x
image
მანჩო 777
გენიალური შიზოფრენიკები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს
სტატისტიკა გვამცნობს, რომ დედამიწაზე მცხოვრები ათასი ადამიანიდან ხუთი მათგანი შიზოფრენიითაა დაავადებული. ეს სენი მამაკაცებსა და ქალებს შორის თითქმის ერთნაირი პროცენტული თანაფარდობით გვხვდება. პირველი აღწერა შიზოფრენოიდული სიმპტომებისა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე XVII საუკუნეში გვხვდება ეგრეთ წოდებულ "გულების წიგნში", რომელიც ებერსის უძველესი ეგვიპტური პაპირუსის ნაწილია. სამწუხაროდ, ეს სენი არც გენიალურ ადამიანებს ინდობს. მაინც ვინ იყო ცნობილი ადამიანებიდან შოზოფრენიით დაავადებული?



ბეტი პეიჯი


image


ისტორიაში პირველი პინ-აპ მოდელი, ამერიკელი ბეტი პეიჯი გასული საუკუნის 50-იანი წლების სექს-სიმბოლოდ ითვლებოდა. ის გადაღებული იყო ეროტიკული ჟანრის ფილმებში. 55 წლის ასაკში მას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს - " პარანოიდალური შიზოფრენია". ყოფილი მოდელი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მკურნალობდა.



ვინსენტ ვან გოგი


image
ითვლება, რომ ნახატების უმეტესობა ნიდერლანდელმა პოსტიმპრესიონისტმა მხატვარმა სწორედ მაშინ შექმნა, როცა შიზოფრენიის შეტევები ემართებოდა. ამ დროს ის ერთ დღეში რამოდენიმე სურათს ხატავდა და რამოდენიმე დღე-ღამის განმავლობაში არ ეძინა.



ფილიპ დიკი


image

შიზოფრენიის მძიმე ფორმა აწუხებდა მწერალ ფილიპ დიკს, რომელმაც სახელი გაითქვა რომანით "ოცნებობენ თუ არა ანდროიდები ელექტროცხვრებზე". სწორედ ამ რომანის მიხედვით გადაიღეს გახმაურებული ფილმი "სამართებლის პირზე მორბენალი". დიკის კალამს ეკუთვნის აგრეთვე რომანი "მოგონებები ერთად და ცალ-ცალკე", რომლის მიხედვითაც აგრეთვე ცნობილი ფილმი "გაიხსენე ყველაფერია" გადაღებული. ზოგიერთი კრიტიკოსი თვლის, რომ სწორედ შიზოფრენია დაეხმარა ავტორს ასეთი შინაარსის ნაწარმოებების დაწერაში.



ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე


image

ბიოგრაფები თვლიან, რომ ეს ცნობილი ფილოსოფოსი, რომელიც არცერთი ქვეყნის მოქალაქედ არ თვლიდა თავს, იყო საშინელი დიაგნოზის - "ბირთვული მოზაიკური შიზოფრენიის" მატარებელი. ამ დაავადების ყველაზე ცნობილი სიმპტომია განდიდების მანია. სავარაუდოდ, სწორედ შოზოფრენია გახდა ის იმპულსი, რამაც ნიცშე ზეკაცის იდეამდე მიიყვანა.


ნიკოლოზ გოგოლი


image
რუსი სატირიკოსი მწერლის ნიკოლოზ გოგოლის ბიოგრაფები თვლიან, რომ მწერალი იტანჯებოდა შიზოფრენიით, რომელსაც ემატებოდა კლაუსტროფობია და ფსიქოზის პერიოდული შეტევები. მწერალს ხშირად აწუხებდა სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები. სწორედ მათ ფონზე შექმნა მან უამრავი ნაწარმოები. გოგოლის ცხოვრებაში აპათიის და დეპრესიის პერიოდებს სწრაფად ცვლიდა მეტისმეტი აქტიურობისა და ზეშთაგონების პერიოდები.



ისააკ ნიუტონი


image

მემატიანები გვამცნობენ, რომ ისააკ ნიუტონი, შიზოფრენიის გარდა, ბიპოლარული მოშლილობითაც იტანჯებოდა. გარდა იმისა, რომ ის გენიალური მათემატიკოსი და ფიზიკოსი იყო, ის ძალიან რთული პიროვნება და გამორჩეული მელანქოლიკი გახლდათ. მასთან ძალიან ძნელი იყო საუბარი და საერთო ენის გამონახვა, რადგან ცნობილ მეცნიერს ყოველ წამს ეცვლებოდა ხასიათი და განწყობა.


პარვინ ბაბი-ინდოელი მსახიობი


image

ცნობილ ინდოელ მსახიობს ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში დაუსვეს შიზოფრენიის დიაგნოზი. ბაბი ბოლივუდის ყველა დროის ყველაზე გლამურულ და ლამაზ მსახიობად ითვლება. პარვინმა მთელი სიცოცხლე გამუდმებულ შიშში გაატარა, რადგან სულ ეჩვენებოდა, რომ მისი მოკვლა სურდათ გამოძიების ფედერალური ბიუროს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს და მოსადის აგენტებს.


ალექსანდრე სკრიაბინი


image


რუსი კომპოზიტორი ალექსანდრე სკრიაბინი ძალიან რელიგიური ადამიანი იყო. ის გამუდმებით შიშში აგდებდა ნათესავებსა და მეგობრებს გუნება - განწყობილების და ხასიათის უეცარი ცვალებადობით. გარდა იმისა, რომ სკრიაბინი გენიალური მუსიკოსი და კომპოზიტორი იყო, სწორედ მან გამოიყენა ისტორიაში პირველად ეგრეთ წოდებული ფერადი მუსიკა (ცვეტომუსიკა). დიაგნოზი, რომელიც ექიმებმა სკრიაბინს დაუსვეს, სასტიკი იყო: შიზოფრენია.


მაია მიაკილა


image

მაია მიაკილა შვედი მხატვარია, რომელსაც ასევე საშინელი დიაგნოზი - შიზოფრენია ერგო წილად. მიაკილა თანამედროვების ყველაზე პროვოკაციულ მხატვრად ითვლება და მისი სურათების ნახვა მნახველში შიშის ძრწოლასა იწვევს. მიაკილა ამჟამად პატარა ქალაქ ნორკპინგში ცხოვრობს. მხატვრის შემოქმედებას ხშირად იკვლევენ მკურნალი ექიმები, რათა მათი სიუჟეტები დაიხმარონ მკურნალობის სწორად წარმართვაში.


ჯონ ნეში


image

ჯონ ფორბს ნეში-ცნობილი ამერიკელი მათემატიკოსი იყო. ის თამაშების თეორიის სფეროსა და დიფერენციალურ გეომეტრიაში მუშაობდა. 1994 წელს ნეშს ნობელის პრემია მიანიჭეს. საზოგადოებისათვის მეცნიერი ცნობილი გახდა ფილმის ''გონების თამაშების" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, რომელიც ნეშის ცხოვრების მიხედვითაა გადაღებული. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ნეში შეეგუა თავის ავადმყოფობას და ცდილობდა ყურადღება არ მიექცია მის გამოვლინებებზე, რითაც ექიმებს დაეხმარა შედეგიანად წარემართათ მისი მკურნალობა. ნეში რამოდენიმე თვის წინ დაიღუპა ავტოკატასტროფაში.



2
1883
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1883
  
2015, 21 სექტემბერი, 0:05
არც მე..მირჩევნია გენიოსი არ ვიყო:)
2015, 21 სექტემბერი, 0:00
ამათი ნამდვილად არ მშურს
0 1 2