სხვა თურქეთში გარდაიცვალა პაციენტი,რომელიც 47 წელი იწვა საავადმყოფოში 2015, 1 ოქტომბერი, 14:13 თურქეთის ქალაქ ბურსაში გარდაიცვალა პაციენტი, რომელიც 47 წელი იწვა საავადმყოფოში. აბდულა კოზანი საავადმყოფოში შორეულ 1968 წელს დააწვინეს, მაშინ იგი 23 წლის იყო.პაციენტი თავის ტკივილებს უჩიოდა, მალევე ავადმყოფს აღმოაჩნდა ასთმა და დიაბეტი. 1968 წლიდან მოყოლებული პაციენტი საავადმყოფოში იწვა, როგორც კი დაუმთავრდებოდა მკურნალობის მორიგი კურსი, საავადმყოფოს ადმინისტრაცია მყისვე აგრძელებდა.საქმე იმაშია, რომ პაციენტს ჰქონდა აღებული ე.წ. "მწვანე ბარათი"-სოციალური შემწობა, რომელსაც თურქეთში ყველაზე ღატაკებს გადასცემენ. ამრიგად უსახლკარო პაციენტმა პალატაში იცხოვრა და იმკურნალა 47 წლის განმავლობაში. იგი იმავე პალატაში გარდაიცვალა 70 წლის ასაკში 29 სექტემბერს წყნარად და უშფოთველად, რომელშიდაც 47 წლის წინ მოიყვანეს. -ის იყო ჩვენი საავადმყოფოს ოჯახის წევრი.მას ყოველთვის ვიცავდით, სამწუხაროდ ვეღარ შევძელით მისი გადარჩენა, როდესაც მდგომარეობა გაუუარესდა-აღნიშნეს ბურსის საავადმყოფოს მედიკოსებმა. 775 6-ს მოსწონს
|