მუსიკა ორი შვილის ქართველმა დედამ თათია კობალაძემ უკრაინულ "X Factor" - ში ყველა აატირა (+ ვიდეო ) 2015, 29 სექტემბერი, 3:48 უკრაინული X Factor-ის სცენაზე კიდევ ერთი ქართველი მომღერალი, თათია კობალაძე გამოვიდა. გოგონამ ჯერ თავისი ამბით მიიქცია საზოგადოების ყურადღება. თავისივე მონათხრობის თანახმად, 13 წლისა გათხოვდა - გაიპარა. ამბობს, რომ არ ნანობს და დღესაც ძალიან უყვარს თავისი ქმარი. თათიას ორი შვილი ჰყავს, რომლებსაც სცენაზე გამოსვლამდე სკაიპით ელაპარაკა, მერე კი საქართველოს დროშა მოისხა მხრებზე და გავიდა ჟიურისა და მაყურებლის დასაპყრობად... მოახერხა კიდეც. მის მიერ ემოციურად შესრულებული ჯენიფერ ჰადსონის სიმღერა One night only ისეთი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ყველა ატირდა - მაყურებელი, ნინო ქათამაძე, ჟიურის ერთ - ერთმა წევრმა ანდრეი ხლივნუკმა საერთოდაც ვერ შეიკავა თავი და ატირებულმა დარბაზი დატოვა.ემოციებისგან ამაყმა ნინო ქათამაძემ თათია კობალაძე გულში ჩაიკრა. რასაკვირველია, თათია მეორე ტურში უყოყმანოდ გადავიდა. 477 9-ს მოსწონს
|