x
image
მანჩო 777
"ისევ იმ სისტემით "აბაროტს" ავიღებთ და გავიმარჯვებთ" - გიგი უგულავას პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
მოგეხსენებათ, რომ გუშინ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ციხიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება რამოდენიმეწუთიანი თათბირის შემდეგ მიიღო. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საუბარია ცხრათვიან პატიმრობაზე. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი
უგულავა ასაჩივრებდა, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.

ამგვარად, თბილისის ყოფილი მერის თითქმის ერთწლიანი პატიმრობა დასრულდა.


პატიმრობდან გათავისუფლების შემდეგ თბილისის ყოფილმა მერმა პირველი კომენტარიც გააკეთა:


image



"არც შევცვლით საარჩევნო სისტემას. ისევ იმ სისტემით "აბაროტს" ავიღებთ და გავიმარჯვებთ. ტურავას და ბევრი მოსამართლის საქციელის შემდეგ იყავით მზად. ესენი ჩასაფრდებიან და რევანშისთვის მოემზადებიან. მე რევანშის არ მეშინია...


მე არც ერთი წამი და წუთი არ დამიკარგავს. ბევრი რამე, რასაც თუნდაც ამ 10 წლის განმავლობაში ვერ ვაკეთებდი, ავინაზღაურე. ეს იყო ჩემთვის შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი გამომეცადა და ცხოვრება აბსოლუტურად სხვა ნაპირიდან დამენახა...

ამ ბრძოლას იმიტომ ჰქონდა აზრი, რომ გამოჩნდა ყველაფერი. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც როგორც კი თანამდებობიდან წავედი, იმ წამსვე დაიკარგნენ, მაგრამ გამოჩნდა უამრავი ადამიანი, რომელსაც მანამდე ვერც ვამჩნევდი. მე არ მაქვს უფლება, უკან დავიხიო. ამ ადამიანებს აქვთ რწმენა, ეს რწმენა არის გადამდები და გამარჯვების, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს...

ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო. მთელი დღის განმავლობაში ვინც ამ გადაუწყეტელ სიტუაციაში იყო. მაქვს მოლოდინი, რომ ჩემთან მიმართებაში ივანიშვილს ბრძოლა არ დაუმთავრებია. კარგად ნახეთ, თუ როგორ მოიქცა მოსამართლე ტურავა. კარგად ხედავდით, რა დღეში იყო პროკურატურა, რომელსაც სრულიად დაუსაბუთებელი, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი არგუმენტები მოჰყავდა, რომ პროცესი გაეწელა. დარწმუნებული ვარ, ესენი ჩასაფრდებიან და პირველივე მოსახვევში ეცდებიან კვანტი დამიდონ"- განაცხადა გიგი უგულავამ.


image

0
103
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0