დიეტოლოგია წყალი, რომელიც ახდუნებს და წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან. მომზადების 10 მარტივი რეცეპტი 2015, 30 სექტემბერი, 15:53 თუ ზრუნავთ თქვენი სხეულის სილამაზეზე და ასევე ყურადღებას აქცევთ კვების რაციონს, ამ შემთხვევაში ალბათ გსმენიათ დეტოქს-დიეტის შესახებ. დეტოქსი შესაძლოა იყოს ხილის ან ბოსტნეულის წვენების სახით, რომელიც ნამდვილად ღირს რომ მიიღოთ საკვების ნაცვლად ერთი კვირის მანძილზე ორგანიზმის გასაწმენდად. დღეს სტატიაში წარმოგიდგენთ დეტოქს-წყალს – მომზადებულია ხილითა და ბოსტნეულით, რომლიც უნდა მიირთვათ ყოველ დღე, მაგრამ ამასთან, სწორედ და ჯანსაღად კვება უნდა განაგრძოთ. დეტოქს-წყალი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, ყოველი მათგანი წმენდს თქვენს ორგანიზმს შლაკებისგან, არეგულირებს ღვიძლის მუშაობასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ამის წყალობით თქვენ სწრაფად და ეფექტურად გახდებით. გთავაზობთ დეტოქს-წყლის 10 რეცეპტს, რომლის მომზადებასაც ძალიან მარტივად შეძლებთ. ამოირჩიეთ ნებისმიერი: ჟოლო და ლაიმი წყალი – 2 ლ. ლაიმი – 1 ც. ჟოლო – 2 ს. კ. (ახალი ან გაყინული); პიტნა – ახლად დაკრეფილი 10 – 15 ფოთოლი. ვაშლი და დარიჩინი ვაშლი (წვნიანი) – 2 ც. დარიჩინი – 1 ჩ. კ. ყინული; წყალი – 1-2 ლ. გრეიფრუტი გრეიფრუტი – 1 ც. 1 ლ. წყალზე; ყინული; აურიეთ და დადგით მაცივარში რამდენიმე ხნით. მარწყვი დაჭრილი მარწყვი – 0.5 კგ. წყალი – 1-1.5 ლ. ყინული. საზამთრო საზამთრო – 1/4; პიტნა – 10 ფოთოლი; წყალი – 1 ლ. ყინული; სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ცოტაოდენი ლიმონის წვენი დაამატოთ; გააჩერეთ 10 წუთი. ანანასი ანანასი – 5 ნაჭერი ( ახალი ან კონსერვირებული); შაქარის ფხვნილი (ყავისფერი) – 2 ჩ. კ. წყალი – 2 ლ. ყინული. ფორთოხალი, ლიმონი და კიტრი ფორთოხალი – 1 ც. კიტრი – 1 ც. ლიმონი – 1 ც. პიტნის ფოთოლი – 10 ც. წყალი – 2 ლ. შტოში შტოში – ერთი ტოტი; ნებისმიერი ბალახის ჩაი – 1 პაკეტი; ლიმონი – ნახევარი; წყალი – 2 ლ. ყინული. ლიმონი და გრეიფრუტი ლიმონი – 2 ც. გრეიფრუტი – 1 ც. პიტნის ფოთოლი – 10 ც. წყალი – 2 ლ. ყინული; ეს კოქტეილი შეგიძლიათ მიირთვათ ჭამამდე და ჭამის შემდეგ. ფორთოხალი და მოცვი ფორთოხალი – 1 ც. მოცვი – ერთი მუჭა; ყინული; წყალი – 0.5 ლ. 5419 7-ს მოსწონს
|