x
image
Guns N Roses
გიგი უგულავა თავისუფალია. მისი პირველი კომენტარი და პირველი ფოტო სასამართლოდან.

image

გიგი უგულავა გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმეწუთიანი თათბირის შემდეგ გამოაცხადა.
უგულავას სასამართლო პროცესი დღეს თითქმის 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე 20:00 საათზე 2 საათიანი შესვენება გამოაცხადა.
რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაწყებულ პროცესზე კი პროკურატურამ სხდომის გადადება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა.



საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებულმა გიგი უგულავამ პირველი კომენტარი ტელეკომპანია, რუსთავი 2-თან გააკეთა. უგულავა მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელის მას გულშემატკივრობდა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ დევნა გაგრძელდეს და ის კვლავ დააპატიმრონ.
"მე ყველა ადამიანს დიდ მადლობას ვუხდი, რომლებიც აქ მთელი დღე იყვნენ. ეს ბრძოლა ივანიშვილს ჩემთან მიმართებაში არ დაუმთავრებია. კარგად ხედავდით რა დღეში იყო პროკურატურა. პირველივე მოსახვევში კვანტს დამიდებენ. საკონსტიტუციო სარჩელით თითოეული ადამიანი ისარგებლებს.
პროკურატურა არ აპირებდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, უბრალო ადამიანს 15 თვეს კი არა 29-საც მიუსჯიან წინასწარ პატიმრობას. ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი. მიუხედავად იმისა ეს გადის ციხეზე, შეურაცხყოფაზე, წიწილების სროლაზე თუ სხვა ფაქტორზე. მათ მე არ დავუჭერივარ მე შეგნებულად წავედი ამაზე, თუნდაც იმიტომ, რომ არაფორმალურ მმართველს კიდევ ერთი ნიღაბი ჩამოსცილებოდა. ბოლო წუთამდე იყო ხრიკები, უბრალოდ გამოუვალ მდომარეობაში იყო საამართლო საკონსტიტუციო სასამართლომ სხვა გამოსავალი არ დატოვა, "- განაცადა გიგი უგულავამ.



0
130
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0