"ის გააგდეს ქვეყნიდან" - გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს..
ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში წასვლას და ოდესის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტს გიგი უგულავა „ვაჟკაცურ და ძალიან სარისკო გადაწყვეტილებად“ აფასებს. თბილისის ყოფილი მერი მიხეილ სააკაშვილზე გადაცემა არჩევანში საუბრობს და ხელისუფლებას სააკაშვილის ქვეყნიდან გაგდებაში სდებს ბრალს. უგულავა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არის "რეფორმის სიმბოლო."
„მიხეილ სააკაშვილი თუ დაკარგავს მოქალაქეობას ეს მის არჩევნად არ ჩაითვლება. ის გააგდეს ქვეყნიდან, რაც ჩვენი ქვეყნის სირცხვილია. ის იძულებული გახადეს, გააძევეს ამ ქვეყნიდან. ის, რომ მან მოძებნა ძალა და ენერგია და ახალ სიმაღლეს ეჭიდება - ეს მხოლოდ მის პერსონალურ და პოლიტიკურ სიძლიერეზე მეტყველებს. იმათ ვისაც არ ესმით რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის წარმატება, იმათთან საქართველოს წარმატებაზეც ძნელია საუბარი, “ - აცხადებს გიგი უგულავა.