x
image
candice
ღამის პოზის პლუსები და მინუსები
ზურგზე წოლა

პლუსი: საუკეთესო პოზაა მათთვის, ვისაც სურს, კარგად გამოიყურებოდეს. სახის კუნთები ასეთ მდგომარეობაში დუნდება. შედეგი-ახალგაზრდული გარეგნობა და გვიანი ნაოჭები. ხერხემალზე დატვირთვა მინიმალურია. ეს ეხმარება ხერხემალს დასვენებაში და ოსტეოქონდროზის პროფილაკტიკაა.

მინუსები: პოზა არ გამოდგება მათთვის, ვინც ხვრინავს, ღამის აპნოეთი (სუნთქვის შეჩერება) და ბრუკსიზმით (კბილების კრაჭუნი) იტანჯება. ყველა ეს უსიამოვნო გამოვლენა ძლიერდება, როდესაც ზურგზე ვწევართ.image
გვერდზე წოლა

პლუსი: წელზე დატვირთვა მცირდება. ეს წელის ტკივილის დროს საუკეთესო პოზაა.


ზედა სასუნთქი გზები არ იკუმშება, ადამიანი არ ხვრინავს და მთელი ორგანიზმი ჟანგბადით კარგად მარაგდება.

მინუსი: ასეთ მდგომარეობაში წოლისას ხშირად ხელები და ფეხები ბუჟდება. თუ ასე გძინავთ, ბალიში გულმოდგინედ შეარჩიეთ, სხვაგვარად, ხერხემლის, კისრის განყოფილება იტანჯება. იდეალურია, როდესაც ბალიში მხრის სიმაღლეს შეესაბამება,

კისერი ჰორიზონტალურად და ტანის პარალელურად დევსimage

მუცელზე წოლა

პლუსები: თუ შებერილი მუცელი გაქვთ ეს პოზა მდგომარეობას შეამსუბუქებს.

მინუსი: ხერხემლის კისრის განყოფილება არაბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება, ამან

შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ასევე ტვინის სისხლით მომარაგების გაუარესება, ვინაიდან ხერხემლის არტერიიდან ერთ-ერთი ნაწილობრივ გადაკეტილია.

შინაგან ორგანოებზე წნევა იზრდება, მათ შორის- დიაფრაგმაზეც, ამიტომ ორგანიზმის ჯანგბადით მომარაგება უარესდება.

ჟანგბადის სახის კანში შეღწევა მინიმალურია, ამიტომ ამ პოზის მოყვარულებში ნაოჭები ადრე ჩბდება და სახის კანი ფერმკრთალია.image

5
171
3-ს მოსწონს
ავტორი:candice
candice
171
  
2015, 24 სექტემბერი, 15:29
არ ვიცი, ალბათ მათ უკეთესად იციან, არადა მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ პოზაში ძილს,.
2015, 23 სექტემბერი, 21:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი _თაკო_-ის კომენტარზე
2015, 23 სექტემბერი, 16:29
მეც კი გამიგია, მაგრამ მარცხენა მხარეს გულს მხარეს წოლა ძალიან რთულია, ვფიქრობ ნორმალურად სუნთქვას საკმაოდ უშლის ხელს.
2015, 18 სექტემბერი, 21:47
ხო ეგეც, მაგრამ ზურგზე წოლა სასარგებლო და კონფორტული
2015, 18 სექტემბერი, 21:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5