ორსულობა და ბავშვი მორიგი სასწაული! ესაა ბავშვი, რომელიც აბორტის შედეგად დაიბადა – ექიმები შოკში არიან… 2015, 17 სექტემბერი, 13:47 31 წლის ირლანდიელ ქალს დუბლინის კლინიკის ექიმებმა დიაგნოზად შეწყვეტილი ორსულობა დაუდგინეს. დიაგნოზის ხუთგზის გადამოწმების შემდეგ მედიკოსებმა საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ნაყოფი მკვდარი იყო და პაციენტს ორგანიზმიდან მის გამოსადევნად 2 პრეპარატი დაუნიშნეს. ეს ე.წ. მუცლის მოსაშლელი წამლები იყო, რომლებსაც მიშელის საშვილოსნო მკვდარი ნაყოფისგან უნდა გაეთავისუფლებინა.
აღმოჩნდა, რომ მიშელი ტყუპზე იყო ორსულად, ექიმებმა კი ულტრასონოგრაფიული კვლევისას მეორე ნაყოფი ვერ შენიშნეს. საოცარი ის იყო, რომ პრეპარატებს მუცლის მოშლის 97%-იანი ეფექტურობა ახასიათებთ. დარჩენილი 3%-ის შემთხვევაშიც ნაყოფი სხვადასხვა დეფექტით იბადება – გულის მანკით, დაუნის სინდრომით და ა.შ. მეგანმა ეს წესიც თავდაყირა დააყენა, რადგან სრულიად ჯანმრთელი მოევლინა ქვეყანას. ექიმებმა მას ღვთის სასწაული უწოდეს, რადგან ასეთი საოცრება პრაქტიკაში არ შეხვედრიათ და ვერც მის ახსნას ახერხებენ. 1641 7-ს მოსწონს
|