სხვა პოეტ ნინო კემულარიას საღამო მცხეთაში 2015, 16 სექტემბერი, 23:23 16 სექტემბრის საღამოს, მცხეთის ახალი პარკის ღია ამფითიატრში, თენგიზ ხუციშვილის ორგანიზატორობით ხობელი პოეტის ნინო კემულარიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელსაც საზოგადოების და ნინოს მეგობრების ის ნაწილი ესწრებოდა ვისთვისაც პოეზია და პროზა უცხო ხილი არაა. სადად, მაგრამ ლამაზად მოწყობილი პატარა სცენა, ამფითიატრში მომლოდინე მაყურებელს შორის პოეტებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელიც იყო. ყველასათვის საყვარელმა პოეტმა ერეკლე საღლიანმა, სხვა რამდენიმე სტუმართან ერთად მისასალმებელი სიტყვაც წარმოთქვა და საღამოს მასპინძელს ნინო კემულარიასაც თავისი წაკითხული ლექსებითაც მიეფერა. საღამოს პარალელურად მუსიკალური გაფორმებაც ახლდა, ფანდურას ფსევდონიმით ცნობილმა ქართველმა ფოლკლორისტმა რამდენიმე სხვა მუსიკოსთან ერთად შეავსო პოეზიის საღამო, მათ შორის იყო მცხეთის რაიონში ორი თვის უკან შექმნილი ცოცხალი მუსიკალური ბენდი და ახალგაზრდა მომღრალი გიორგი ჯმუხაძე. ნინო კემულარიამ საკუთარი ლექსებიდან 15-20 ახალი ნამუშევარი წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას, რომლისგანაც არ დაკლებია თბილი ტაში და ლამაზი სიტყვები. მოამზადა მარიამ კახაბრიშვილმა 107 1-ს მოსწონს
|