კინო მაფიოზების 20 საუკეთესო ფრაზა! (ფილმებიდან) 2015, 28 სექტემბერი, 16:05 კინო-ფილმების ისტორიაში განსტერებსა და მაფიოზებზე არაერთი ფილმი გადაიღეს.
ზოგიერთი ფილმი რეალური ისტორიიდან გამომდინარე, ზოგიერთი კი
რეჟისორებმა პირადი ფანტაზიით გადაიღეს. მაგრამ ყველა ფილმს საფუძვლად
რათქმაუნდა ნმადვილი ამბავი უდევს.
მაფიოზურ ფილმებში, თუ დააკვირდებით საკმაოდ საინტერესო და სერიოზული ფრაზები გამოითქმევა. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 20 საუკეთესო ფრაზას, რომლებიც ამოღებულია მაფიოზურ ფილმებიდან. 1. არ შეეხო პრობლემას, სანამ პრობლემა თავად არ შეგეხება! 2. მოუსმინე რჩევებს, რომელიც უპირატესობას გაძლევს და არასდროს გასცე თავად მსგავსი რჩევები. 3. თუ იტყუები, ეს მოკლედ გააკეთე! 4. არაფერი პირადული, ეს ბიზნესია 5. თევზს გაღებული პირი კლავს! 6. შეიძლება თუ არა მტრის პატიება? ღმერთი აპატიებს! ჩვენი ამოცანაა მათ შეხვედრას ორგანიზება გავუწიოთ. 7. ზოგი ფრთხილობს, რომ არ წააგოს. ფრთხილად თამაშის დროს აუცილებლად წააგებ 8. დამთხვევები არ არსებობს! 9. სულელი ისაა, ვინც საკუთარ სიბრძნეს ვერ მალავს! 10. ყველაზე მშვიდი ძილი, მშვიდი სიკვდილია ! 11. არწივი ბუზებზე არ ნადირობს! 12. ჩემს 30 მოჩხუბარს დავთმობ ერთი ადამიანის გამო, რომელსაც საკითხების მოგვარება ლაპარაკით შეუძლია! 13. დაპირების მიცემაზე ადვილი არაფერია! 14. არ დაფერთხო ვაშლის ხე, როცა ვაშლი მომწიფდება ის თავისით ჩამოვარდება! 15. სოროდან გველი ყოველთვის სხვისი ხელებით ამოიყვანე! 16. ბავშვობაში ღმერთს ველოსიპედს ვთხოვდი. შემდეგ მივხდი, რომ ღმერთი სხვანაირად მუშაობს. ველოსიპედი მოვიპარე და პატიებისთვის ვლოცულობდი! 17. დროდადრო სულელებს გაუძელი – შეიძლება რამე ღირებული გაიგო და არასდროს ეკამათო მათ! 18. სამყარო მომთმენ ადამიანებს ეკუთვნის! 19. მდინარის სიღრმე ორივე ფეხით არ შეამოწმო! 20. იყავი ყველასთან კორექტული, უმეტესობასთან კომუნიკაბელური, ახლობელი რჩეულებისთვის და მეგობარი ერთეულებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 886 14-ს მოსწონს
|