x
image
Lerato
20 პროდუქტი, რომელიც უმოწყალოდ წვავს ცხიმებს
image


იდეალური ფორმების ქონაზე ყველა ჭარბწონიანი ოცნებობს. რამდენადაც ცნობილია, ამისთვის ფიზიკური ვარჯიშები და კვების სწორედ დაგეგმვაა საჭირო. მათთვის ვინც ახლა გახდომითაა დაკავებული, პროდუქტების ეს ოცეული დიდ სამსახურს გაუწევს. საკვები, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების დაწვას – მითი არ არის. წარმოდგენილი ყველა პროდუქტი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმიდან დევნის ზედმეტ სითხესა და აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს. შეადგინეთ თქვენი კვების რაციონი იმ პროდუქტებისგან, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას.


1. ხაჭო, კეფირი, იოგურტი


image


კალციტრიოლი – ჰორმონი, რომელიც დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი რძის პროდუქტებში, ხელს უწყობს უჯრედებს ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლებაში. უცხიმო რძის პროდუქტები ყველა დიეტაზე მყოფი ადამიანისთვის აღმოჩენაა. მასში შედის ბევრი ცილა, ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ცილოვანი პროდუქტები დიდი რაოდენობით უნდა შედიოდეს დიეტაზე მყოფთა რაციონში. მთავარია – არჩევანი გააკეთოთ ახალ და უცხიმო პროდუქტებზე. რძის შრატი ასევე ძალიან სასარგებლოა –შეიცავს განსაკუთრებულ ცილას, რომელიც ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმების წვას.


2. კოჭა



image


ეთერზეთები, რომელსაც კოჭა შეიცავს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას. ეს ეხმარება ორგანიზმს უფრო მეტი ენერგიის ხარჯვაში, ცხიმის უჯრედების მაქსიმალურ წვაში. გარდა მოცემული დადებითი ეფექტისა, კოჭა ასევე პოზიტიურად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე.


3. კომბოსტო


image


მიირთვით ყველა სახის კომბოსტო – თეთრი, ყვავილოვანი თუ ბროკოლი – ძალიან სასარგებლოა გახდომის დროს! შეიცავს ბევრ ბოჭკოვან ქსოვილს, რომელიც ორგანიზმიდან ყოველივე ზედმეტს დევნის. კომბოსტოს შემადგენლობაში შედის ინდოლის-3-ფეროცენშემცველი, რომელიც არეგულირებს ესტროგენების ცვლას ქალებში. კომბოსტო არის დაბალკალორიული პროდუქტი, ამიტომ შესაძლებელია მიირთვათ დიდი დოზით, წონაში მატების რისკის გაწევის გარეშე.

4. კიტრი


image

ცოტა კალორია, ბევრი წყალი – აი, რას ვაფასებთ კიტრში. ეს პროდუქტი ატენიანებს ორგანიზმს როგორც შიგნიდან, ისე გარედან და განსაკუთრებით მათთვის არის მნიშვნელოვანი ვინც აქტიურად ვარჯიშობს. გახდომისთვის აუცილებელია ბევრი სითხის მიღება, ორგანიზმის დატენიანება – კიტრი არაჩვეულებრივად ართმევს თავს ამ ამოცანას. მისი ქერქი შეიცავს ძვირფას ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, ამიტომ უმჯობესია თუ არ გათლით.


5. დარიჩინი


image


დარიჩინი სისხლში შაქრის რაოდენობას ამცირებს, ეს კი ხელს უწყობს ცხიმების აკუმულაციას. თუ დაუმატებთ მას ისეთ სასმელებში, როგორიცაა ჩაი, ყავა და კეფირიც კი – არა მხოლოდ გემრიელი იქნება, არამედ სასარგებლო თქვენი სხეულისთვის.


6. გრეიფრუტი


image

გრეიფრუტი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ С და აქვს უნარი შეამციროს ინსულინის დონე სისხლში. ფლავონოიდ ნარინგინი, რომელიც მის შემადგენლობაში შედის, გრეიფრუტს ძლიერ ნაღველმდენ საშუალებად აქცევს. თუ გსურთ რომ ეს პროდუქტი ჭარბ წონასთან ბრძოლაში დაგეხმაროთ, მიირთვით რბილობი აპკიანად, რომელიც მას მწარე გემოს აძლევს – ზუსტად მასში შედის ცხიმების დაწვისთვის ყველაზე საჭირო ნივთიერებები.


7. მწვანე ჩაი


image


მწვანე ჩაი ათბობს ორგანიზმს, ატონიზირებს, ხელს უწყობს საკვების სწრფ მონელებას. მასში შემავალი ბუნბრივი სტიმულატორი თიამინი ხელს უწყობს არა მხოლოდ კანქვეშა, არამედ ვისცერული ცხიმის დაშლას, რომელიც შინაგანი ორგანოების ირგვლივ გროვდება.


8. წყალი


image


წყალი არ აძლევს აძლევს ადამიანს საკვების უხვად მიღების საშუალებას, ორგანიზმიდან დევნის ზედმეტ მარილებს. რაც უფრო ბევრს სვამთ, მით უფრო ადვილად ხდებით – ეს კარგად დაიმახსოვრეთ!


9. ჟოლო


image


სხვა კენკროვანი ხილისგან განსხვავებით, ჟოლო შეიცავს ნაკლებ შაქარს, რის გამოც ის დაბალკალორიულ პროდუქტებს მიეკუთვნება. ორგანიზმს ეხმარება კუჭის წვენის გამოყოფაში. მისი მიღება სასარგებლოა ჭამის მერე.


10. მდოგვი

image


ცხარე საკვები ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას. მდოგვი სასარგებლოა ხორცთან და თევზთან ერთად, შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებში.


11. ფორთოხალი


image


იმის გამო, რომ ფორთოხალი მდიდარია ბოჭკოვანი ქსოვილებით, მისი მეშვეობით ადვილად დანაყრდებით. ეს არის ჯანსაღად წახემსების იდეალური ვარიანტი. ყველა ციტრუსი, ეთერზეთებისა და ფლავონოიდების წყალობით, ცხიმების წვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.


12. ნუში


image


ორგანიზმი ნუშის მხოლოდ 40% –ს ინელებს. დანარჩენი ცხიმები, რომელსაც ეს სასარგებლო პროდუქტი შეიცავს, არ მუშავდება. მხოლოდ ცილების ათვისება ხდება. ნუშით წახემსება ბრწყინვალე აზრია!


13. პირშუშხა


image


პირშუშხა, ისევე როგორც მდოგვი, ძალიან კარგია მძიმე პროდუქტების მონელებისთვის.


14. ლობიო


image


ლობიოში შედის დიდი რაოდენობით ცილები. ზუსტად ცილოვანი პროდუქტების მიღებაა საჭირო გახდომისთვის. მიირთვით პარკოსნები – ეს დაგეხმარებათ ჭარბი წონისაგან გათავისუფლებაში.


15. ქოქოსი


image


ქოქოსის რძე არა მხოლოდ მდიდარია სასარგებლო მიკროელემენტებით, არამედ მას აქვს საჭმლის მომნელებელი პროცესის გაძლიერების უნარი.


16. ანანასი


image

ეხმარება სწრაფად დანაყრებაში მასში შემავალი უხეში ბოჭკოების წყალობით, აუმჯობესებს კუჭის წვენის აქტივობას. ეს არის საუკეთესო დესერტი წონაში დასაკლებად.


17. პაპაია

image


ეს ხილი არაჩვეულებრივად ანადგურებს ლიპიდებს. მიირთვით პაპაია ჭამის წინ და ჭამის მერე – მასში შემავალი ფერმენტები დაგეხმარებათ გახდომაში.


18. წითელი ღვინო


image


წითელი ღვინო შეიცავს აქტიურ ფერმენტს რესვერატროლს, რომელიც ანელებს ცხიმების დაგროვებას. ეს ხდება ცხიმის უჯრედებში რეცეპტორების დაბლოკვის ხარჯზე. ერთი ჭიქა წითელი ღვინო ჭამის მერე – ძალიან სასარგებლოა!


19. ვაშლი და მსხალი


image


ეს ორი პროდუქტი ასუფთავებს ნაწლავებს, შეიცავს მცირე რაოდენობის კალორიებს, ადამიანი სწრაფად ნაყრდება მასში არსებული ბოჭკოვანას გამო. წახემსებისას არჩევანი ვაშლსა და მსხალზე შეაჩერეთ, ამით თქვენს წონას დააბალანსებთ.


20. შვრია


image


სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავებისთვის – ცხიმების დასაწვავად მნიშვნელოვანია ისეთი საკვების მიღება, რომელიც ხელს უწყობს ამ ორგანოების ჰარმონიულ მუშაობას.




2
16996
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
16996
  
2015, 9 ოქტომბერი, 12:16
დიდი მადლობა, ნანუშკი :)
2015, 7 ოქტომბერი, 23:21
საინტერესო სტატიაა
0 1 2