x
image
Lerato
როგორ მოიარა ელისაბედ II მთელი მსოფლიო საზღვარგარეთის პასპორტის გარეშე

9 სექტემბერს ელისაბედ II გახდა მონარქი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მართავს ქვეყანას. ამ მოვლენასთან დაკავშირებით შეადგინეს მისი მოგზაურობის ინტერაქტიული რუკა.


image


გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს 25 წლის ასაკში ავიდა მამამისის, გეორგ VI-ის გარდაცვალების შემდეგ; ერთი წლის მოგვიანებით, ივნისში მისი კორონაცია შედგა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია რაც ქვეყნის სათავეში იმყოფება, 9 სექტემბრამდე ქვეყანის ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველის ტიტული ელისაბედ II -ის დიდ ბებიას დედოფალ ვიქტორიას ეკუთვნოდა (63 წელი, 7 თვე და 2 დღე).


image


9 სექტემბერთან დაკავშირებით კომპანია Esri UK შეადგინა ინტერაქტიული რუკა, რომელზეც წარმოდგენილია დედოფლის მოგზაურობა დაახლოებით 60 წლის მანძილზე. საერთო ჯამში მის უდიდებულესობას 270 ვიზიტი აქვს განხორციელებული 128 ქვეყანაში.


დედოფალი განსაკუთრებით ბევრს მოგზაურობდა 1970-იან წლებში: 73 ვიზიტი 48 ქვეყანაში. ყველაზე მეტად კანადასა (27-ჯერ) და ავსტრალიაშია (18-ჯერ) ნამყოფი. თითოჯერ იმოგზაურა რუსეთში, ფინეთში, სეიშელებზე, ლიტვასა და ნამიბიაში, ხოლო მალტასა და ბერმუდებზე - ხუთჯერ. მიუხედავად იმისა, რომ ელისაბედ II უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი, მას საზღვარგარეთის პასპორტი არა აქვს. თუმცა, დედოფალს ვინ მოსთხოვს უცხო ქვეყნებში მოგზაურობისთვის ასეთ აუცილებელ და მნიშვნელოვან დოკუმენტს?


image





2
248
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
248
  
2015, 18 სექტემბერი, 10:35
დიდი მადლობა :))
2015, 18 სექტემბერი, 8:39
გავაზიარე
0 1 2