x
image
Guns N Roses
დღეს სოხუმის დაცემის დღეა.. "ომი ჯერ არ დამთავრებულა,"- პაატა დავითაია სოხუმის დაცემის დღეზე საუბრობს

image
დღეს სოხუმის დაცემის დღიდან 22 წელი გავიდა.
1993 წლის 16 სექტემრებს აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაარღვია სოჭის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს, ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებისას 14 ათასამდე ადამიანი ემსპვერპლა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი უსახლკაროდ დარჩა.





აფხაზთა კრების წევრებმა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოაწყვეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპირებასა და ომის დროინდელ ვითარებას ასახავს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები 27 სექტემბერს სახელმწიფო კანცელარიის წინ აქციის მოწყობასაც გეგმავენ, რომლის სახელწოდება და მთავარი გზავნილი ”არა ოკუპაციას ” იქნება.



საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია 22 წლის წინ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და დღეს ამბობს, რომ საზოგადოებამ დაღუპული გმირები არ უნდა დაივიწყოს და პატივი მიაგონ მათ. დავითაია ასევე აცხადებს, რომ 22 წლის წინ დაწყებული ომი ჯერ არ დასრულებულა.
"ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ჩემი ოჯახის წევრები დაიღუპნენ, მებრძოლები დაიღუპნენ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. პატივი უნდა მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ომი არ დამთავრებულა, "- განაცხადა პაატა დავითაიამ.





"დღეს არის ტკივილის, ხსოვნის და ამავდროულად სიმტკიცის დღე, "- ეს გაცნხადება თავისუფალი დემოკრატების წევრმა და დეპუატმა ალექსი პეტრიაშვილმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გააკეთა, სადაც მან თანაგუნდელებთან ერთად 22 წლის წინ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
პეტრიაშვილმა დარუპული გმირების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
"დღეს არის მძიმე დღე. ტკივილის, ხსოვნის, მაგრამ ამავდროულად არის დაფიქრების, შენდობის და სულიერი სიმტკიცის დღე, "- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.






სოხუმის დაცემის დღიდან 22 წელი გავიდა. დილიდან გმირთა მოედანზე პოლიტიკოსები და უბრალო მოქალაქეები იკრიბებიან.
დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც. დეპუტატი სერგო რატიანი ყურადღებას წარსულზე ამახვილებს და ამბობს, რომ რუსეთს ანალოგიური მოვლენების განვითარების საშუალება კვლავ აქვს.
"უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი არის მტერი და ჩვენი მოწინააღმდეგე. მასთან უნდა ვიყოთ პრინციპულები. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთს შეუძლია გაიმეოროს იგივე რაც მოხდა 22 წლის წინ და 2008 წელს, "- განაცხადა სერგო რატიანმა.






0
60
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0