x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რომელი ხსნადი ყავაა ყველაზე უკეთესი - ექსპერტიზის შედეგები

image
თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია ყავის გარეშე. ეს არომატული სასმელი ჩვენს დროში უკვე საკულტო გახდა და გვხვდება მსოფლიოს ყველა კუთხეში. განსაკუთრებული პოპულარობით კი სარგებლობს ე.წ. ხსნადი ყავა. მიუხედავად იმისა, რომ ნალექიან, მოსახარშ ყავაში გაცილებით მეტად არის შენარჩუნებული ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებებიც და გემოც, ხსნადი ყავის პოპულარობის მთავარი მიზეზი მისი მომზადების სიმარტივეში მდგომარეობს.

წარმოების მეთოდის მიხედვით ხსნადი ყავის სამი სახეობა არსებობს:
image

ფხვნილისებური - ამ სახის ყავა მიიღება ყავის ექსტრაქტის (გამონაწვილის) გაფრქვევით გაშრობით. ხსნადი ყავის სეგმენტში ეს ყველაზე იაფფასიანი პროდუქტია;
image

გრანულირებული (აგლომერატი) - ყავის ეს სახეობა მიიღება ფხვნილის დასველებით და შემდგომ მისი გრანულირებით. ეს პროდუქტი შედარებით მუქი ფერის ”ხორკლიან” გრანულებს წარმოადგენს;
image

სუბლიმირებული (Freeze-dried coffee)- ეს არის შედარებით ღია ფერის, გლუვი გრანულები. ეს პროდუქტი ხსნად ყავებში ყველაზე ძვირია და განსაკუთრებით მაღალი ხარისხით ხასიათდება. მის მისაღებად ყავის ექსტრაქტი იყინება და შემდეგ შრება თხევადი ფაზის გავლის გარეშე. ამ ტიპის შრობით მიიღება ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით ნატურალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სასმელი.

ტესტირებისთვის შეირჩა სუბლიმირებული ხსნადი ყავის 6 მარკა: Milagro
Gold, Jacobs Monarch, Ambassador Blue label, Grandos
Gold, Manhattan Classic, Nescafe Gold.

ლაბორატორიული კვლევა

ლაბორატორიული შემოწმებისათვის ძირითადი მაჩვენებლები იყო ტენიანობა და კოფეინის საერთო წილი.

ტენიანობა - მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად არის შენახული პროდუქტი. ხსნადი ყავა უნდა შეიცავდეს ტენის არაუმეტეს 7%-ს. ეს მაჩვენებელი წარმოდგენილ ყველა ნიმუშს ნორმაში აღმოაჩნდა.

რაც შეეხება კოფეინს, ნატურალურ ხსნად ყავაში მისი წილი უნდა იყოს არანაკლებ 2, 3%. კვლევამ აჩვენა, რომ კოფეინის შემცველობა ყველა ტესტირებულ პროდუქტში აღნიშნულ ნიშნულზე მეტი იყო: 2, 74%- დან (Ambassador) 4, 69%-მდე (Grandos).

ორგანოლეპტიკური შეფასება (გემო, სუნი და ა.შ.)

როგორი სრულყოფილიც არ უნდა იყოს ფიზიკური და ქიმიური ანალიზი თუ თანამედროვე მოწყობილობები, ისინი მაინც ვერ შეცვლიან ადამიანს საკვები პროდუქტის ღირსებისა თუ ნაკლის შეფასების დროს. ექსპერიმენტის დროს ყველა ნიმუში მომზადებული იქნა ყავისა და წყლის ერთნაირი პროპორციით. მიღებული სასმელის გარეგნულ იერზე არავითარი შენიშვნა არ არსებობდა, თუმცა განსხვავება საგრძნობი იყო არომატსა და გემოში.


ქვემოთ გთავაზობ ლაბორატორიული და ორგანოლეპტიკური კვლევის შედეგებს სათითაოდ ყველა მარკისთვის:

Milagro Gold

image
საერთო შეფასება - შესანიშნავი; ორგანოლეპტიკა - შესანიშნავი (სუნი - შესანიშნავი, დახვეწილი, მკვეთრად გამოხატული; გემო - შესანიშნავი, სასიამოვნო, დაბალანსებული); ტენიანობა - 5, 2; კოფეინი - 4, 5.

Jacobs Monarch

image

საერთო შეფასება - შესანიშნავი; ორგანოლეპტიკა - კარგი (სუნი - შესანიშნავი, დახვეწილი, მკვეთრად გამოხატული; გემო - შესანიშნავი, ოდნავ მომჟავო); ტენიანობა - 5, 9; კოფეინი - 3, 4.


Ambassador Blue label
image

საერთო შეფასება - კარგი; ორგანოლეპტიკა - კარგი (სუნი - დამაკმაყოფილებელი, ზედმეტად მოხალული; გემო - დამაკმაყოფილებელი, ოდნავ მომწარო); ტენიანობა - 5, 4; კოფეინი - 2, 72.

Grandos Gold
image

საერთო შეფასება - კარგი; ორგანოლეპტიკა - კარგი (სუნი - დამაკმაყოფილებელი, ზედმეტად მოხალული; გემო - დამაკმაყოფილებელი, არასაკმარისად გამოკვეთილი); ტენიანობა - 5; კოფეინი - 4, 69.

Manhattan Classic
image

საერთო შეფასება - კარგი; ორგანოლეპტიკა - კარგი (სუნი - დამაკმაყოფილებელი, ნაკლებად გამოხატული; გემო - დამაკმაყოფილებელი, უსიამოვნო, უბრალო); ტენიანობა - 4, 9; კოფეინი - 3, 75.

Nescafe Gold
image

საერთო შეფასება - კარგი; ორგანოლეპტიკა - კარგი (სუნი - დამაკმაყოფილებელი, ოდნავ დამწვარი; გემო - დამაკმაყოფილებელი, ოდნავ დამწვარი); ტენიანობა - 5, 4; კოფეინი - 3, 5.


კვლევა ჩატარებულია უკრაინული ორგანიზაც - "დამოუკიდებელი სამომხმარებლო ექსპერტიზების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ТЕСТ"-ის მიერ.

12
28380
17-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
28380
  
2018, 28 აპრილი, 23:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 22 სექტემბერი, 10:58
ხარისხიანი ყავა 1კგ 100ევროზე ნაკლები არ უნდა ღირდესო, ანუ 100 გრამიანი შეფუთვა მინიმუმ 25 ლარი უნდა ღირდეს.. რა შემოდის ყავის ნაცვლად ჩვენთან ვინმე გვეტყვის?
2017, 30 აგვისტო, 0:08
იულიუს მეინლი ჯობია))
2016, 15 ნოემბერი, 15:41
ეეჰ, რა დრო იყო, მე ლიპის იუვე მომწონდა ყველაზე უფრო 90-ების მეორე ნახევარში ჩემი ბავშვობის პირველი სიყვარულია :)
2016, 10 ნოემბერი, 11:57
ეხლაც მაგარია მაგრამ ერთი პერიოდი დელპიერო ნედვედი და სასტავი რო ყავდა მასეთი ვარსკვლავთცვენა აღარ ყავთ
2016, 9 ნოემბერი, 17:21
კიი, იუვე და აძური
2016, 9 ნოემბერი, 17:04
იუვეს გულშემატკივარი ხარ?
2016, 9 ნოემბერი, 13:47
Carte Noir ჯობია
2016, 9 ნოემბერი, 9:29
Jacobs Monarch- გამიხარდა კაი შეფასება რო აქ :-))
2015, 7 ოქტომბერი, 15:10
გააფუჭეს მონარქი :) ბოლო ხანებში უცნაური გემო აქვს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10