პოეზია მომავალ წელს ღრუბლებში ვიფრენ... (3 ნაწილი) 2015, 9 ოქტომბერი, 13:18 დაგვიანებით არასოდეს და არსად დამიგვიანია, ყოველთვის პუნქტუალური ვიყავი, მოწესრიგებული, საიმედო, საქმეს და სწავლას არასოდეს ვუღალატებდი. ლექციაზეც 10-მდე მივედი და სანამ ყველა მოსწავლე და ჩვენი პრაქტიკების ფუძემდებელი და სულის ჩამდგემლი ბატონი ალექსანდრე მოვიდოდა, ჩემი გაზქურა, სინჯარები, კოლბები და ყველა ქიმიკატი უკვე მაგიდაზე მეწყო. * * დილა მშვიდობისათ მეგობრებო. სალმიანი მზერით შემოიჭრა აუდიტორიაში ბატონი ალექსანდრე და ჩვენც ყველამ ერთ ხმად მივესალმედ, თუმცა ბატების ყაყანს უფრო გავდა. * * ვიცი, რომ ორშაბათი ისედაც მძიმე დღეა, მაგრამ უფრო უნდა დაგიმძიმოთ, თუმცა ვისთვის-როგორ, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ყველამ დავცქვიტეთ ყურები და მთელი ინტერესით ველოდით გაგვეგო, თუ რა სიახლე მოგვიტანა პატივცემულმა. * * წლის ბოლო ახლოვდება და წლევანდელი სასწავლო წლის დასასრულს თქვენს ნიშნებს თქვენი თანამეწყვილეების გავლენით დაადგენთ. ვერავინ ჩავწვდით მისი სიტყვების აზრს და მხრების აჩეჩვით ერთმანეთს შევყურებდით. * * დამშვიდდით, მოკლედ, მე წინასწარ დავწერე ამ შაბათ-კვირას სიები, ვინაიდან ჩემს პრაქტიკულზე მხოლოდ 12 მოსწავლე ხართ, ბუნებრივია 6 წყვილი გვეყოლება. ამ რამოდენიმე წლის მანძილზე ვადევნებ თვალს თქვენს შესაძლებლობებს და ზოგადი წარმოდგენა შევიქმენი ვინ ვის მიესადაგებით აზროვნებით, ამიტომ ეხლა ამოვიკითხავ მეწყვილეთა სიას და გთხოვთ მობილიზებულად დაჯექით ერთ მაგიდასთან. თქვა და სიის ამოკითხვას გამოთქმით და აუჩქარებლად შეუდგა. აჩოჩქოლდა მთელი აუდიტორია, ბიჭებმა ჯელტმენობა გამოიჩინეს და გოგოებს თავად უჯდებოდნენ გვერდით საკუთარი ხელსაწყოებით, თითქოს შეგვიმსუბუქეს ამ გაუგებრობისას ტვირთი. მე კი მეწყვილედ დანიელი მერგო. * * ყმაწვილებო, ვიცი რომ თქვენი პატარა, მაგრამ ჭკუით სავსე თავები ასევე გენიალური იდეებითაა სავსე, ამიტომ ორი სხვადასხვა ტვინის ურთიერთშეთავსებით, წლის ბოლოს რაღაც განსხვავებული მინდა ვიხილო, ყოველი ნაშრომი კი განსაზღვრულია შეფასდეს გარკვეული ბალების სისტემით და თქვენი ნიშნებიც სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული. უფრო კონკრეტულად კი, ქიმიისა და სიახლის დანერგვის ფართო აუდიტორიისკენ მხოლოდ მე და ამ გზით, თქვენი დამსახურებული ნიშნებით გაგიღებთ კარს. ასე, რომ რამოდენიმე თვე გაქვთ წინ და თქვენი სიახლით უნდა გამაოცოთ. ელვაში მოყოლილი თხასავით რომ მეკრიჭები, შეგიძლია დამეხმარო? უხეშად მივმართე დანიელს, რომელიც ჩემს გვერდით მოსკუპებულიყო და უმოქმედოდ სწორედ ასე მომჩერებოდა როგორც დავახასიათე. კოლბაში რამოდენიმე სხვადასხვა ქიმიკატი მოვათავსე და დანიელმა კი ასანთს მოუკიდა გაზქურის ასანთებად. მაშინვე სული შევუბერე და ვუთხარი ეს არ დაგვჭირდებათქო. ----- იმედია სულს არ გამიმწარებ. უმისამართოდ ისროლა ეს სიტყვები დანიელმა, თუმცა მე მიყურებდა და ბუნებრივია ადრესატიც მე ვიყავი. გაოგნებული დავრჩი ბოლო პოზიციაში, მიხვდა ვერ გავიგე მისი ნათქვამის აზრი და საუბარი განაგრძო. ----- ალექსანდრე დამპირდა მშვიდ პარტნიორს შეგირჩევო და... -- მხოლოდ ალექსანდრე?!! ----- ოჰ, უკაცრავად, ბატონი ალექსანდრე. აი შენ კი, უნდა მოდუნდე. -- რაა!! კი არ მოვდუნდე, უნდა ვისწავლო. ----- რისთვის? -- რას ჰქვია რისთვის?! იმისთვის, რომ მომავალი ვიქონიო. ამიტომ ამ პრაქტიკებზე სულ ცოტა 8 ქულა უნდა ვიქონიო 10 ბალიანი სისტემიდან. ეხლა კი საქმეს შევუდგეთ დანიელ, აქ ნატრიუმის სულფატი უნდა ჩავასხათ, აი აქ კი ნატრიუმი. თითით ვანიშნე შესაბამისი კოლბები. ----- კარგი ნატალი. ისე დამერწმუნე მაღალი ქულები გექნება. -- მაღალი ქულები სამსახურის პოვნაში შენც დაგეხმარება დანიელ. ----- სამსახურის?? -- ვაიმე, არ შეიძლება ზედმეტი ლაპარაკის გარეშე რომ ჩავატაროთ ეს ცდა? ტონს ავუწიე აშკარად. ----- კარგი, მოდი ჩავატაროთ ცდა, მაგრამ იცოდე, რომ შენ ეხლა ათი წლის ცხოვრება დაგეგმე და ქიმია კი არა, "დროის მანქანა" გჭირდება. მითხრა, ცდების დროს საჭირო, სპეციალური სათვალე მოირგო თვალებზე და კოლბას დაწვდა, თუმცა ლექციამ ისე ჩაიარა, რა აზრებსაც მოვუყარე თავი, ისინიც მიმომეფანტა. ამას ნამდვილად ვეღარ გავუძლებ, ყოველთვის უცნაური იყო ბავშვობიდან და თან პრაქტიკულებს ხშირად აცდენდა, რაღა ეს მერგო მეწყვილედ, ჩემი მომავალი რომ დაღუპოს??! დღეს ეს ერთი პრაქტიკული, თუმცა ორსაათიანი გვქონდა. გამოვიდა თუ არა ლექცია ბატონ ალექსანდრეს საყვედურებით მივადექი და ვუხსნიდი, რომ მე და დანიელს შორის ქიმია საერთოდ არ იყო. თუმცა მისი პასუხი მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა, "შეეცადეთო" და მეც უკმაყოფილომ დავტოვე აუდიტორია, თუმცა დანიელის ხმამ ფეხი შემანელებინა, მესმოდა ისიც როგორ მივიდა საყვედურებით პატივცემულთან და ეუბენბოდა ჩემზე, რომ ნამდვილი ტირანი ვარ და მგონია ყველაფერს ვაკონტროლებ. ეს უკვე ვეღარ მოვითმინე და გამოვიდა თუ არა, პირდაპირ კარში შევეფეთე. -- დანიელ, თავი ვინ გგონია?!!! ----- შენ როგორ ფიქრობ, ვინ მგონია თავი? კითხვაზე კითხვით მიპასუხა და გზა განაგრძო. ორშაბათი მძიმე დღეა ცრუ რწმენების მიხედვით, მაგრამ დღევანდელმა პრაქტიკულმა მგონი მეც დამიკარგა ქიმიაზე რწმენა. ხასიათი წამიხდა, სიბრაზისგან დამცხა თუ შუა დღის მზის ბრალი იყო არ ვიცი, ქურთუკი გავიხადე, წელზე შემოვიკარი, მოვიკიდე ზურგჩანთა ცალ მკლავზე და სასწავლებლის ეზოს გავუყევი. * * ნატალი, ნატალი.... ძახილით დამეწია თომა. ამ გაბრაზებულ და უხასიათო მომენტში მისი დანახვა ძალიან გამიხარდა. ჩემდა გასაოცრად ისევ თამამად დავუწყე საუბარი და თან ავტომობილამდე მიცილება შემომთავაზა, შორს არ მეყენა, თუმცა მაინც. გზა სანამ გადავკვეთეთ, დავინახე ის შეშლილი და უაზრო დანიელი თავის პიკაპში როგორ ატვირთინებდა ვიღაცას სხვა ავტმობილის მოსაკაზმ ნაწილებს, თუ არ ვცდები დიდი "შიტოკი" იყო. დამინახა თუ არა, თითი რაღაც ჟესტის ენაზე გამოიშვირა ჩემსკენ, ჩაიცინა, ჩაჯდა და წავიდა. * * ეს ტიპი ვინაა ნატალი? გაწყენინა? -- არა თომა, ჩემი კლასელი იყო სკოლაში, თანამეწყვილეა ქიმიის პრაქტიკულზე, ჯგუფელია, უწყინარია, თუმცა უაზრო და უცნაური ადამიანია. * * შევამჩნიე, იმედია ხელს არ აფარებ. -- არა, რას ამბობ. უბრალოდ ცოტა.... და საჩვენებელი თითი საფეთქელთან დავიტრიალე იმის ასახსნელად, რომ დანიელი მთლად დალაგებული ვერ არის. თომას გაეცინა და განაგრძო საუბარი. * * ისა და, ჯერ მთელი კვირა წინაა, მაგრამ მაინც გკითხავ, ჩვენს წვეულებაზე ხომ მოხვალ ისევ? პარასკევს ვგეგმავთ, როგორც გასული 3 დღის წინ. -- შენ იქნები? * * რა თქმა უნდა ნატალი. -- მაშინ აუცილებლად მოვალ. ამასობაში მივედით ჩემს ავტომობილამდეც, ღიმილით დავემშვიდობე და სახლში წამოვედი. მთელი საღამო ვცდილობდი პრაქტიკულისთვის გამოსადეგი აზრებისთვის თავი მომეყარა და ყველაფერს მომავალი ცდისათვის ჩემს წიგნაკში ვინიშნავდი. მომდევნო დღეებიც ისევ ისეთი რითმითა და მოვლენებით მიმდინარეობდა, დილა ჩოგბურთით იწყებოდა და შემდეგ მას ლექციები ანაცვლებდა, მეც ცოტა კონცენტრირებულად მოვუყარე სიახლეებს თავი, რადგან იმ გამოშტერებული დანიელის იმედი არ უნდა მქონოდა და პრაქტიკაზე თამამად მივედი. გაბრწყინებული თვალებით ვასრულებდი ჩემი ახალი ქმნილების ცდებს, სრულიად ვაიგნორებდი უცნაურ პარტნიორს, ჩემს თავს შევუთქვი ხმას საერთოდ არ გავცემდი, თუმცა სიჩუმე უცნაური კითხვით დაარღვია და მეც უცებ წამოვეგე მის ანკესზე. * * როგორც ჩანს, შენ აღარ გახსოვს. -- რა აღარ მახსოვს? ინტერესით ვიკითხე და თან ენაზე ვიკბინე სპეციალურად, წინდაუხედავობის გამო. * * მეექვსე კლასში შენს უკან ვიჯექი სპექტაკლზე, შენ პრინცესა იყავი, მე კი ჯარისკაცი ნომერი სამი. -- არა, არ მახსოვს. * * ეჭვიც არ მეპარება. პრინცესებს ქვეშევრდომები ხომ არასოდეს არ ახსოვთ. -- ცოტაც და ვიტირებ. მივუგე ირონიულად და თან გადავიხარხარე. * * იტირებ, აბა რაა... სიხარულით... სამსახურს როცა მოიხვეჭ საკუთარი ნაშრომებით. -- კი, მაგრამ ამისთვის ვწვალობ და ამ ხარჯებსაც სტიპენდიით ვფარავ. ლაყბობას სჯობს პლუსი აქეთ დაადო, თორემ აუდიტორიის 13 გვამს მხოლოდ დნმ-ით თუღა გაარჩევენ. გაჩუმებას არ აპირებდა, თემიდან თემაზე ხტებოდა. * * ჩოგბურთი, ჩოგბურთი... გამოდის, რომ ფულს იმაში გიხდიან, ბურთს ბადის იქიდან რომ აგდებ. -- ხო, დაახლოებით და სულ ჩემს კრიტიკას, შენ თვითონ რა მიზნები გაქვს, ქიმიისგან შორს ხარ და რისთვის ჩააბარე, მომავალ წელს რას აპირებ, დიპლომი არ გინდა? * * ვიცი გაგიკვირდება, მაგრამ არა. გულწრფელი ღიმილით მიპასუხა. -- აჰა, გასაგებია, ე.ი. მომავალ წელს შენ უკეთესი გეგმები გექნება, მე საზღვარგარეთ წასვლაზე ვოცნებობ და შენ რას აპირებ? * * მომავალ წელს ღრუბლებში ვიფრენ... -- სწორი გადაწყვეტილებაა. თავისდაქნევით მივუგე, აბა მისგან ნორმალურ და საღ პასუხს არც ველოდი. ამ სასწავლო კვირამაც გაირბინა, პარასკევს საღამოს ბაბი მესტუმრა, სანამ ტბის პირას წვეულებაზე წავიდოდით, მსუბუქი მაკიაჟი გამიკეთა. არასდროს მომიხმარია ფერუმარილი და ამ საქმეში ოსტატი ნამდვილად არ ვიყავი, ამიტომ სრულიად ვანდე თავი ბაბის და არც ვინანე, გავლამაზდი და გეზი ტბისკენ ავიღეთ, თომაც იქ იქნებოდა და მასთან შეხვედრის ერთი სული მქონდა. 277 10-ს მოსწონს
|