სხვა ღამის პოზის პლუსები და მინუსები 2015, 18 სექტემბერი, 21:35 ზურგზე წოლა
პლუსი: საუკეთესო პოზაა მათთვის, ვისაც სურს, კარგად გამოიყურებოდეს. სახის კუნთები ასეთ მდგომარეობაში დუნდება. შედეგი-ახალგაზრდული გარეგნობა და გვიანი ნაოჭები. ხერხემალზე დატვირთვა მინიმალურია. ეს ეხმარება ხერხემალს დასვენებაში და ოსტეოქონდროზის პროფილაკტიკაა.
მინუსები: პოზა არ გამოდგება მათთვის, ვინც ხვრინავს, ღამის აპნოეთი (სუნთქვის შეჩერება) და ბრუკსიზმით (კბილების კრაჭუნი) იტანჯება. ყველა ეს უსიამოვნო გამოვლენა ძლიერდება, როდესაც ზურგზე ვწევართ. ![]() გვერდზე წოლა პლუსი: წელზე დატვირთვა მცირდება. ეს წელის ტკივილის დროს საუკეთესო პოზაა. ზედა სასუნთქი გზები არ იკუმშება, ადამიანი არ ხვრინავს და მთელი ორგანიზმი ჟანგბადით კარგად მარაგდება. მინუსი: ასეთ მდგომარეობაში წოლისას ხშირად ხელები და ფეხები ბუჟდება. თუ ასე გძინავთ, ბალიში გულმოდგინედ შეარჩიეთ, სხვაგვარად, ხერხემლის, კისრის განყოფილება იტანჯება. იდეალურია, როდესაც ბალიში მხრის სიმაღლეს შეესაბამება, კისერი ჰორიზონტალურად და ტანის პარალელურად დევს ![]() ![]() 171 3-ს მოსწონს
|