კულტურა "ჰაჯ"-ზე კვლავ დიდი ტრაგედია დატრიალდა... 2015, 24 სექტემბერი, 23:12 საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "ჰაჯ"-ზე მიმავალი მუსლიმები, მექადან 5 კილომეტრით მოშორებით მდებარე
მინას ქუჩაზე "ეშმაკის განდევნის" რიტუალის შესრულებისას ჭყლეტვაში მოყვნენ.
რიტუალი ტრაგედიით დასრულდა.
უახლესი ინფორმაციით, ტრაგედიას ამ წუთისთვის 717 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო
863 მძიმედ არის დაშავებული. ამ კატასტროფას უმეტესად აფრიკიდან ჩასულები ემსხვერპლნენ. მოგახსენებთ, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ მექაში კიდევ ერთ უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობა 100-ზე მეტი იყო. დღეს დილის 9 საათზე "ჰაჯი"-ს გზაზე მიმავალ არაბებს და აფრიკელებს ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალში მოძრაობა შეეზღუდათ და ძალიან ბევრი ადამიანი "გაიჭყლიტა". ორი ნაკადი, ერთ მხრიდან "მუზდელიფები", ხოლო მეორე მხრიდან "სემერიტები". ორივე მხარე "სატანის ჩაქოლვის" რიტუალისთვის შემოედინებოდნენ, მაგრამ ბედმა ყველას არ გაუღიმა. ძალიან ბევრი გაიჭყლიტა, აქედან უმეტესობა აფრიკელები იყვნენ. საუდის არაბეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხდადებით, დაშავებულები სავაადმყოფოებში იქნა გადაყვანილი ვერტმფრენების საშუალებით. "ჰაჯი"-ს ისტორიაში, მინას ქუჩაზე ამდენი ხალხი პირველად იქნა შენიშნული... არაბეთის ყველაზე გავლენიანი ტელევიზიის ინფორმაციით, ეს იყო დაუგეგმავი მოგზაურობა "ჰაჯი"-სკენ, "მუზდელიფები" ეშმაკის განდევნის რიტუალი, ძალიან ადრე დაიწყეს, რასაც მოჰყვა "სემერიტების" შემოსვლა, აქედან გამომდინარე შეიქმნა ისეთი ჭყლეტვა, რომ ფაქტიურად შეუძლებელი იყო ნაბიჯის გადადგმა, ამ დაუდევრობის გამო ასობით ადამიანი დაიღუპა -განაცხდა El Arabiya-ს ტელევიზიამ. აქვე მინდა მოგახსენოთ "ჰაჯი"-ის შესახებ: პილგრიმობა მექაში. ამჟამად უდიდესი ყოველწლიური პილგრიმობა მსოფლიოში, რომელიც და ისლამის მეხუთე პილასტრად ითვლება — მორალური ვალდებულება ყოველი ფსიქოლოგიურად და ფინანსურად მომზადებული მუსლიმანისთვის, ერთხელ მაინც მოინახულოს ეს ადგილი სიცოცხლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მექაში ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჰაჯი მაჰმადიან ხალხთა სოლიდარობის დემონსტრაცია და მათ მიერ ალაჰისადმი (ღმერთისადმი) მორჩილების გამოხატვაა. პილიგრიმებს განსაკუთრებული ტანსაცმელი აცვიათ, ეს ტანისამოსი ერთნაირია, ამიტომ სხვადასხვა სოციალური ფენისა და კულტურის წარმომადგენელი ღვთის წინაშე თანაბარია. ჰაჯის აღნიშვნა ჰაჯი ისლამური კალენდრის მეთორმეტე თვეს იწყება(რომელიც მთვარის წელიწადია და არა მზის, ამიტომ რამადანი და ჰაჯი ხან ზაფხულშია, ხანაც ზამთარში). ჰაჯის რიტუალი ჰაჯის რიტუალი აბრაამისგან იღებს სათავეს. მორწმუნემ ქააბას შვიდჯერ უნდა შემოუაროს და ასევე შვიდჯერ უნდა საფასა და მერვას მთებს შორის, როგორც ეს ჰაჯერმა გააკეთა წყლის ძიებაში. შემდეგ კი მლოცველები არაფას წინ ფართო მინდორზე ერთად დგებიან და ღმერთს შეწყალებას სთხოვენ. ამ ლოცვების დროს საუბარი ძირითადად განკითხვის დღეზეა. იჰრამი სპეციალური სახელია, რომელსაც პილგრიმობის პერიოდში მყოფ მაჰმადიანებს არქმევენ. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 104 10-ს მოსწონს
|