x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ოდესის პლაჟზე მამაკაცი წყალში ბანაობის დროს ოჯახის თვალწინ აფეთქდა(ვიდეო)
image

უკრაინაში, ოდესაში, სანპაიროზე შავ ზღვაში მოცურავე მამაკაცი ოჯახის თვალწინ სავარაუდოდ ნაღმზე აფეთქდა. ოდესის რეგიონული პოლიციის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ მოხდა ნაპირზე მოულოდნელი აფეთქება, 50 წლის მამაკაცის სხეულის ნაწილები სანაპიროზე მიმოფანტა და ყველაფერ ამ საშინელებას უყურებდნენ უბედური ცოლი-შვილი და მათი მეგობარი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დადგენილი არ არის თუ რამ გამოიწვია აფეთქება, ამ ტერიტორიაზე ბანაობა აკრძალული იყო რუსეთთან მიმდინარე ომის გამო.რადგან ხშირია ჩადებული ნაღმების რაოდენობა.

image

ვიდეოში ჩანს ადამიანები, რომლებიც ოლაჟიდან წყლისკენ გარბიან, თუმცა აფეთქების შემდეგ შეშინებულები და დაბნეულები ადგილზე ჩერდებიან.



მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, აფეთქების შემდეგ მისი გვამი ნაპირზე გამორიყა. მსხვერპლის მეგობარი ამ დროს მასთან ერთად ბანაობდა, თუმცა აფეთქების შედეგად არ დაშავებულა. ადგილზე მალავე მივიდა პოლიცია.


ოდესის ოლქის პოლიციამ კიდევ ერთ ხელ გააფრთხილა მოსახლეობა: ”პოლიცია მოუწოდებს ოდესის რეგიონის მოსახლეობას და სტუმრებს, მკაცრად დაიცვან საომარი მდგომარეობის წესები: არ შეხვიდეთ შავი ზღვის სანაპირო დაცვის ზონაში და არ იბანაოთ დანაღმულ ზღვაში."


უკრაინა რუსეთს ბრალს სდებს შავი ზღვის განზრახ დანაღმვაში, კრემლი კი აქეთ ადანაშაულებს კიევს, რომ ის უკრაინის მხარის ჩადებულია.


0
562
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
562
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0