x
image
Guns N Roses
თბილისში რუსეთის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

image
თბილისში რუსეთის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს..



ამ წუთებში თბილისში რუსეთის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები მსვლელობით ავლაბრის მოედნიდან პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით დაიძრნენ.
ისინი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ ჩავიდეს რუსეთში და გამართოს შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ საქართველომ სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს და რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს.
აქციაზე მყოფი მოქალაქეები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები ერეკლე მეორეს საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები არიან. აქციაზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული სხვა პრორუსული ორგანიზაციების წევრები.
აქციაზე იმყოფება ავთანდილ მარგიანიც, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა.




"გეშინოდეთ რუსეთის", "რუსეთი ჩვენი მეგობარია", "გვინდა სამხედრო ნეიტრალიტეტი", "აღდგეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები", - ამ ლოზუნგებით თბილისში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პრორუსული აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორი ერეკლე მეორეს საზოგადოება იყო და მას საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული სხვადასხვა პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქციის მონაწილეები პრზიდენტს მიმართავდნენ და მოითხოვდნენ გაემართა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან.
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სახელზე წერილიც დაწერეს და ადმინისტრაციის მისაღებში დატოვეს.

0
63
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0