x
image
Guns N Roses
"შეეშვით ტელეფონს. მოდით ვისაუბროთ." როგორ ცვლის ტელეფონი ჩვენს ცხოვრებას და ჩვენს თავს.

image












ალბათ ყველანი ხვდებით, თუ როგორ "იბყრობს" თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებას: ჩვენთვის უკვე წარმოუდგენელია თუნდაც ერთი დღე ცხოვრება მათ გარეშე. ჩვენ ყოველდღე უფრო და უფრო ღრმად ვეშვებით ვირტუალურ სამყაროში და "ცოცხალი" ურთიერთობა ძალიან იშვიათად თუ გვხვდება სადმე. გთავაზობთ პროფესორი "Шери Теркл"-ის სტატიას:

სტუდენტებმა მითხრეს, რომ თანამოსაუბრეს თვალებში ყურება და ამავდროულად "მესიჯის" წერა ეხერხებათ სკოლის მერხიდან მოყოლებული. ახლა კი მეგობრებთან დროის გატარება და ასევე ვირტუალურად სადმე სხვაგან ყოფნა ჩვეულებრივ წესად იქცა.


რა ემართება "ცოცხალ" ურთიერთობას? რატომ ურჩევნია ხალხს ინტერნეტის მეშვეობით ესაუბროს მეგობარს ვიდრე პირდაპირ?

ურთიერთობის პრობლემები ადრეულ ასაკშივე იწყება. ოდესმე შეგიმჩნევიათ როგორ ურთიერთობს უმცროსი თაობა? ყველა თავის ტელეფონით ერთობა და მათ შორის ისადგურებს სიჩუმე. ჩემთან ბევრი მასწავლებელი მოსულა ამ პრობლემით და რჩევა უკითხავთ: რა შეიძლება გავაკეთოთ? როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ურთიერთობა? ეს საკითხი უკვე შიშს იწვევს.

პრობლემა ასევე იმაშიც მდგომარეობს, რომ ჩვენ გვეშინია დავრჩეთ საკუთარ თავთან მარტო და გვეშინია მარტოობის.

როდესაც მოიწყენ და გადაწყვეტ ტელეფონით გაერთო, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. მაგრამ ზუსტად მარტოობის დროს ჩვენ ვსწავლობთ ვუსმინოთ ჩვენს გრძნობებს, ჩვენს თავს, დავაწყოთ გეგმები. ეს აუცილებელია, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მარტოობის.

ჩვენი ტელეფონები უბრალოდ აქსესუარს კი არ წარმოადგენს არამედ ფსიქოლოგიურად ძლიერი ტექნოლოგიას, რომელიც ცვლის ჩვენს ცხოვრებას და ჩვენს თავს. და ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დავტოვოთ ტელეფონი მეორე ოთახში და უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ახლობლებსა და მეგობრებს.

აუცილებელია შეიცვალოთ წარმოდგენა მსოფლიოზე, დავაბრუნოთ ცოცხალი ურთიერთობა, ნამდვილი საუბრები მეგობრებთან.

უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელთაც ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ, წარმოადგენს დიდ საშიშროებას. უნდა გახსოვდეთ, რომ ადამიანი უნიკალური არსებაა, რომელსაც გააჩნია ძალიან რთული ფსიქოლოგია და ღირსია ნამდვილი, პირდაპირი საუბრის.

1
64
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
64
  
2015, 7 ოქტომბერი, 19:23
მობილურის გამომგონებელი კოცონზე უნდა დაწვა 4g სიჩქარით
0 1 1