x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სიმფეროპოლში მძღოლი ჯიპს განზრახ დაეჯახა,რითაც თავის სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო,სამაგიეროდ 13 ადამიანი სიკვდილისგან იხსნა
imageსიმფეროპოლში მძღოლმა არ დაინანა საკუთარი ავტომობილი, არც ის, რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა, განზრახ დაეჯახა ჯიპს, რითაც 13 ადამიანის სიცოცხლე იხსნა.


როგორც РИА Новости თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, მოქალაქეები გზაჯავრედინზე ზებრაზე გადადიოდნენ მწვანე შუქზე, უცებ ავტოკოლონიდან გამოვარდა ავტომობილი Nissan Qashqai. პარალელური ქუჩიდან ნელა მოძრავმა მძღოლმა უცებ გააცნობიერა რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ მანევრს, სიჩქარეს მოუმატა და ჯიპს შეასკდა.


ინციდენტი ფრანკოსა და კიევის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა.თვითმხილვლებმა განაცხადეს, რომ Nissan-ის საჭესთან ახალგაზრდა გოგონა იჯდა, რომელიც მოძრაობის დროს ტელეფონით საუბრობდა.


"ჩვენ გზაზე გადავდიოდით მწვანე შუქზე, უცებ ავტოკოლონიდან გამოვიდა Nissan-ი სიჩქარის შეუნელებლად გამოემართა ჩვენკენ, მძღოლმა, რომელიც ფრანკოს ქუჩიდან მოემართებოდა დაინახა რა, რომ ჯიპი ხალხს გადათელავდა, მოუმატა სიჩქარეს და ჯიპს შეასკდა.მან მინიმუმ 13 ადამიანი იხსნა სიკვდილისგან."-განაცხადა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ქმარ-შვილთან ერთად გადადიოდა ზებრაზე.



ინციდენტის შემდეგ ჯიპის მძღოლი გოგონა გადმოხტა მანქანიდან და ისტერიული კივილი აუტეხა მძღოლს, რომელმაც ქვეითად მოსიარულეები გადაარჩინა, თუმცა მალევე გაჩუმდა, რადგან მას სასწაულად გადარჩენილი მოქალაქეები მიესივნენ.


"ჩემს ბავშვს ისტერიკები დაემართა და დიდხანს ვერ დაწყნარდა, მთელი ორი საათის განმავლობაში კანკალებდა-განაცხადა ერთ-ერთმა მოწმემ-მადლობა უცნობ მამაკაცს, რომელმაც ჩვენ სიკვდილისგან გვიხსნა."


უცნობია მიიღეს თუ არა რაიმე ტრამვა მძღოლებმა, აგრეთვე დაეკისრა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა.


0
870
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
870
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0