როგორ შევესწარი შემთხვევით "ტიტანთა" ბრძოლას ანუ ყვავი ვირთხას წინააღმდეგ.
2015, 8 ოქტომბერი, 12:31
დილით ადრე როგორც წესი ან დავრბივარ ან ველოსიპედით10-15 კილომეტრს გავდივარ. დღეს ახლობელთან ერთად დილის 7 საათზე ველოსიპედით გავემართეთ სავარჯიშოდ. ზუგდიდი-ნარაზენის ცენტრალურ გზაზე გადასვლისას საოცარ შემთხვევას შევესწარით, ყვავი მთელი ხმით "ჩხაოდა" და "ყრანტალებდა", თან გამწარებული რაღაცას უტევდა, ველოსიპედები გადავაყენეთ და მაქსიმალურად ახლოს მივედით "ყვანჩალასთან". როგორც აღმოჩნდა სიმინდის ყანის განაპირას ვავს ვირთხა "გამოეჭირა" და კორტნიდა, ვირთხაც გაალმასებული იცავდა თავს და ხმამაღლა წრიპინებდა, შეუტევდა ყვავი ვირთხა ნელნელა იხევდა უკან, შეუტევდა ვირთხა უკვე ყვავი იწყებდა უკანდახევას. სიტუაცია ისეთი კომიკური და სასაცილო იყო, ვარჯიში ვიღას ახსოვდა, ეტყობა ძალზე სასაცილო გამომეტყველება გვქონდა ორივეს და რამდენიმე ნაცნობმა მანქანა გააჩერა-ბიჭებო რა ხდება რა ნახეთ ასეთი ყანის პირას სიცილით, რომ "კვდებითო"?! ჩვენც "ტიტანების" ორთაბრძოლაზე მივუთითეთ და სულ რაღაც ათიოდე წუთში სეირის საყურებლად თითქმის 50 კაცი მოგროვდა. რამდენიმემ ტელეფონის კამერებით ვიდეოც გადაიღო და საღამოს ფეისბუქზე დადებასაც დაგვპირდა. თუ ვნახე დადებული ვიდეო გპირდებით აუცილებლად დავდებ აქ და ვფიქრობ ჩვენს მსგავსად თქვენც საკმაოდ იხალისებთ. ნებისმიერ "ბრძოლასაც" აქვს დასასრული და ჩვენი "გმირებიდან" ერთერთმა, კერძოდ კი ვირთხამ გაქცევით უშველა თავს, ეკალბარდში შევარდა და მომხდურის ნისკარტით დაკორტვნასაც გადაურჩა. მანამდე კი გთავაზობთ ყვავის და ვირთხის ორთაბრძოლის ამსახველ კადრებს სხვა წყაროდან.