x
image
ციცი
Mediator image
"თუ გინდა იყო ბედნიერი დე, ეს ყველაფერი გაითვალისწინე!"-ნანუკა ჟორჟოლიანის ბედნიერების "საიდუმლო"

image

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მორიგ ემოციურ სტატუს აქვეყნებს:
"მარიამს სულ ვეუბნები:
1. იცხოვროს ისე, როგორც მას თავად სურს. იმიტომ, რომ იყოს ბედნიერი და იმიტომ, რომ ამ საზოგადოების მოსაწონს მაინც ვერაფერს გააკეთებს. თუ ბედნიერებას შეამჩნევენ მაინც ჩაქოლავენ, გააკრიტიკებენ.
2. იყოს გულწრფელი. იმიტომ რომ ტყუილს ყველა შეამჩნევს. ტყუილით ბედნიერება არ შენდება. არც საქმე კეთდება.
3. არასოდეს იცხოვროს სხვისი ცხოვრებით. იაროს სულ წინ და ყოველთვის ჰქონდეს მიზანი.
4. ყოველთვის ის გააკეთოს რისიც ჯერა და აუცილებლად იბრძოლოს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
5. ადამიანებისთვის გააკეთოს ყველაფერი რაც შეუძლია. იმიტომ რომ ეს გახდის მას ბედნიერს.
კიდევ ბევრ რამეს ვეუბნები... ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ასე ვამთავრებ. თუ გინდა იყო ბედნიერი დე, ეს ყველაფერი გაითვალისწინე. ბედნიერება კი აუცილებელია როცა ერთხელ იბადები. "
ასეთი სიტყვებით მიმართავს საკუთარ შვილს მარიამ გეგუჩაძეს, რომელიც ოკეანის გაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად იმყოფება და "ბედნიერების" თავისეულ ვერსიას სთავაზობს.
მისი სტატუსით მისი მეგობრები აღფრთოვანდნენ:
"და ბედნიერებაა როცა შენნაირი დედა გყავს..."
" ყველაზე მაგარი გოგო, დედა, მეგობარი, ბოსი..."
"მთელი ახალგაზრდობის მოთაგვა რომ შეიძლებოდეს... კედელზე, საწოლთან და მაცივარზეც კი უნდა გაიკრან..."
"ისიც უთხრი, რომ ცხოვრება შეცდომების გარეშე არ არსებობს და შეცდომა ტრაგედია არაა, პირიქით გამოცდილებაა."
" ნანუკა მაგარი გოგო ხარ შენ და გაფასებ. მე ვთვლი, რომ შენ ძალიან ბედნიერი ხარ იმიტომ, რომ ასე აზროვნებ."
" როგორი კარგი მრჩეველი ხარ შენი შვილისთვის... საუკეთესო დედა ხარ!"
" ჩემი დარიგება კი ასეთია, იყავი გულწრფელი და გიყვარდეს ბედისგან დაჩაგრული ადამიანები!"imageimageimage


0
260
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0