ძირს და დანიელს ვთხოვე წინ წასულიყო და გზაჯვარედინის კუთხეში გაეჩერებინა. * * პუნქტუალურია, კარგია, ეგ თვისება მომწონს. (იცინოდა) -- მოკეტე და საჭეს მიხედე. დავუყვირე, მძღოლის სარკე ჩემსკენ შემოვატრიალე, თმა შევისწორე. * * პატარა ჩიხიდან გაიპარა შეყვარებულთან შესახვედრად, ეროტიულია. აგრძელებდა საუბარს დანიელი. * * ხვალ 4 საათზე გამოგივლი. -- 4-ზე? * * დილის 4 საათზე ნატალი. -- და მაგ დროს რა უნდა გავაკეთოთ? ხმა არ გამცა. გადავედი ავტომობილიდან, კარი მივხურე და გადავკვეთე გზა, მან კი ჩაწეული მინიდან თავი გამოყო და მომაძახა, აქ დაგელოდები დილის 4-ზე, ჩვენს საიდუმლო ადგილასო და წავიდა. მე ცენტრალური ქუჩიდან ჩიხებში გავძვერი და ისე მივირბინე სახლთან და მივიღე დაღლილი იმიჯი, თითქოს ინგლისურმა თავი ამატკია. თომა შემეგება, გადამეხვია, მაკოცა და სახლში შემოვიპატიჟე. მშობლები მამას სამსახურის წვეულება იყო და იქ იყვნენ, ვაჩე კი სახლში არასდროს არაა. ჩემს ოთახში ამოვედით, ყავა იქ ავიტანე და ვსაუბრობდით, შემდეგ კოცნა უფრო სხვა რაღაცაში გადაიზარდა, ძალიან ავღელდი როდესაც თომამ ჩემი შარვლის ღილი შეხსნა და მაისურის ქვეშ ხელები შემიცურა. მივხვდი რაც შეიძლება მომხდარიყო, ამიტომ არ ვიყავი ამისთვის მზად და გავაჩერე. -- იცი, შეიძლება ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ მინდა როცა ეს მოხდება... (და სიტყვა გამაწყვეტინა თომამ) * * მესმის შენი, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს, სპეციალურად ჩვენთვის გულის ფორმის საწოლს შევუკვეთავ, ამიტომ მოდი ეხლა არ ვიჩქაროთ ნატალი. (და გაიცინა) -- მადლობა თომა. და მისი კოცნა განვაგრძე. ღამის 12-ზე წავიდა ჩემგან. მშობლები კორპორაციულზე ათევენ, ამიტომ ჩავკეტე კარი და დავწექი დასაძინებლად. 4-ს ეკლდა 10 წუთი შუა ღამეს რომ გამეღვიძა, ვეღარ დავიძინე. უცებ გამახსენდა შეშლილი დანიელი, გადავიცვი ტანისამოსი და ჩვენს საიდუმლო ჩიხთან მივირბინე, ის იქ იყო, მელოდა, ჩავჯექი მის პიკაპში და თან ინტერესი მტანჯავდა- სად წამიყვანდა. 317 12-ს მოსწონს |
ეს დანიელი დამევასა კაი ტიპი ჩანს :)