x
image
ვიზა კოხაძე
" საბოლოოდ თქვენ მოხვდებით სამოთხეში" - წარმოუდგენელი კურორტი "Guanaja" კუნძულზე ( + ვიდეო )


image" საბოლოოდ თქვენ მოხვდებით სამოთხეში" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული საიტი და ფოტო - ვიდეო მასალებით აცნობს დაინტერესებულ მსოფლიოს იმ წარმოუდგენლად ლამაზი და უცნაურ ადგილზე გაშენებული სასტუმროს შესახებ, რომელიც ჰონდურასის სანაპიროზე, კუნძულ Guanaja მდებარეობს.ეს მართლაც უმშვენიერესი შენობა იდეალურ ადგილად ითვლება დღესასწაულებისა და ოჯახური დასვენების მოსაწყობად - წერს წყარო.თუმცა გადმოცემის მიხედვით ამ ადგილზე მისვლა მხოლოდ და მხოლოდ ვერტმფრენით ან ნავით არის შესაძლებელი.მთლიანად გარშემორტყმულია ზღვით და " ვინც რომანტიკულ დასვენებასაა ნაჩვევი", შეუძლია ისიამოვნოს.დაახლოებით 44 მილით არის დაშორებული ვილა სახელწოდებით "Dunbar Rock" ჰონდურასის სანაპიროდან.imageimageimageimageimageimageწყაროს ინფორმაციით, ოთხსართულიანი ვილა 8 კონდინცირებული სასტუმრო ოტახისგან, 18 საძინებლისგან, სამი კატარღისგან, უმშვენიერესი ხედით გასარუჯი ადგილებისგან და საგანგებოდ შერჩეული შეზლონგებისგან შედგება. მას 15 000 კვადრატული ფუტი ტერიტორია უჭირავს და ორი წლის წინ მისი მშენებლობა 1, 7 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა. ამჟამად კი ფრიად მოხიბლული ტურისტებისგან და დამსვენებლებისგან წელიწადში მისი მოგება 10 მილიონ დოლარს აღწევს.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, მაქსიმალურად კეთილმოწყობილ ოთხსართულიან შენობას გარშემო სხვადასხვა ჯიშის ტროპიკული ხეები და ყვავილები არტყავს.imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageრაც შეეხება სანაპიროს, ამ არაჩვეულებრივ შენობას საკუთარი "ოქროს ქვიშიანი" ნაპირი აქვს. აქვე ემსახურებიან დამსვენებლებს სპეციალური ინსტრუქტორები ზღვის ფსკერის დასათვალიერებლად და შესასწავლად.გარდა ამისა, ჰყავს საკუთარი შეფ - პოვარი, რომელიც საუზმეს, სადილს და ვახშამს ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოთი ამზადებს.imageimage

image














0
279
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0