საბუნებისმეტყველო 7 ყველაზე მახინჯი შინაური ცხოველი 2015, 19 სექტემბერი, 14:55 სელექციონერები მუდმივად მუშაობენ იმისთვის, რომ გამოიყვანონ ახალი შინაური ფრინველის თუ ცხოველის ჯიში.იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო გაამარტივონ და ეფექტური გახადონ, თუმცა ხანდახან მათი მონდომება მსუბუქად რომ ვთქვათ ზოგჯერ გადამლაშებულია და ახალი ჯიშის შინაური პირუტყვი უფრო ზიზღს იწვევს, ვიდრე სიმპატიას.
1-ბუდაპეშტური მოკლეკაუჭიანი ტურმანი-მტრედის ეს ჯიში უფრო მოგვაგონებს თევზ-ტელესკოპს ან ამფიბიას.განსაკუთრებით შეუბუმბულავები არიან საშინელი შესახედავნი.თუმცა სპეციალისტები ამ ფრინველის ჯიშს მაღალ შეფასებას აძლევენ შორეულ მანძილზე ფრენის გამო. 2-კატა ლიკოი(Lykoi) -ვისაც გიყვართ კატები და ამასთანავე ფილმები ვამპირებზე.კატა მოგვაგონებს ღამურას და კატას ერთად, მარტო ფრთები აკლია.თუმცა ამ დრაკულას შთამომავლობის მოცემა არ შეუძლია, რადგან ჯიში სრულიად ახალი გამოყვანილია და გენეტიკურად არამდგრადია. 3-დამასკური თხა-ერთი შეხედვით გეგონებათ, რომ პირუტყვს სერიოზული ავარიის შედეგად დაუზიანდა სახე, სინამდვილეში ეს გახლავთ სპეციალურად გამოყვანილი ჯიში, რომელსაც შამი უწოდეს. ასეთი გარეგნობა მათ ჭამაშიდაც კი უშლის ხელს, ველურ ბუნებაში საერთოდ საეჭვოა ამ ჯიშის თხებმა იარსებონ. 4-იტალიური ჰიბერები-იადონის ეს ჯიში გამოიყურება როგორც ჩიტის და პტეროდაქტილიის "უკანონო შვილი".თუმცა ამ ჯიშის მომღერალ ჩიტებს მაინც ჰყავს თაყვანისმცემლები. 5-დიდყურა ჩინური ღორი-მეიშანი-ამ ჯიშის ღორი მაღალი შობადობით გამოირჩევა, თუმცა საკმაოდ ცხიმიანობით გამოირჩევა, რის გამოც ბევრი ღორის ხორცის მოყვარული იწუნებს მას. 6-მამონტისებური ვირი პუატუ-ეს გახლავთ უძველესი ვირის ჯიში, პირველ რიგში ფასდებოდა საოცარი ძალის გამო, თუმცა ტრაქტორების გამოგონების შენდეგ ვირმა მხოლოდ დეკორატიული ცხოველის სტატუსი შეინარჩუნა. 7-ზღვის გოჭი სკინი-ზღვის გოჭების უამრავი სახეობა არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე საშინელი შესახედაობა ტანტიტველა სკინს აქვს. 447 9-ს მოსწონს 1-ს არა
|