x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩინელი ავტობუსის მძღოლის გმირული საქციელი(ვიდეო)

მაო ძიხაომ (Мао Zhihao), ჩინელმა ავტობუსის მძღოლმა, ჩენძიანის პროვინციიდან, მორიგი რეისის დროს სიკვდილს ჩახედა თვალებში, დიდი სიჩქარით მიმავალ ავტობუსის საქარე მინა წაქცეულმა გარე განათების ბოძმა შემოანგრია, მძღოლი ძლიერი დარტყმის შედეგად რამდენიმე წამით გაითიშა, თუმცა მალევე მოვიდა გონს, გააჩერა ავტობუსი და მაშველები გამოიძახა, ყველა, ოცდაექვსივე მგზავრი მაშველებმა ავტობუსიდან გამოიყვანეს.თვითონ მძღოლს ნაღველი გაუსკდა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.ანალოგიური სიტუაცია 2012 წლის 20 მაისს მოხდა, იგივე ჩინეთში, როდესაც წინ მიმავალი სატვირთოდან მეტალის ნაჭერი გამოფრინდა, ჩაამტვრია საქარე მინა და მძღოლს, 48 წლის ვან ბინს მოხვდა.ძლიერი ტკივილის მიუხედავად მძღოლმა გააჩერა ავტობუსი, ჩართო ავარიული სიგნალიზაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გრძნობა დაკარგა.ექიმები 4 დღე იბრძოდნენ, რომ ვან ბინი გადაერჩინათ, მაგრამ სამწუხაროდ იგი გარდაიცვალა.image

0
140
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0