სხვა მკურნალობა სიცილით 2016, 28 მარტი, 19:41 ცხოვრებისეული ჭეშმარიტება- “ავადმყოფობას ხუმრობა არ უყვარს", უკვე დიდი ხანია ეჭვის ქვეშ დააყენეს. გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ სიცილი და იუმორი ადამიანის ორგანიზმში მრავალ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. კანტი წერდა:“ სიცილი იძლევა ჯანმრთელობის შეგრძნებას, ვინაიდან სასიცოცხლოდ აუცილებელ ყველა პროცესს ააქტიურებს. ამ დროს ძლიერდება ნაწლავების პერისტალტიკა და დიაფრაგმის მოძრაობით სულისა და სხეულის ჰარმონია მიიღწევა".
ზიგმუდ ფროიდი თვლიდა, რომ გონებამახვილობა და იუმორი- ადამიანის ფსიქოლოგიის უნიკალური გამოვლენაა, ხოლო ხუმრობა- მკურნალობის ეფექტური საშუალება.სიცილი ზეგავლენას ახდენს კუნთების ტონუსზე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის თავის ტვინში არის მორფის მსგავსი ბიოქიმიური ნივთიერებები, ერთგვარი “შინაგანი ანესთეზიები", რომლებიც ტკივილს აყუჩებენ და მოდუნებას ახმარებიან. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სიცილის თერაპიის გამოყენება ნებისმიერ მკურნალობას უფრო ეფექტურს ხდის. ავადმყოფები, რომლებიც უფრო მეტს იღიმებიან და იცინიან, ბევრად უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებიან. ქრონიკული მიმდინარეობა, ან დაავადების გართულება, მათში იშვიათია. სიცილის ცენტრი მარჯვენა ნახევარსფეროშია, სიცილის დროს შეიმჩნევა წყვეტილი სუნთქვა, ამიტომ ერთი შესუნთქვისა და ამოსუნთქვის მაგივრად 3-4 ხდება. ასეთი სუნთქვა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ თვითშეგნებას არეგულირებს. სიცილი კანზე კარგი მასაჟის მსგავსად მოქმედებს. ზედა სასუნთქ გზებს ხველებაზე უკეთესად ასუფთავებს. ხშირად გაიღიმეთ, დასაწყისში ნაძალადევადაც კი, ეს ჩვენს თავის ტვინში გამოიმუშავებს უკუკავშირებს, რაც განწყობას აუმჯობესებს. დაიმახსოვრეთ სიცილი გალამაზებთ!!! 98 5-ს მოსწონს
|