x
image
Lerato
ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი მწარე, მაგრამ გემრიელი პროდუქტები

image
მწარე პროდუქტების დამატება ჩვენს რაციონში არსებითად მნიშვნელოვანია. უმჯობესია

მიირთვათ გრეიფრუტი, რაც ძალიან სასარგებლოა თქვენი ღვიძლისთვის, ვიდრე კიდევ
ერთი ტკბილი ფუნთუშა.

ბოლოკი – აღდგენითი საშუალება


image
ალბათ იფიქრებთ, თუ რა უნდა იყოს მწარე ბოლოკზე უარესი. თუმცა ამ მცენარეს ხშირ შემთხვევაში შესაფერისად არ აფასებენ, რადგანაც ის შეიცავს სასარგებლო ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილს, ფერმენტებს, ვიტამინებს, ეთერზეთებს, ცილებს და ამინომჟავებს. ბოლოკი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ფართო სპექტრით მოქმედი ანტიბიოტიკის ბუნებრივი ანალოგია და ასევე ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის.

ბოლოკის ის ნაწილი, რომელიც თავთანაა ახლოს 3-5 სმ, უმეტესად შეიცავს С ვიტამინს, შუა ნაწილი – ყველაზე მოტკბო და ხრაშუნაა, "კუდი" კი – განსაკუთრებით მდიდარია მდოგვის ზეთით, რაც ხელს უწყობს საკვების მონელებას.

უკუჩვენება: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავდებები გამწვავების სტადიაში, გლომერულონეფრიტი, არც თუ დიდი ხნის წინ გადატანილი ინფარქტი.

პირშუშხა – კლავს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს და ხსნის ანთებას


image
პირშუშხა, ერთმნიშვნელოვნად, ბოლოკზე ტკბილი არ არის, მაგრამ არც მასზე ნაკლებ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. როგორც მისი ახლო ნათესავი, ფლობს მთელ რიგ სასარგებლო თვისებებს. ამასთან, აქვს აშკარად გამოხატული ბაქტეროციდული და ატისეპტიკური მოქმედება. ყოველდღიურად პირშუშხას წვენით კანის გაწმენდა ჭორფლებს აქრობს.

ნაყიდ გახეხილ პირშუშხაში ცოტა სარგებელია, სამრეწველო გადამუშავების შემდეგ მხოლოდ ცელულოზაღა რჩება. სამკურნალო ეფექტის მისაღებად ახლად ამოღებული მცენარის ფესვი უნდა გამოიყენოთ. შეგიძლიათ გახეხოთ და შემდეგ ლიმონის წვენი დაამატოთ. ან კიდევ მოამზადოთ ძალიან გემრიელი "პირშუშხას აჯიკა": 2 კგ. წითელი პომიდორი, 400 გ. პირშუშხა, 1 ჭ. მცენარეული ზეთი, მარილი გემოვნებით. ახლად მომზადებული ნაზავი შეგიძლიათ მიირთვათ ერთი კვირის მანძილზე.

უკუჩვენება: იგივე, რაც ბოლოკს ახასიათებს

მდოგვი – ნერვებისთვის


image
თავისი მომედებით მდოგვი ბოლოკისა და პირშუშხას ანალოგია. მაგრამ, ამასთან გამოიყენება ნერვიული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ – დაწყებული ნერვიული აღგზნებიდან და საჯდომი ნერვის ნევრიტიდან, ისტერიამდე.

უკუჩვენება: იგივე, რაც ბოლოკსა და პირშუშხას ახასიათებს

გრეიფრუტი – ლამაზი სხეულისთვის


image
გრეიფრუტი შეიცავს ცხიმების დამწველ ნივთიერებებს: ინოზიტოლს და პექტინს. ხელს უწყობს საკვების მონელებას და ღვიძლის აქტივაციას. ამას გარდა, ის არეგულირებს სისხლძარღვების მუშაობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ახდენს ნერვიული სისტემის ტონიზირებას, ეხმარება აპათიის დაძლევაში, ამახვილებს ყურადღებასა და მეხსიერებას, ხსნის დაღლილობას. ზოგადად მას ყველაზე სასარგებლო ციტრუსად მიიჩნევენ.


გრეიფრუტს მწარე გემოს აძლევს ფლავონოიდ ნარინგინი, რომელსაც შეიცავს მისი კანი. ის აუმჯობესებს სისხლძარღვების გამტარიანობას და ელასტიურობას, აძლიერებს კაპილარებს, ამიტომ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ძალიან სასარგებლოა ასევე მისი თესლი – ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება.

უკუჩვენება: არ გამოვლენილა, მაგრამ გრეიფრუტის წვენს შეუძლია გააძლიეროს წამლების ტოქსიკურობა.

ჩაი – ძვლების ჯანმრთელობისთვის


image
არაჩვეულებრივად ებრძვის ოსტეოპოროზს, რომელიც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს მენოპაუზას და სხვა ძვალ-სახსროვან დაავადებებს. სავარაუდოდ, ამისთვის მადლობა პოლიფენოლებს უნდა ვუთხრათ, ნივთიერებები, რომლებიც 25-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ვიტამინი C, იცავენ უჯრედის გენეტიკურ ნივთიერებას დაზიანებისაგან. ამას გარდა, ჩაი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და არეგულირებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს თრომბების გაწოვას, აძლიერებს იმუნიტეტს, კურნავს ზოგიერთ ალერგიულ ფორმას და ამცირებს სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს.

უკუჩვენება: კუჭის წყლულის გამწვავება და თირკმელების დაავდება, უძილობა, გლაუკომა.

ყავა – დიაბეტის პროფილაქტიკისთვის


image
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ის ანტიოქსიდანტები რომლებსაც ყავა შეიცავს, ხელს უშლის II ტიპის დიაბეტისა და სიმსივნური დაავადებების განვითარებას. ყავა ასევე ეხმარება სტრესთან გამკლავებაში, ტვინის სასუნთქი ცენტრის სტიმულირებას ახდენს, რითაც ასთმიანებს დახმარებას უწევს შეტევების დროს, ორგანიზმიდან დევნის ქოლესტერინს. ყავაში თავმოყრილია ბევრი სასარგებლო ნივთიერება: ნახშირწყლები, ცხიმები, ცილოვანი ბუნების ნაერთები, რიგი სიცოცხლისათვის აუცილებელი მინერალები და მიკროელემენტები.

უკუჩვენება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

ლუდი – მხედველობის შენარჩუნებისთვის


image
როგორც მეცნიერებმა გამოიკვლიეს, ლუდში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავენ თვალის ბროლის უჯრედებს და ამცირებენ კატარაქტის წარმოქმნის რისკებს. ლუდი არეგულირებს სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევას, დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, შეუძლია თირკმელებში კენჭების დაშლა. სკანდინავიის ქვეყნებში ლუდი ოფიციალურად ანტიდეპრესანტად აღიარეს. განსაკუთრებით სასარგებლოა მუქი ფერის ლუდის სახეობა. მისი მიღება ზომიერების ფარგლებში უნდა მოხდეს, რადგან როგორც ყველა ალკოჰოლურმა სასმელმა შეიძლება მასზე დამოკიდებულება გამოიწვიოს.

უკუჩვენება: აშკარა უკუჩვენებები არ გააჩნია, ყველაფერი დამოკიდებულია მისი მიღების ოდენობაზე.

შავი შოკოლადი – გულის დაავადებების პრევენციისა და სისხლძარღვების გაძლიერებისთვის


image
მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის თანახმადაც შავი შოკოლადის დაახლოებით 60 ჰორმონი ხელს უშლის არტერიების შევიწროვებასა და დახშობას. აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციასა და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნის ალბათობას. გარდა ამისა კოფეინი და თეობრომინი, რომელთაც ეს მწარე ნუგბარი შეიცავს, ადამიანის შრომისუნარიანობისა და შემოქმედებითი აქტივობის სტიმულირებას ახდენენ. ბრიტანელი მეცნიერები კი ამტკიცებენ, რომ თეობრომინი ხველების გაცილებით ეფექტური წამალია, ვიდრე ჩვეულებრივი ტრადიციული საშუალებები.

რძიანი შოკოლადი არ გამოირჩევა სასწაულმოქმედი თვისებებით მასში შემავალი რძის მჟავის გამო, რომელიც ანტიოქსიდანტების – ფლავონოიდების ნეიტრალიზებას ახდენს.

უკუჩვენება: არ გამოვლენილა.


2
1591
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1591
  
2015, 17 სექტემბერი, 20:20
გაიხარე, დიდი მადლობა :)
2015, 17 სექტემბერი, 20:07
საინტერესოა, გავაზიარე :)
0 1 2