საბუნებისმეტყველო სახელმწიფოები, 1000 კმ²- ზე ნაკლები ფართობით. TOP - 25 2015, 17 სექტემბერი, 17:48 25. სან-ტომე და პრინსიპი (São Tomé and Príncipe) კუნძულოვანი სახელმწიფო გვინეის ყურეში, აფრიკის სანაპიროსთან. სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის ორი ვულკანური წარმოშობის კუნძული – სან-ტომე და პრინსიპი. ფართობი: 964 კმ² 24. კირიბატი (Kiribati) წყნარი ოკეანის სახელმწიფო მიკრონეზიაში. რომელიც 33 კუნძულზე არის განთავსებული და 9 064 958 კმ²- ზეა გაშლილი ოკეანეში. ფართობი: 811 კმ².23. ბაჰრეინი სამეფო სპარსეთის ყურის ამავე დასახელების არქიპელაგზე. ფართობი: 765 კმ². 22. დომინიკა (Dominica) სახელმწიფო კარიბის ზღვაში, მცირე ანტილის არქიპელაგში, ამავე სახელწოდების კუნძულზე. ფართობი: 751 კმ².21. ტონგა ტონგის სამეფო — სახელმწიფო - არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხ-დას. ნაწილში, პოლინეზიაში. შედგება 170 კუნძულისგან. ფართობი: 747 კმ². 20. სინგაპური ქალაქი-სახელმწიფო სამხ.-აღმ. აზიაში, მდებარეობს მალაის ნახევარკუნძულის სამხრეთით. შედგება კუნძულ სინგაპურისა და სხვა წვრილი კუნძულებისაგან. ფართობი: 716 კმ² 19. მიკრონეზიის ფედერაციული შტატები (Federated States of Micronesia)
სახელმწიფო ოკეანეთში. მდებარეობს კაროლინის კუნძულებზე, კუნძულ ახალი გვინეის ჩრდილოეთით. ფართობი: 702 კმ². 18. სენტ-ლუსია (Saint Lucia) სახელმწიფო ამავე სახელწოდების კუნძულზე, კარიბის ზღვაში, მცირე ანტილის კუნძულების სამხ-აღმ. ნაწილში. ფართობი: 616 კმ².17. ანდორა სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, პირენეებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ფართობი: 468 კმ². 16. რესპუბლიკა პალაუ აშშ-თან ასოცირებული კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, ფილიპინის ზღვაში. შედგება 328 კუნძულისაგან. ფართობი: 459 კმ². 15. რესპუბლიკა სეიშელის კუნძულები (Seychelles) კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, კუნძულ მადაგასკარის ჩრდ.-ით. აფრიკის სანაპიროდან დაშორებულია 1600 კილომეტრით. ფართობი: 452 კმ². 14. ანტიგუა და ბარბუდა (Antigua and Barbuda) ქვეყანა მდებარეობს ორ დიდ, ანტიგუასა და ბარბუდაზე და რამდენიმე მცირე კუნძულზე, კარიბის ზღვისა და ატლანტის ოკეანეს შორის. ამ ქვეყანას «365 პლიაჟის მიწასაც» ეძახიან. ფართობი: 442 კმ². 13. ბარბადოსი მდებარეობს კარიბის ზღვაში, კ. ბარბადოსზე (მცირე ანტილის კ-ბი). ფართობი: 430 კმ². 12. სენტ-ვინსენტი და გრენადინები (Saint Vincent and the Grenadines) სახელმწიფო კარიბის ზღვაში. ტერიტორია შედგება სენტ-ვინსეტისა და გრენადინების 32 მცირე კ-გან (მცირე ანტილის კ-ბი) ფართობი: 389 კმ².11. გრენადა (Grenada) სახელმწიფო კარიბის ზღვის სამხ-აღმ. ნაწილში (მცირე ანტილის კ-ბი). ფართობი: 344 კმ². 10. მალტა მდებარეობს სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულ არქიპელაგზე. ფართობი: 316 კმ². 9. მალდივის რესპუბლიკა მდებარეობს სამხრეთ აზიაში, მალდივის კუნძულებზე (ინდოეთის ოკეანე). არქიპელაგში 1.190 პატარა ზომის კუნძულ-ატოლებია. მათი საერთო ფართობი 115 298 კმ²-ია. ფარტობი: 300 კმ². 8. სენტ-კიტსი და ნევისი (Saint Kitts and Nevis) სახელმწიფო კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. შედგება სენტ-კიტსისა და ნევისის კუნძულებისაგან. ფართობი: 261 კმ². 7. Ресმარშალის კუნძულები (Marshall Islands) წყნაროკეანური სახელმწიფო მიკრონეზიაში, ასოცირებული სახელმწიფო აშშ-თან. შედგება 1 156 კუნძულისგან. ფართობი: 181 კმ². 6. ლიხტენშტაინი ლიხტენშტაინის სამთავრო სუვერენული ქვეყანაა. იგი მდებარეობს ავსტრიასა და შვეიცარიას შორის. ფართობი: 160 კმ². 5. სან-მარინო მდებარეობს სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე. ფართობი: 61 კმ². 4. ტუვალუ სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, პოლინეზიის რეგიონში. მის შემადგენლობაში შედის 3 კუნძული და 6 ათოლი. ფართობი: 26 კმ². 3. რესპუბლიკა ნაურუ კუნძულოვანი სახელმწიფო იმავე დასახელების მარჯნის კუნძულზე, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ეკვატორის სამხრეთით, კირიბატიდან 288 კმ-ით არის დაშორებული. ფართობი: 21 კმ².2. მონაკოს სამთავრო სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ჩრდ. სანაპიროზე. მას სამი მხრიდან ესაზღვრება საფრანგეთი. ფართობი: 2, 02 კმ².1. ვატიკანი სუვერენული ქალაქი-სახელმწიფო რომში, იტალიის დედაქალაქში. ფართობი: 0, 44 კმ². 628 4-ს მოსწონს
|