სხვა ფსკოვში მოზარდებმა გააუპატიურეს არასრულწლოვანი გოგონა,შემდეგ კი ეზოში გამოაგდეს 2015, 29 სექტემბერი, 20:26 აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად იმყოფებოდა მისი დაქალიც, თუმცა მის დასაცავად თითიც არ გაუნძრევია.
შემთხვევა ერთ-ერთი ბიჭის სახლში მოხდა.შაბათ საღამოს გოგონას დაურეკეს და სტუმრად მიიწვიეს. 15 წლის გოგონასთან ერთად მისი ცამეტი წლის მეგობარი გოგონა, მეზობლის ბიჭი, რომელიც მასთან ერთად გაიზარდა ეზოში და კიდევ სამი 13-15 წლის მოზარდი ბიჭუნა იყო. როგორც გადაღებული ვიდეოდან და ფოტოებიდან ჩანს, გოგონა დაათვრეს .შემდეგ კი ბურთულიანი ავტოკალმით გააუპატიურეს.დილით კი ეზოში გამოიყვანეს და დამამცირებელი ფოტოები გადაუღეს. აი რა მოუთხრო გოგონამ გამომძიებელს:"რომელიღაცამ შემომთავაზა ჭიქა არაყი, ცოტა დავლიე, შემდეგ მითხრეს, რომ ეს ცუდი არაყია, აი სხვა დალიე-ამის შემდეგ მახსოვს, რომ ფეხზე ვეღარ ვდგებოდი..შემდეგ აღარაფერი მახსოვს..როგორ გამხადეს, როგორ ჩამაცვეს..ან როგორ წავედი სახლში...ბევრი ადგიული ჩალურჯებული მაქვს..მითხრეს დაეციო..დაჩხაპნილი მაქვს სახე, ხელები და ფეხები." ინტერნეტში დაიდო დაზარალებული გოგონას მიმოწერა მეგობრებთან სოციალური ქსელით:"აღარ მინდა ვნახო ეს სიბინძურე ინტერნეტში, ის თუ როგორ ძალადობდნენ ჩემზე, ბევრს კახპა ვგონივარ, არა და გინეკოლოგთან ვიყავი და ისევ ქალწული ვარ." დანაშაულში მონაწილე ყველა მოსწავლის ვინაობა დადგენილია. როგორც ცნობილი გახდა, საზოგადოებრივი მღელვარებიდან გამომდინარე თანატოლებმა ქალაქგარეთ გაიყვანეს დანაშაულში მონაწილე სამი ბიჭი და გოგონა, მაგრად მიბეგვეს და ისევ უკან დაბრუნდნენ სკოლაში, თითქოს არაფერი მომხდარა. ხოლო მეოთხე მონაწილე მანქანაში ჩასვეს და რამდნიმე საათი სცემდნენ. -მსგავსი შეტყობინება ჩვენთან არ მოსულა-აღნიშნა ფსკოვის ოლქის შშს-ს პრეს-სამსახურის უფროსმა ვასილი მალიუტამ-მოზარდებმა შესაძლოა რაც მოადგებათ პირზე ყველაფერი ილაპარაკონ." "გამოძიება მკაცრი იქნება და ყველა საკადრის სასჯელს მიიღებს"-აღნიშნა ბავშვთა უფლებების დამცველმა პაველ ასტახოვმა. 866 6-ს მოსწონს
|