17 წლის გოგონა საკუთარი მშობლების მკვლელს ცოლად გაჰყვა
2015, 1 ოქტომბერი, 15:47
მოსკოვის საქალაქო სასამართლოში წერტილი დაესვა შოკისმმომგვრელ პროცესს.
ცოლ-ქმრის მკვლელობა განახორციელა მათივე არასრულწლოვანი ქალიშვილის შეყვარებულმა.
20 წლის სუხრობჟონ იაკუბოვმა(Сухробжон Якубов)დანის რამდენჯერმე დარტყმით ჯერ მოკლა გოგონას მამიმაცვალი, შემდეგ კი დედა.მშობლები კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ არასრულწლოვანი ქალიშვილის იაკუბოვთან კავშირისა. თვითონ გოგონამ მშობლების დაკარგვის შემდეგ მყისვე შეყვარებულის მხარე დაიჭირა.სიყვარულით დაბრმავებული მთელი გამოძიების პროცესში, რომელიც თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა მშობლების მკვლელს იცავდა.მეტიც, როდესაც ახალგაზრდა კაცი წინაწარი გამოძიების იზოლატორში იმყოფებოდა, მოასწრო და მას ცოლად გაჰყვა.
გამომძიებლებმა აღადგინეს შოკისმომგვრელი წინაისტორია, რომელიც დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო.ამ ხნის განმავლობაში 15 წლის იულია ხვდებოდა 20 წლის სუხრობჟონს.ახალგაზრდა კაცი რეგულარულად მოდიოდა სტუმრად იულიასთან და თავხედურად ღამეც რჩებოდა, არ დაგიდევდათ იმას, რომ იულია არასრულწლოვანი იყო.
მოწმე მეზობლების განცხადებით, რომლებმაც სასამართლოზე ჩვენება მისცეს, ახალგაზრდა კაცი უკიდურესად გამომწვევად იქცეოდა, რის გამოც მას მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა გოგონას ხანშიშესულ მამინაცვალთან.
მორიგი კონფლიქტის დროს იულიას მამინაცვალი ცდილობდა თავხედი ახალგაზრდის სახლიდან გაგდებას, თან დაემუქრა, რომ სამართალდამცავებს მიმართავდა.
ამის შემდეგ ახალგაზრდამ ხელი დაავლო სამაზარეულოს დანას და ჯერ მამინაცვალი მოკლა, ხოლო შემდეგ კი იულიას დედა.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით იულიას მამიმაცვალს იაკუბოვმა 7 ჭრილობა მიაყენა, ხოლო დედას 23.
ბრალდებულს 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
იულიამ შეყვარებულს პირობა მისცა რომ დაელოდებოდა, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს.