x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იგავი იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს სამყაროს ადამიანისადმი

იგავი იმის შესახებ,  თუ როგორი დამოკიდებულება აქვს სამყაროს ადამიანისადმი

მოსწავლემ ბრძენს ჰკითხა:
— მასწავლებელო, მტრულად არის განწყობილი სამყარო? თუ მას ადამიანისთვის სიკეთე მოაქვს?
— მე მოგიყვები იგავს იმის შესახებ, თუ როგორ არის განწყობილი სამყარო ადამიანის მიმართ, – უთხრა მასწავლებელმა.
«დიდი ხნის წინ ცხოვრობდა ერთი შაჰი და მან ბრძანა დიდი და ლამაზი სასახლის აშენება. სასახლეში ბევრი საოცრება იყო. და მათ შორის, ერთი დარბაზი, რომელიც მთლიანად სარკის იყო. კედლები, იატაკი, ჭერი, კარები, ყველაფერი სარკის ჰქონდა. სარკეები იმდენად ნათელი იყო რომ დამთვალიერებლები პირველად ვერც მიხვდნენ რომ მათ წინ სარკეები იყო, რადგან ანარეკლი რეალურისგან არაფრით განსხვავდებოდა. გარდა ამისა, კედლები ისე იყო განლაგებული, რომ ექო იქმნებოდა. იკითხავ: «ვინა ხარ?» – და პასუხად, ყველა მხრიდან გაიგებ: «ვინა ხარ? ვინა ხარ? ვინა ხარ?» ერთხელ ამ დარბაზში ძაღლი შევარდა და ადგილზე გაიყინა მის ცენტრში – ძაღლების მთელი ხროვა მისჩერებოდა მას ყველა მხრიდან. ძაღლმა, ყოველი შემთხვევისთვის, კბილები დაკრიჭა და ყველა დანარჩენმაც იგივე გაიმეორა. შეშინებულმა ძაღლმა ყეფა დაიწყო და დანარჩენი ძაღლებიც აყეფდნენ. ექო კი მის ყეფას იმეორებდა. ძაღლი სულ უფრო ხმამაღლა იყეფებოდა. რა თქმა უნდა, მას ეხოც არ ჩამორჩებოდა. ძაღლი აქეთ-იქით დარბოდა და ჰაერს კბენდა და მისი ანარეკლებიც დარბოდნენ კბილების წკაპუნით. დილით, მსახურებმა უბედური ძაღლი მკვდარი ნახეს, მისი ანარეკლი, მკვდარი ძაღლებით გარემოცული. დარბაზში არავინ იყო, რომ მისთვის რაიმე სახის ზიანის მიყენება შეძლებოდა. ძაღლი საკუთარ ანარეკლთან ბრძოლის დროს დაიღუპა». — ახლა, გაიგე? – თქვა ბრძენმა, – სხვა ადამიანებს, თავისთავად არც კარგი მოაქვთ და არც ცუდი. ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება – მხოლოდ ჩვენი აზრების, გრძნობების, სურვილების და ქმედების ანარეკლია.
სამყარო – დიდი სარკეა. როგორც წყალი აირეკლავს სახეს, ისე შენს გულს აირეკლავენ სხვა ადამიანების გულები.

0
112
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0