სხვა მოამზადეთ კლავიატურისა და ტელეფონის წელვადი საწმენდი - იდეალური საშუალება! 2015, 1 ოქტომბერი, 14:07 ![]() გაწმენდა, განსაკუთრებით ისეთი მცირე დეტალებისგან შემდგარი საგნებისა, როგორიცაა კლავიატურა, ტელეფონი და ა.შ. საკმაოდ დამღლელი და ბევრისთვის გამაღიზიანებელი სამუშაოა. ამიტომ, საქმის გასამარტივებლად ხშირად მიმართავენ ე.წ. წელვად საწმენდს - ეს არის ერთგვარი პლასტილინისებური მასა, რომელსაც აკრავენ გასაწმენდ ზედაპირზე, შემდეგ ძალიან მარტივად აძრობენ და მთელი მტვერი მასზე რჩება. რაც მთავარია, იგი არ ტოვებს კვალს და არ აზიანებს ზედაპირს. ამგვარი პლატიკური მასის ყიდვაც შესაძლაბელია, თუმცა ასევე გთავაზობთ მისი სახლში მომზადების ხერხს. ეს პროცესი განსაკუთრებით სახალისოა ბავშვებისთვის, რომლებიც კარგად ერთობიან წელვადი მასით. ![]() 2 ს.კ. თეთრი თხევადი წებო 1 ს.კ. წყალი 4 ს.კ. ბორაქსი (იყიდება აფთიაქებში) 4 ს.კ. წყალი პატარა ჯამში შეურიეთ ერთმანეთს წებო და 1 ს.კ. წყალი. კარგად აურიეთ. ![]() მეორე ჯამში შეურიეთ ბორაქსი და 4 ს.კ. წყალი. ურიეთ, სანამ ბორაქსი მთლიანად გაიხსნება. ![]() თუ გსურთ წელვადი საწმენდი ფერადი გამოვიდეს, შეგიძლიათ თავიადან სასურველი ფერის 1 ან 2 წვეთი საკვები საღებავი დაუმატოთ წყალში. ![]() ![]() ![]() 1656 8-ს მოსწონს
|