სასარგებლო პროდუქტები ოლიმპოს მწვერვალზე… 5 ქართული კერძი, რომლის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია 2015, 22 სექტემბერი, 19:58 ქართული სამზარეულო უკვე დიდი ხანია დამსახურებულ ადგილს იკავებს კულინარიულ ოლიმპზე. ქართული კერძები კი დიდი პოპულარობით სარგებლობენ არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ქართული სამზარეულოს შედარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ სიმღერასთან. ის ისეთივე “გემრიელია”, ”მრავალხმიანი” და გულითადი. 1. ხინკალი ალბათ ქართული სამზარეულო გემრიელი ხინკლის გარეშე არავის წარმოუდგენია. ხინკლის დამზადება სათავეს იღებს აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში. მისი გამოგონების პატივი მიეწერებათ, როგორც მოხევეებს ასევე ფშავლებსა, მთიულებსა და ხევსურებს. უძველესი წესით ხინკალი მზადდება მსხვილად დაკეპილი ხორცით. მთიან რაიონებში ასეთი მეთოდით ხინკალს დღემდე ამზადებენ. 2. ხაჭაპური ეს უგემრიელესი კერძი და როგორც მას უცხოელები ეძახიან– ყველის ღვეზელი, წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს ყველს, ან ხაჭოს, კვერცხს, კარაქს და სხვა ინგრედიენტებს. 3. მწვადი ნამდვილ ქართულ მწვადს არაფერი შეედრება, ამიტომ ის ქართული სამზარეულოს მარგალიტადაც ითვლება. 4. საცივი ამ ნიგვზის სოუსზეც მსოფლიოში ყველას სმენია და ამ კერძს ხშირად ამზადებენ უცხოურ რესტორნებში. 5. გოზინაყი მსოფლიო კულინარიულ არენაზე ამ დესერტმა საპატიო ადგილი დაიკავა და დიდი პოპულარობით სარგებლობს ბავშვებში და არამარტო. 500 7-ს მოსწონს
|