ქალი ცელულიტი- ქალების დიდი პრობლემა 2015, 20 სექტემბერი, 12:36 როგორ დავაღწიოთ თავი ცელულიტს?
ეს საკმაოდ რთულია და ხშირად არასწორ მეთოდებსაც მივმართავთ.
დიეტის დაცვა, მხოლოდ კილოგრამებს გვაკარგვინებს, ცელულიტს კი ვერაფერს აკლებს.
საქმე იმაშია, რომ არასწორი დიეტა უარესი შედეგის მომტანია, ამიტომ საჭიროა დაბალანსებული კვება, სპორტი და ანტიცელულიტური მასაჟი.
ცელულიტის გამოკვლევა შესაძლებელია ულტრაბგერითი სხივებით. არსებობს რამდენიმე მეთოდი, მაგალითად ულტრაბგერითი გამოკვლევა გვაჩვენებს, რა მდგომარეობაა ჩვენს ცხიმოვან ქსოვილში, ამისთვის გამოიყენება დესინომეტრი, რისი საშველებითაც შეგვიძლია გამოვთვალოთ ცხიმის პროცენტულობა და კუნთების მასა. ის აზრი რომ ცელულიტის პრობლემა, მხოლოდ ჭარბწონიან ქალებს აქვთ, მცდარია ეს ყველა ტიპის ქალის პრობლემა შეიძლება იყოს, მნიშვნელობა არა აქვს გამხდარია თუ მსუქანი. ზოგჯერ გამხდარ ქალს უფრო მეტად აქვს გამოხატული ცელულიტი, ვიდრე მსუქანს, ეს კი ჰორმონების პრობლემებს უკავშირდება. ქალების უმეტესობა ცელულიტთან საბრძოლველად ანტიცელულიტურ კრემებს იყენებს, რაც ასევე არასწორია. ზოგიერთი კრემი შეიცავს კოფეინს, რათა დაეხმაროს ცხიმის უჯრედებს სწორად ფუნქციონირებაში, მაგრამ ამასობაში კანის უჯრედები ზიანდება. ცხიმების დასაწვავთ ყველანაირ კრემზე ეფექტური მეთოდი, ფიზიკური დატვირთვაა. ცელულიტის პრობლემა ასოცირდება სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან, იგი ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფური უჯრედების სტაგნაციას. ცელულიტს ყოფენ სამ ეტაპად: 1)საწყისი ეტაპი (ძნელად შესამჩნევი) 2)გამოხატული (ე.წ "ფორთოხლის კანი") 3)ბოჭკოვანი (როცა კანი არაესტეთიურად გამოიყურება) არსებობს მოსაზრება, რომ ცივი შხაპი გვეხმარევა ცელულითთან ბრძოლაში, ეს ნამდვიალად სწორი აზრია, რადგან ცივი წყალი ასტიმულირებს სისხლის მომოქცევას. საუკეთესო შედეგის მისაღებად ცივი წყალი უნდა დავისხათ კოჭიდან წელამდე, ყოველდღიურად შხაპის მიღებისას. ცელულიტთან ბრძოლაში დაგვეხმარება ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესი. თუ გვინდა თავიდან ავიცილოთ ცელულიტი, უნდა დავიცვათ გარკვეული წესები: მივდიოთ სპორტს, დავლიოთ ბევრი წყალი, მივიღოთ ვიტამინებით გამდიდრებული საკვები და ვაკონტროლოთ ჩვენი წონა. ცელულიტს ამცირებს ველოსიპედით სეირნობა, სირბილი, ცურვა, ფიტნესი... ასე რომ თუ ჯანსაღი და სპორტული ცხოვრებით ვიცხოვრებთ აუცილებლად დავამარცხებთ ცელულიტს, თანაც სამუდამოდ! სილამაზესა და ჯანმრთელობას გისურვებთ! 159 4-ს მოსწონს
|