სხვა რუსი მილიარდელის ანდრეი მელნიჩენკოს მსოფლიოში ყველაზე დიდი " სუპერ იახტა" ( + ვიდეო 2015, 21 სექტემბერი, 22:36 სუპერ იახტის ექსპერტები "MailOnline" მოუთხრობენ იმის შესახებ, რომ რუსი მილიარდელის ანდრეი გრიგორის ძე მელნიჩენკოს იახტა მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემი იქნება, რომლის მშენებლობაც და რემონტიც დასასრულს უახლოვდება.იახტების სამშენებლო კომპანია საზოგადოებას აცნობებს, რომ გემს ჰიბრიდული დიზელის ძრავი აქვს და გათვლილია 20 სტუმარზე და + 54 ეკიპაჟზე.იახტა აგებულია ფრანგი ფილიპ სტარკის მიერ, რომლის მშენებლობაზე ასევე გერმანული სამხედრო - საზღვაო ფლოტის მშენებლები მუშაობდნენ.როგორც წყარო წერს, ეს არის მსოფლიოში ყველაზე მძიმე გემი, რომლის წონა 1, 8 ტონაა და სიდიდით კი ასევე ყველაზე დიდია ( 193 კვადრატული ფუტი), რაც კი დღემდე აშენებულა. დაუთვლელი მილიარდების მფლობელი ბატონ მელნიჩენკოს მიდრეკილება აქვს ასეთი ძვირადღირებული და ეპიკური ფუფუნების საგნებით "იტრაბახოს" - ცნობისათვის ის მფლობელია ბოინგ 737, მას აგრეთვე აქვს უზარმაზარი აგარაკი ზღვის ნაპირზე და ჰყავს ულამაზესი მეუღლე ალექსანდრა - წერს წყარო.ანდრეი მელნიჩენკოს ინვესტიცია 451 მილიონია, ხოლო მისი კაპიტალი 9 მილიარდს შეადგენს. ცოტა რამ მისი პირადი ცხოვრებიდან: ანდრეი გრიგორის ძე მელნიჩენკო ბელორუსიაში დაიბადა 1972 წელს და ცოლად შეირთო სერბიელი მოდელი ალექსანდრა.სიმდიდრე ბელორუსელმა ახალგაზრდა ბიჭმა რუსეთში სამრეწველო საქმიანობით დააგროვა.ჟურნალ Forbes მონაცემებით მელნიჩენკო დასახელებულია პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში, სადაც მას 97 - ადგილი უჭირავს, ხოლო რუსეთში კი ის რუს მილიარდელთა სიაში მეცხრე ადგილზეა. "MailOnline" ინორმაციით, ახალი სტილის სუპერ იახტამ ისეთი მდიდარი ოლიგარქების აქამდე ცნობილი იახტები უკანა პლანზე მოისროლა, როგორებიცაა რომან აბრამოვიჩი და ОАЭ პრეზიდენტის ხალიფა ალ ნახაიანი. 691 7-ს მოსწონს
|